The Best Twins ♥
= New Story of ifun =
= Part 1 =
- მაგალითად დაწერე რომ : ვარ ახალგაზრდა , ულამაზესი , მაღალი შავგრემანი
ტალღოვანი თმებით , შემდეგ მიაწერე ჩემი მობილურის ნომერი , და და ემაილის მისამართი
ჰო და კიდე ბოლოშ არ დაგავიწყდეს რომ დაბლბები და მსუქნები არ შემომეხმიანონ!
- და ეგ ყველაფერი ინგლისურის დავალებაში "ძვირფასო დღიურო"- ში ჩავწერო?!
ნინას გავხედე და სიცილი ამიტყდა
- აბა მე რა ვიცი რა უნდა დაწერო ?!
- შენ რას წერ?!
- არაფერს!
- და მასწავლებელს რას ეტყვი?!
- რომ არ დამიწერია!
- და რატომ?!
- ვიტყვი რომ ჩემს თავგადასავლების მკითხველი უნდა აკმაყოფილებდეს +18
ჩვეკ კი აქ 17 წლის საზოგადოება ვართ შეკრებილითქო!
- ვაუ ! პირდაპირ დაბურძგლა!
- ჰო მათაც ეგრე მოუვათ!
კარგი ეხლა მე წავედი ქვემოთ მამა მელოდება
ისევ თავის შეხვედრებზე უნდა წამიყვანოს!
- კიდევ კარგი რომ შენ არ ვარ!
- ჰო გაგიმართლა ! ;დ
ისიც მეყოფა გაჭრილი ვაშლივით რომ მგავხარ წარმომიდგენია
მე რომ იყო ;დ
დავფიქრდი რა ვთქვი და ჩემს თავზე გამეცინა
ოთახიდან გავედი და კიბეები ჩავირბინე
მამა კმაყოფილი სახით მელოდებოდა
- წავედით?!
- ჰო წავედით !
სახლიდან გავედით, მამას მანქანისკენ გავიქეცი
და ჩავჯექი ჩემი დის ფანჯრისკენ გავიხედე ფანჯრის
რაფაზე იჯდა და გაცინებული ხელს მიქნევდა
მეც სიცილითვე უპასუხე მამა მანქანაში ჩაჯდა და კომპანიისკენ
წავედით , ქვემოთ დავიხედე და შევამჩნიე რომ
ბებიას ნაჩქარი კულონი არ მეკეთა
- მამა გააჩერე მანქანა!
- რა?!
- ბებიას კულონი დამრჩა!
- არაუშავს დაბრუნდები და აიღებ !
- არა ! გააჩერე ! რომ დავკარგო მოვკვდები!
- ნინას დაურეკე და შეგინახავს!
- არა!
- ნატალი! - მამამ ხმას აუწია
გავჩმდი და წინ გავიხედე მთელი გზა ხმა არ ამომიღია
და არც მამას უცდია გამოლაპარაკება
მხოლოდ როცა მივედით მითხრა ერთი სიტყვა "გადმოდი"
ეს იყო და ისე მეც გაბრაზებულმა ღვედი შევიხსენი
და მანქანიდან გადავედი
ბრაზი მახრჩბდა რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო
როცა მან ფეხებზე დამიკიდა , ჩემი ყელსაბამი ჩემთვის ძალიან ძვირფასი
იყო რადგან ბებია საჩქარი იყო და 5 წლიდან ვატარებდი
შენობაშ შევედით რატომღაც მამას უხასიათობა არავის გაკვირვებია
ერთ-ერთი კაბინეტის კარი გააღო და გამომხედა
იქ რამოდენიმე მამას თანამშრომელი იყო
მეც შიგნით შევაბიჯე მამაც შემოვიდა და კარი დახურა
იქვე სკამზე ჩამოვხექი , მამას პირდაპირ მჯდომი მაღალი
ჭაღარა და მკაცრი გამოხედვის მქონე კაცი ფეხზე წამოდგა და საუბარი დაიწყო
რამოდენიმე წუთში ხმაური ატყდა , ყველამ გაკვირვებულებმა გავიხედეთ
კარისკენ რომლიდანაც ახალგაზრდა ბიჭი და მამას მდივანი შემოვარდნენ
- ვეცადე მაგრამ ვერ დავაკავე , უკაცრავად!
- არაუშავს! დაგვტოვე!- უპასუხა გაკვირვებულმა მამამ
- რით შეგვიძია დაგეხმაროთ ყმაწვილო?!
- ჩემი შვილია ! გარეთ გავიდეთ სტეფან!
- რატომ რომ შენმა სპონსორებმა არ გაიგონ როგორი ნაბიჭვარი ხარ?!
თავი სერიალში მეგონა
- მეგონა ჩემს დას მაინც გაუფრთხილდებოდი! ის კი რას აკეთებს?!
დაინტერესებულხარ ერთხელ მაინც?! აქ დგახარ და თავს იწონებ როცა შენი
ერთი შვილი ქუჩაში დგას და ნარკოტიკებით იჭყიპება , ცოლმა კი არც იცის რა
გააკეთოს როცა სულ მარტოა! ჩემზე კი საუბარიც ზედმეტია!
ის საუბრობდა მე კი გამოშტერებული ვუსმენდი
როცა საუბარს მორჩა მამამის გახედა მას სახეზე ოდნავი ემოციაც არ ქონდა
გაბრაზებული გავარდა კაბინეტიდან და კარი კინაღამ ჩამოიღო
მეც წამოვდექი და გავყევი იმ წუთას ვერ გავაცნობიერე რას ვაკეთებდი
დავედევნე და შემოვაბრუნე
- უკაცრავად!
გაკვირვებულმა გამომხედა და ცალი წარბი აწია
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ?!
ჩემი თავი წარმოვიდგინე ალბათ ისეთი სასაცილო ვიყავი
- კი თუ შეგიძლიათ მამაჩემის მოკვლაშ დამეხმაროთ! - სიცილ ნარევი
მაგრამ გაბრაზებული ხმით თქვა
გამეცინა , და უფრო იდიოტად ვიგრძენი თავი
გავიფიქრე რა ჯანდაბა მინდოდა რომ დავედევნე მეთქი
ორივე გავჩმდით და საპირისპირო მიმართულებით შევტრიალდით
ის ლივტისკენ წავიდა მე კი მამაჩემის კაბინეტში
იქ დაბრუნება არ მინდოდა
მობილური ავიღე და ელენას გადავურეკე
- გისმენთ !
- მე ვარ ნატალი ! აქ ძალიან მომწყინდა
- მერე სახლში წამოდი!
- არ შემიძლია! მამა ისედაც გაბრაზებულია ჩემზე
უფრო სწორად მე ვარ გაბრაზებული მასზე!
- რა არეულად საუბრობ! რა გჭირს?!
- გრძელი ამბავია! , მოხვალ?!
- მაქ?!
- ჰოო ! გთხოვ! კიდევ 3 საათი აქ რა გამაჩერებს მარტო!
- კარგი წამოვალ!