ბავშვებო ეს არის ჩემი მოთხრობის ბოლო თავი..იმედია ცოტათი მაინც მოგეწონებათ...ბავშვებო მინდა მოგილოცოთ ნათლისღება...მრავალს დაესწარით...:*:*:*
დღეები გადიოდა ჩემი თაფლობისთვე კი ნელ–ნელა იწურებოდა...ღმერთო ისე კარგად ვატარებდით დროს...ეს დრო არასდროს დამავიწყდებოდა....აი დადგა დღც როდესაც ჩვენ უკან...საქართველოში და შემდეგ ლოს–ანჯელესში უნდა გავფრენილიყავით...
–მაილზ გაიღვიძე საყვარელო..გვაგვიანდება
–მაილზ...
ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც და როგორ თბილად დაეწაფა ჩემს ტუჩებს...
–რა ხდება?
–მზეთუნახავო გაიღვიძე წასვლის დროა...
მე გემრიელად გავიზმორე..:D.
კოდის თვალებში ჩავხედე და ვუთხარი...
–მადლობა...(ვაკოცე)
–რისთვის..(გაიკვირვა)
–მიზეზები:
1.იმისთვის რომ ჩმთან ხარ..
2.იმისთვის რომ გიყვარვარ.
3.იმისთვის რომ წყლით არ მაშნებ რომ გავიღვიძო...:D
–რა ბოთუკა მყავხარ..( ორივეს გაგვეცინა...მაკოცა)
–კარგი მაილზ დროზე თუ არ წავალთ დაგვაგვიანდება თვითმფრინავზე...
–აუ კაი რა....ჩვენც ხვალ გავფრინდეთ...
–ჰმ...მაილზ გპირდები აქ ისევ დავბრუნდებით...
–მპირდები?
–კი...:*
–yesw.. :D
–ჩემი ბოთუკა ხარ..:*...ჩემი პრინცესა...:*
–შეეფერება სახელები ერთმანეთს...:D
–აბა რა..:D...სააბაზანოში გავალ და რომ გამოვალ ამდგარი დახვდი....და კოდი აბაზანაში შევიდა..მე კი მივაძახე
–ხო ხო აბა...
და ძილი გავაგრძელე..
–ჰმ ეგრეც ვიცოდი...შეგამოწმე...:D
–ოხ..არ აცლი ადამიანს დასვენებას რა...
–ადე ადე...გიყურებ როგორ ადგები...
–უიმე...
საწოლიდან ავდექი..ნუ სხვა გზა მქონდა??..არა...:D
ჩავიცვი
მე და კოდიმ ვისუზმეთ...მალევე წავედით...მანქანაში ჩავჯექით..მე კი პარიზის ქუჩებს ვუყურებდი და ვემშვიდობებოდი...იმედს ვიტოვებდი რომ აქ როდესმე კიდევ ჩამოვიდოდი მასთნ ერთად...
(გთხოოვთ ჩართეთ და ისე გააგრძელეთ კითხვა)
აეროპორტში მალე მივედით...რეგიტრაცია გავიარეთ..მალევე დადგა დრო როცა ჩვენ თვითმფრინავში უნდა ავსულიყავით...კოდის ხელი ჩავკიდე და უნდა ავსულიყავით როდესაც გულმა რაღაც მიკარნახა თითქოსდა...ფეხები არ მემორჩილებოდნენ..უკან რჩებოდნენ...
–მაილზ რა გჭირს კარგად ხარ?
–კი კოდი...კოდი იცი რაღაც მინდა გთხოვო...გეხვეწები არ წავიდეთ..
–რატომ პრინცესა?
–კოდი გული ცუდს მიგრძნობს..გთხოოვ..
–კარგი რა მაილზ დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება...
კოდიმ არ მომისმინა და თვითმფრინავში მაინც ამიყვანა..ძალიან ვნერვიულობდი..ასე ცუდად არასდროს არ გავმხდარვარ....მე და კოდი ჩვენს ადგილას დავჯექით...მე მას ხელი მაგრად ჩავკიდე..
–მაილზ კიდევ ღელავ?
საწყალი თვალებით გავხედე..
–ნუ დარდობ აი ნახავ საქართველოში მშვიდობით ჩავალთ...
კოდის დავუჯერე და არა გულს...გავმხიარულდი...კოდის მივეხუტე და დაძინება ვცადე....თვითმფრინავი უკვე აფრინდა...რამოდენიმე საათის შემდეგ სტიუარდესამ ნერვიული ხმით ყველა გააფრთხილა ღვედები მაგრად შეეკრათ და ადგილიდან არ დამძვრალიყვნენ..ამაზე ნერვიულობა თავიდან დავიწყე...
–არა ყველაფერი კარგად იქნება..კარგად იქნება...და გავიცინე..ნუ ჩემს თავს ვამხნევებდი...არ მინდოდა კოდის კიდევ შეემჩნია რომ ვნერვიულობდი...
სტიუარდესა ისევ მოვიდა..მაგრამ ეხლა სახე გაფითრებული ჰქონდა..უკვე მივხვდი რაც ხდებოდა..მაგრამ ვერავის ვუთხარი ვერც კოდის...შემეშინდა იქნებ დებილობაა და ვცდები..არა არა....თვითმფრინავი არ ჩავარდება..არა არა არ არსებობს....უცებ რაღაცამ იფეთქა..თვითმფრინავში დიდი აჟიოტაჟი ატყდა..ყველა ტიროდა კიოდა წიოდა...ღმერთს ევედრებოდნენ შველას...ლოცულობდნენ... მე კი კოდის მივეკარი და ჩავჩურჩულე..
–რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ მიყვარხარ
–დაწყნარდი მაილზ...ყველაფერი კარგად იქნება...(მაკოცა)...სახეზე ღიმილი გადაეფარა მაგრამ ხო ვიცოდი რომ ისიც ჩემსავით ნერვიულობდა....
მეორეჯერ იფეთქა...ვსიო ვიცოდი უკვე რაც მოხდებოდა...ტირილი დავიწყე და კოდის მივეკარი..
–კოდი მეშინია...არ მინდა სიკვდილი..
–მაილზ ჩვენ არ მოვკვდებით...მაილზ დაწყნარდი...
თვითმფრინავი ქვემოთ უფრო და უფრო ქვემოთ იწეოდა...ეხლა კი როგორც რაკეტა ისე დაეშვა მიწისკენ...კოდისთვის მხოლოდ ერთის თქმა მოვასწარი..
–მიყვარხარ..და გავითიშე იმის მერე აღარაფერი მახსოვს...
........................................................................................................................................................................................................
როცა თვალები გავახილე საავადმყოფოში ვიყავი...და ყურში რაღაც გამაყრუებელი წრიპინის ხმა ჩამესმოდა...თითოეული ნეკნი მტკიოდა...ვერაფერს ვერ ვამოძრავებდი..თვალის გახელაც კი მიჭირდა...ბოლოს თავს ძალა დავატანე..და ძვლივსძლიობით თვალები გავახილე...იქ კი ჩემი ოჯახი დავინახე...ბავშვები ...ჩემი მშობლები...რომლებიც თავს დამტრიალებდნენ....როგორც კი დაინახეს რომ გონს მოვედი მომვარდნენ..
–მაილზ...მაილზ თვალები გაახილე??..როგორ ხარ?...როგორ ხარ ჩემი ლამაზი..(ემილი)
–შვილო ხომ კარგად ხარ...რამდენი გვანერვიულე....(დედა)
–სა...ა...დ........ვ....ა.რ...
ძვლივს ამოვიფხუკუნე....
–საავადმყოფოში შვილო...თქვენი თვითმფრინავი მიწაზე თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა...სასწაულია რომ გადარჩი...შვილო ჩემო სიცოცხლევ..(მამა)
ირგვლივ მიმოვიხედე...მაგრამ ის ვერსად დავინახე....
–ს...ა...დ.....ა.რ....ი.ს.
ყველა ერთად დადუმდა...
მე ძალა მოვიკირიბე და ცოტა წამოვიწიე...წამოვჯექისავით...არადა ყველაფერი მტკიოდა..
–სა..დ...არ...ის
–შვილო დაწყნარდი გთხოოვ..
თვალზე ცრემლი მომადგა....და ეხლა უკვე თამამად ვთქვი...
–სად არის...კოდი სად არის...რას მიმალავთ...თქვიით...უკვე ცრემლები თვალებში აღარ ჩერდებოდნენ...ტირილი დავიწყე..ვერ ვჩერდებოდი..
–სად არიიიიიიის..........მთელ ხმაზე ვიკივლე..
–მაილზ გთხოოვ...დაწყნარდი...ის..ის ...
–რა მოხდა..ამიხსენით რა მოხდა..
–მაილზ თვითმფრინავი ძლიერად დავარდა....შენც სასწაულად გადარჩი...თვითმფრინავთა მგზავრებიდან მხოლოდ შენ ხარ ცოცხალი...მაილზ გთხოოვ დაწყნარდი...
–არააააააააააააააა..................არა ...არა კოდი ცოცხალი იქნება..ის მე არ მიმატოვებდა..ის ხომ შემპირდა...მითხარით რომ ტყუით..მეთამაშებით არა...კოდი გარეთაა და მეხუმრება...შემოდიი...შემოდიიიიიი................ვერავინ მაკავებდა....ვტიროდი ...ვტიროდი ბოლო ცრემლამდე....ღმერთო რატოომ...რატომ წამართვი ის ვინც ასე მიყვარდა..რატოოომ
–მაილზ შვილო დაწყნარდი გთხოოვ..
–დავწყნარდე??..რა დამაწყნარებს..მე ის დავკარგე გესმიის....მან მიმატოვა...
მაილზ შენ მისთვის...პატარასთვის უნდა იცოცხლო...
–რაა????????.......ამ ტკივლის რაღაც გრძნობა დაემატა...–რა პატარასთვის...ეხლა რაღას იგონებთ...;(
–მაილზ შენ ორსულად ხარ...სასწაულია როგორ გადაურჩით შენც და პატარაც იმ საშინელ ავარიას...შვილო გთხოოვ შენ მისთვის უნდა გააგრძელო სიცოცხლე...
–არა დედა...გამიგე მე ის დავკარგე...
თავს საშინლად ვგრძნობდი..მე ის დავკარგე გესმით...ჩემი ნაწილი დავკარგე...ღმერთმა წამართვა....დღები გადიოდა მე კი ცრემლს ვერ ვიკავებდი..ამ დარდს ვერ ვერეოდი...საავადმყოფოდან გამწერეს...ყველა ჩემთან იყო იმ ერთის გარდა....მაგრამ არა მე მას ყოველდღე ვნახულობდი...მის საფლავზე ვათენებდი და ვაღამებდი....აი 9 თვეც გავიდა და ჩემი პატარა დაიბადა....ბიჭი იყო..კოდი დავარქვი...საოცრად გავდა მამას....
მხოლოდ მისი ღიმილით ვცოცხლობდი...და ვაგრძელებდი ცხოვრებას...მაგრამ იცით რაა...ის მე არ დამიკარგავს..ის სულ ჩვენთანაა...ჩემი და კოდის გვერდზეა....ჩემს გულშია...როგორც ეს პატარა წერტილი ამ გულში..
ჩვენ ისევ განუყოფლები ვართ როგორ ეს გული
და ჩვენ ისევ ერთად ვართ პატარას წყალობით...
ბავშვებო ვიცი ეხლა ალბათ ფიქრობთ როგორ მომკლათ...:D..მაგრამ მე ასეთი დასასრული დიდი ხნის წინ მქონდა მოფიქრებული...იმედია ცოტათი მაინც მოგწონდათ ჩემი მოთხრობა..და მადლობა ბავშვებო თქვენ..ვინც კითხულობდით და მიწერდით კომენტარებს..ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარული იყო ეს ჩემთვის...მიყვარხართ უაზროდ.....:*:*:*
|