მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » The Beatles-ის შესახებ ახალ ფილმს იღებენ
7:00 PM
The Beatles-ის შესახებ ახალ ფილმს იღებენ
კომპანია Apple Corps "ბითლზების" შესახებ დოკუმენტურ ფილმს The Beatles Live!-ს იღებს. ამის შესახებ პროექტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. 


"ბითლზების" იშვიათი საკონცერტო ჩანაწერები ერთ ფირად უნდა გამოვიდეს. დოკუმენტურ ფილმში შევა ფრაგმენტები დღემდე უცნობი ინტევრიუებიდან, ფოტოები და სხვა მასალები, რომელბიც ცნობილ კვარტეტთან რაიმე კავშირშია. ფილმის მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ მის შექმნაში The Beatles-ის თაყვანისმცემლები მიიღებენ მონაწილეობას. 



ფილმში გამოყენებული იქნება ჯგუფის ფანების პირად კოლექციაში არსებული უცნობი სამოყვარულო ჩანაწერები, რომლებიც ჯგუფის კონცერტზეა გადაღებული. 

ფილმის შემქმნელებს განსაკუთრებით აინტერესებთ მასალები 1963 წლის ოქტომბრიდან 1966 წლის აგვისტომდე. 1966 წლის 28 აგვისტოს The Beatles-მა უკანასკნელი სრულფასოვანი კონცერტი ჩაატარა, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა. 

მასალების შეგროვება 15 ნოემბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. "ბითლზების" ფანებმა, რომლებსაც მათი ექსკლუზიური კადრების მსოფლიოსთვის გაზიარება სურთ, მასალები პროექტის საიტზე უნდა ატვირთონ.
-NiniKunna
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 639 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-11-17 Spam
3. Sali --   ( sal922[??????]

tamta tamta, madlob
Ani Samurkas, awi gavitvaliswineb