მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » The Album
0:36 AM
The Album
The Album
ჩემი საკონკურსო თემა Q♥nina კონკურსისთვის


როგორც მოგეხსენებათ მე მაილი საირუსის ფანი ვარ,ნინიმ თქვა რომ მაილიზე თემები აღარ მიიღებაო ამითომ გადავწყვიტე ქეითი პერიზე დამეწერა თემა რადგან ისიც მიყვარს,მისი ფანი არ ვარ მაგრამ მომწონს და მიყვარს..)))
იმედია მაილი მაპატიებს როდესმე :დ


Katy Perry

ბიოგრაფია

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.

2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay", რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომი გახლავთ One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში 2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში.

პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1 ადგილს. კეტი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა. კეიტმა გადაწყვიტა, რომ გამოსცეს მისი ბოლო ალბომის Teenage Dream-ის რე-რეალიზი,რომელსაც ერქმევა Teenage Dream: The Complete Confection. რე-რეალიზის პრემიერა მოხდება 2012წლის 26მარტს. პირველი სინგლი ალბომიდან არის Part of Me, რომლის რეალიზაციაც კეიტმა 12თებერვალს Grammy Award-ის 54-ე დაჯილდოებაზე მოაწყო, ხოლო 13თებერვალს სიმღერა გაყიდვაში ჩაეშვა და პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში. კეიტს სულ გაყიდული აქვს სიმღერების 37.6 მილიონზე მეტი ციფრული ასლი მხოლოდ ამერიკაში და 11მილიონზე მეტი ალბომის ასლი მსოფლიოს მასშტაბით.

კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr" და „Meow". მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.

დისკოგრაფია

Katy Hudson (2001)
One of the Boys (2008)
Teenage Dream (2010)

Facts

1. ქეთრინ ელიზაბეტ ჰადსონი,ჩვენთვის ცნობილია,როგორც ქეითი პერი დაიბადა 1984 წლის 25 ოქტომბერს.

2. მის ოჯახში ქეითი მეორე გოგონაა. ქეითის ყავს უფროსი და და უმცროსი ძმა.

3.ქეითის ყავს კატა, სახელად- Kitty Purry. 

4. ქეითისთვის ნომერი 9 ფავორიტი რიცხვია, რადგანაც მან- დაიწყო გალობა ეკლესიაში გუნდთან ერთად,დაიწყო მუსიკაზე სიარული და შეისწავლა იტალიური ოპერა, 9 წლის ასაკში.

5.ქეითიმ თქვა,რომ მისი ყოფილი მეუღლე რასელ ბრენდი გაიცნო,მაშინ როცა იგი ბოთლს ესროდა მას.

6.2004 წელს მან კონტრაქტი გააფორმა Columbia Records-თან,მაშინ ქეითმა თითქმის დაამთავრა მისი პირველი ალმბომის ჩაწერა,მაგრამ Columbia Records-მა მიატოვა ქეითი.

7.2007 წლის დასაწყისში ქეითმა კონტრაქტი გააფორმა Capitol Music-თან. მან იქ გამოუშვა მისი სტუდიური ალბომი სახელად- One of The Boys,რომელიც გამოვიდა 2008 წელს.

8.ქეითი დანიშნული იყო მომღერალ Travis McCoy-ზე,მაგრამ ისინი დაშორდნენ 2009 წელს.

9.ქეითის ბუნებრივი თმის ფერი არის ქერა.

10.ქეითის გამოშვებული აქვს თავისი სუნამო, სახელად-,,Purr".

11.2010 წელს ქეითი დაქორწინდა ბრიტანელ მსახიობ რასელ ბრენდზე, დღეს ისინი გაყრილნი არიან.

12.2011 წლის ივლისში,ქეითმა ანიმაციურ ფილმში-The Smurfs გაახმოვანა ერთ-ერთი პერსონაჟი

12.ქეითის დაწერილი აქვს სიმღერა,სელენა გომესისთვის და ტეილორ სვიფტისთვის.

13.ქეითმა მონაწილეობა მიიღო ფილმში Get Him to The Greek მის ყოფილ მეუღლესთან რასელ ბრენდთან ერთად,მაგრამ მისი სცენა ამოღებული იქნა ფილმიდან.

14.ქეითის სიმღერა California Girls, 6 კვირის განმავლობაში მოწინავე ადგილს იკავებდა ბილბორდის ჩარტებში.

15.ქეითი ბავშვობაში იყო კარგი მოცეკვავე,მას ძალიან ბერვი ჯილდო აქვს აღებული ამ სფეროში.

Photos & Gifs & Icons

 




































კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 691 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2012-12-10 Spam
ყოჩაღ
და
წარმატებები.