მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 13 » ♥Tests-ტესტები♥
10:35 PM
♥Tests-ტესტები♥

Tests-

გაიგე მეტი საკუთარ თავზე 

შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენა?
ადვილია თუ არა თქვენთან ცხოვრება?

სიქოლოგიური ტესტი


გაიგე მეტი საკუთარ თავზე

ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთი:

1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა. რომელს აირჩევდით ?

ა) კურდღელი ბ) ცხვარი გ) ირემი დ)ცხენი

2. თუ თქვენ ვალდებული ხართ იქცეთ ცხოველად, ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?

ა) ძაღლი ბ) კატა გ) ცხენი დ)გველი

3. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით ?

ა) ლომი ბ) გველი გ) ნიანგი დ)ზვიგენი

4. რომელიმე სახეობის ცხოველს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რომელს აირჩევდით?

ა) ცხვარი ბ) ცხენი გ) კურდღელი დ)ჩიტი

5. დაუსახლებელ კუნძულზე თქვენ მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოფნის უფლება გაქვთ. ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?

ა) ადამიანი ბ) ღორი გ) ძროხა დ)ჩიტი

6. ცხოველების მოთვინიერების უნარი რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით შინაურ ცხოველად ?

ა) დინოზავრი ბ) ვეფხვი გ) პოლარული დათვი დ) ლეოპარდი

7. რომ შეგეძლოთ 5 წუთი რომელიმე არსებად გადაქცევა, რომელ მათგანს აირჩევით

ა) ლომი ბ) კატა გ) ცხენი დ)მტრედი

ეხლა ვნახოთ პასუხები :

1. შენი არჩევანი გიჩვენებს ადამიანის იმ თვისებებს, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავს რეალურ ცხოვრებაში. კურდღელი – გარეგნულად ცივი, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი ცხვარი – მორჩილი და თბილი ირემი – ელეგანტური და კარგი მანერების ცხენი – თავაწყვეტილი და თავისუფალი

2. შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ შენს პარტნიორზე ძაღლი – ლოიალური და ერთგული კატა – მოდური და ელეგანტური ცხენი – ოპტიმისტი გველი – მოქნილი, ელასტიური

3. შენი არჩევანი გიჩვენებს მიზეზს რის გამოც შეიძლება გაწყვიტო ურთიერთობა შენს პარტნიორთან ლომი – შენი პარტნიორის ქედმაღლობა და მბრძანებლური თვისებები გველი – შენი პარტნიორის უხასიათობა ნიანგი – შენი პარტნიორის შეუბრალებლობა ზვიგენი – შენი პარტნიორის დაუნდობლობა

4. შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორი ურთიერთობა გინდა გქონდეს შენს ამჟამინდელ პარტნიორთან ცხვარი – ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდეთ ცხენი – ილაპარაკოთ ყველაფერზე გულახდილად. არანაირი საიდუმლოებები !!! კურდღელი – სიყვარული არასდროს განელდეს ჩიტი – ხანგრძლივი ურთიერთობა

5. შენი არჩევანი გიჩვენებს შეგიძლია თუ არა უღალატო შენს პარტნიორს ადამიანი – ალბათ არა ღორი – სურვილს წინააღმდეგობას ვერ უწევ და შესაძლებელია უღალატო ძროხა – მომთმენი ხარ და ძალიან შეეცდები რომ არ უღალატო ჩიტი – არ გიყვარს ვალდებულებები და შესაძლოა უღალატო

6. შენი არჩევანი გივენებს შენს შეხედულებებს ქორწინებაზე დინოზავრი – პესიმისტი ხარ და ფიქრობ რომ ბედნიერი ქორწინება არ არსებობს ვეფხვი – შენი აზრით, ქორწინება ძალიან ძვირფასი რამ არის და მას ნამდვილად უფრთხილდები პოლარული დათვი – ქორწინების გეშინია, ფიქრობ რომ იგი თავისუფლებას წაგართმევს ლეოპარდი – ყოველთვის გინდოდა დაქორწინებულიყავი, მაგრამ……. ფაქტიურად არც იცი ეს რა არის!

7. შენი არჩევანი გიჩვენებს შენს ამჟამინდელ შეხედულებას სიყვარულზე ლომი – შენ სიყვარული ყოველთვის გწყურია, მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებ. თუმცა ადვილად არ გიყვარდება კატა – ცოტათი ეგოისტი ხარ. ფიქრობ რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს მოიპოვო სიყვარული და მერე მოისროლო სანაგვეზე როცა მოგინდება ცხენი – მხოლოდ ფლირტი !!! მტრედი – შენი აზრით სიყვარული მხოლოდ ვალდებულებაა.

შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენა?

შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენა?
ადამიანების ორი კატეგორია არ
სებობს: ერთი ნაწილი სხვებთან ურთიერთობისას მუდმივად დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მეორე კი – თავს ზედმეტად არ იწუხებს და „ბუნებრიობას" ამჯობინებს. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?

ტესტის შეკითხვებს უპასუხეთ „კი" ან „არა".

კი-2 ქულა

არა-0

1. ადვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანებს მიბაძოთ?
2. ყურადღების მისაქცევაღ შეგიძლიათ თუ არა სისულელეები აკეთოთ?
3. როგორ ფიქრობთ, თქვენგან კარგი მსახიობი დადგებოდა?
4. შეგიძლიათ თუ არა ადამიანებს აფიქრებინოთ, რომ თქვენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში?
5. თავყრილობების დროს ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში?
6. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას განსხვავებულად იქცევით?
7. შეგიძლიათ თუ არა ბოლომდე დაიცვათ თქვენი შეხედულებები მაშინაც კი, თუ მათ სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ?
8. როდესაც ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, ისე იქცევით, როგორც მას ესიამოვნებოდა?
9. შეგიძლიათ გულთბილად მიიღოთ ადამიანები მაშინაც კი, თუ მათთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ?
10. ყოველთვის ბუნებრივად იქცევით?

დავითვალოთ შედეგები. ყოველ დადებით პასუხზე 2 ქულა იანგარიშეთ.

0–6 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბალი მაჩვენებელი გაქვთ. თქვენი ქცევა არასტაბილურია და არ თვლით საჭიროდ ცვალოთ იგი სიტუაციის მიხედვით. ასეთი მონაცემებით ძნელია კარიერულ წინსვლაზე იფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ხართ ურთიერთობებში, ზოგიერთი ადამიანისთვის მაინც მიუღებელი იქნებით თქვენი პირდაპირობის გამო.

7–12 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის საშუალო მაჩვენებელი გაქვთ. გულწრფელი ხართ, მაგრამ მუდმივად აკონტროლებთ ემოციებს. როდესაც რაიმე მიზანს ისახავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ამით თქვენი ცხოვრებაც გაიოლდება. მითუმეტეს თუ კარიერის გაკეთებას გეგმავთ, უნდა შეგეძლოთ საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარება.

13–20 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ. ადვილად ირგებთ ნებისმიერ როლს და, ასევე, ადვილად რეაგირებთ სიტუაციის ცვლილებაზე. ყოველთვის შეგიძლიათ გათვალოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე. იოლად პოულობთ საერთო ენას „საჭირო" ადამიანებთან, ამდენად, კარიერის გაკეთებაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს


ადვილია თუ არა თქვენთან ცხოვრება?

ყველა ჩვენთაგანს აქვს ხასიათის ისეთი თვისებები, რომელთან  შეგუებაც სხვა ადამიანებს უჭირთ. ამ ტესტის საშუალებით თქვენ გაიგებთ, რამდენად ადვილია თქვენთან ცხოვრება და თქვენ თვითონ როგორ აღიქვამთ სხვის ნაკლს.
შეკითხვებზე  უპასუხეთ „კი" ან „არა".

1. იცავთ თუ არა დღის განრიგს?
2. თქვენ თვითონ ალაგებთ ბინას სტუმრების წასვლის შემდეგ?
3.გაგებთ მოეკიდებით,  თუ თქვენი მეზობელი დიდი ზომის ძაღლს     მოიყვანს?
4. შეგიძლიათ თუ არა სადილის მომზადება ან საოჯახო ნივთების შეკეთება?
5. უწევთ თუ არა დაბალ ხმაზე მუსიკას  ღამის საათებში?
6. შეიძლება თუ არა თქვენზე ითქვას , რომ ზოგიერთი მეზობლის  უსიამოვნო ჩვევა ნერვებს არ გიშლით?
7. ადვილად ურთიერთობთ  ბავშვებთან  და მოხუცებთან?
8. შეგიძლიათ თ არა გაამხიარულოთ ადამიანები, თუ ისინი ცუდ ხასიათზე არიან?
9. თუ მწეველი ხართ, ცდილობთ თუ არა გარშემომყოფებს ზიანი არ მიაყენოთ?
ყოველ დადებით პასუხზე ერთი ქულა დაითვალეთ.
7 და მეტი ქულა – თქვენთან თანაცხოვრებას შეძლებს ყველაზე უხასიათო ადამიანიც კი. თქვენ არ გახასიათებთ პატარა ყოფითი პრობლემებისგან ტრაგედიის შექმნა. პირიქით, მსგავსი პრობლემებისგან ყოველთვის პოულობთ გამოსავალს.
5–6 ქულა –  ახლობლები თითქმის ყოველთვის კარგად გრძნობენ თქვენთან თავს. თუმცა, იმ ადამიანებთან, ვინც  გვერდით ცხოვრობს,  ხანდახან წარმოიშვება ხოლმე ყოფითი პრობლემები. თქვენ არ შეგიძლიათ ყოველთვის მშვიდად შეეგუოთ გარშემომყოფთა  ქცევებს.
0–4 ქულა – თქვენს მეზობლებს შეგვიძლია თანავუგრძნოთ! თქვენ არა მხოლოდ ვერ ეგუებით გარშემომყოფების ზოგიერთ თვისებებს, არამედ  არ გსურთ უარი თქვათ საკუთარ მავნე ჩვევებზე. ამიტომ თქვენთვის იდეალურია განმარტოვებით  ცხოვრება. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი კონფლიქტებს ვერ აცდებით, რადგან ,  გახსოვდეთ, ამქვეყნად მარტო არ ხართ.

ფსიქოლოგიური ტესტი

აიღეთ ფუქრცელი და კალამი და 2 სიტყვით დაახასიათეთ: (მაგ: ვეფხვი –ძლიერი, ჭრელი და ა.შ.)

1. კატა

2. ძაღლი

3. ცხენი

4. ცხვარი

5. ყავა

არ ჩაიხედოთ პასუხებში, სანამ არ აღწერთ ამ 5 რაღაცას.

პასუხები:

1. კატა ბრძანდებით თქვენთვითონ. თქვენი პასუხი თქვენივე თავისდახასიათებაა

2. ძაღლი არის თქვენი მეგობარი

3. ცხენი – თქვენი საზოგადოებასთან ურთიერთობაა

4. ცხვარი – როგორად გთვლიან გარშემომყოფები

5. ყავა – სექსი:D

კიდევ დავდო ტესტები?


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 860 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-11-05 Spam
Yochag Bavshveboo <3