ადამიანის ხასიათი მისი კალიგრაფიის მიხედვით "ტესტი”
გთავაზობთ ტესტს, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ. სუფთა, უხაზო ფურცელზე რამდენიმე წინადადება დაწერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამეთ თქვენი ხელწერა ტექსტში მოცემულ პუნქტებსა და ქულებს: 1. ასოების ზომა ა) ძალიან პატარა – 3 ქულა; ბ) პატარა – 7 ქულა; გ) საშუალო – 17 ქულა; დ) მსხვილი – 20 ქულა. 2. ასოების დახრილობა ა) მარცხნივ დახრილი – 2 ქულა; ბ) მარცხნივ მცირედ დახრილი – 5 ქულა; გ) მარჯვნივ დახრილი – 14 ქულა; დ) მარჯვნივ მკვეთრად დახრილი – 6 ქულა; ე) თანაბარი – 10 ქულა. 3. ასოების ფორმა ა) მრგვალი – 9 ქულა; ბ) კვადრატული – 10 ქულა; გ) წაწვეტებული – 19 ქულა. 4. ტექსტის მიმართულება ა) ზემოთ მიმართული სტრიქონები – 16 ქულა; ბ) ქვემოთ მიმართული სტრიქონები – 1 ქულა; გ) სწორხაზოვანი სტრიქონები – 12 ქულა. 5. ფურცელზე კალმის დაჭერის სიძლიერე ა) მცირე – 8 ქულა; ბ) საშუალო – 15 ქულა; გ) ძალიან ძლიერი – 21 ქულა. 6. ასოების წერის სტილი ა) სიტყვაში ასოების გადაბმა – 11 ქულა; ბ) სიტყვაში ასოების განცალკევება – 18 ქულა; გ) შერეული სტილი – 15 ქულა. 7. საერთო მახასიათებელი ა) მონდომებით, აკურატულად დაწერილი ტექსტი – 13 ქულა; ბ) ალაგ – გარკვევით, ალაგ – ბუნდოვნად დაწერილი ტექსტი – 9 ქულა; გ) დაუდევრად, გაურკვევლად დაწერილი ტექსტი – 4 ქულა. შეაჯამეთ ქულები და იხილეთ პასუხები, მაგრამ გაფრთხილებთ: თუკი პასუხი არ მოგეწონათ, გუნება არ გაიფუჭოთ, რადგან გახსოვდეთ: ტესტი ხომ მაინც თამაშია და გასართობად შემოგთავაზეთ! 38-51 ქულა – ასეთი კალიგრაფია სუსტი ჯანმრთელობის, ადამიანებს ახასიათებს; 52-63 ქულა – ასე მხდალი, პესიმისტი და ფლეგმატური ადამიანები წერენ. 64-75 ქულა – ისინი მერყევი, ლმობიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, ოდნავ გულუბრყვილო ადამიანები ჩანან, თუმცა ღირსება აქვთ; 76-87 ქულა – გულწრფელები არიან. მგრძნობიარე ბუნების წყალობით იოლად ექცევიან შთაბეჭდილებების ტყვეობაში. არიან კარგი მეოჯახეები. 88-98 ქულა – გამოირჩევიან პატიოსნებითა და წესრიგით, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფით. მამაცები, ინიციატივიანები და საზრიანები არიან. 99-109 ქულა – ინდივიდუალისტები, ფიცხები, გონიერები, ნიჭიერები და სხარტად მოაზროვნენი არიან, გამოირჩევიან დამოუკიდებელი აზროვნებითა და გადაწყვეტილებებით. ადვილად სწყინთ. 110-ზე მეტი ქულა – ასე წერენ უპასუხისმგებლო, უდისციპლინო, უხეში და ამპარტავანი ადამიანები.
|