მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » TesT
10:09 PM
TesT
ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი ნაწილი სხვებთან ურთიერთობისას მუდმივად დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მეორე კი – ტავს ზედმეტად არ იწუხებს და „ბუნებრიობას" ამჯობინებს. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? 
ტესტის შეკითხვებს უპასუხეთ „კი" ან „არა". 
დაითვალეთ შედეგები. ყოველ დადებით პასუხზე 2 ქულა იანგარიშეთ. 
კითხვები: 
1. ადვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანებს მიბაძოთ? 
2. ყურადღების მისაქცევაღ შეგიძლიათ თუ არა სისულელეები აკეთოთ? 
3. როგორ ფიქრობთ, თქვენგან კარგი მსახიობი დადგებოდა? 
4. შეგიძლიათ თუ არა ადამიანებს აფიქრებინოთ, რომ თქვენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში? 
5. თავყრილობების დროს ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში? 
6. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას განსხვავებულად იქცევით? 
7. შეგიძლიათ თუ არა ბოლომდე დაიცვათ თქვენი შეხედულებები მაშინაც კი, თუ მათ სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ? 
8. როდესაც ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, ისე იქცევით, როგორც მას ესიამოვნებოდა? 
9. შეგიძლიათ გულთბილად მიიღოთ ადამიანები მაშინაც კი, თუ მათთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ? 
10. ყოველთვის ბუნებრივად იქცევით? 
პასუხები: 
0–6 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბალი მაჩვენებელი გაქვთ. თქვენი ქცევა არასტაბილურია და არ თვლით საჭიროდ ცვალოთ იგი სიტუაციის მიხედვით. ასეთი მონაცემებით ძნელია კარიერულ წინსვლაზე იფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ხართ ურთიერთობებში, ზოგიერთი ადამიანისთვის მაინც მიუღებელი იქნებით თქვენი პირდაპირობის გამო. 
7–12 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის საშუალო მაჩვენებელი გაქვთ. გულწრფელი ხართ, მაგრამ მუდმივად აკონტროლებთ ემოციებს. როდესაც რაიმე მიზანს ისახავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ამით თქვენი ცხოვრებაც გაიოლდება. მითუმეტეს თუ კარიერის გაკეთებას გეგმავთ, უნდა შეგეძლოთ საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარება. 
13–20 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ. ადვილად ირგებთ ნებისმიერ როლს და, ასევე, ადვილად რეაგირებთ სიტუაციის ცვლილებაზე. ყოველთვის შეგიძლიათ გათვალოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე. იოლად პოულობთ საერთო ენას „საჭირო" ადამიანებთან, ამდენად, კარიერის გაკეთებაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. 
კატეგორია: ♥ ტესტი | ნანახია: 679 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-01-02 Spam
me 7-12