მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 26 » Teo Kumsiashvili - Forever In My Heart !
9:13 PM
Teo Kumsiashvili - Forever In My Heart !

 Teona Kumsiashvili 
,,თქვენ ეს სიახლე აგატირებთ"


თეონა იყო,არის და იქნება უკვდავი ადამიანი....თეო შეეწირა უბედურებას,2010 წელს ის თავის ოჯახთან ერთად ავარიაში მოჰყვა,დაიღუპა თეო,მისი და და სამი შვილი.ხოლო მეუღლე გელა დაიაური კი გადარჩა.


"ეს არქაული ტემბრი არის ღმერთის წყალობა და რა 

ბედნიერია ერი, ვისაც დღეს კიდევ მიეცა ეს ხმა 

სამყაროდან. ასეთ ხმას არ შეიძლება გამოსცემდეს 

მიწიერი არსება. სასწრაფოდ მაჩვენეთ ეს გოგონა!"


ჰანს ფიუეგი,

ბაზელის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის დირექტორი


თეოს ლექსები:

***
მე რა მინდა?
ცრემლის ერთი უეცარი შეხება.
ფიქრი ციდა !...
გულს რომ მსუსხავს დარდად შემოეყრება
მე რა მინდა?
ზღვა და ქოხი ცისფრად შემორკალული,
ისევ მშვიდად,ისევ მშვიდად
ვიყოთ მე და წარსული.
მე რა მინდა?
არაფერი უკვე დავაგვიანე,
რაც წავიდა, გაჰყვა ჩრდილად
ხსოვნის მერიდიანებს
მე რა მინდა?
ხეტიალი სევდის სანაპიროზე,
ფიქრი ციდა!..
როდის იყო ბევრი რამე მინდოდა...


***

შევუერთდები საღამოს წვიმას მე შენზე ფიქრად...
და მე მტირალი ვივლი ქუჩებში წვიმასთან ერთად,
დავიფლეთები ნაპირ-ნაპირ მე შენზე ფიქრად...
მზე ცალკე დამწვავს, მიწა შემიპყრობს მხოლოდ შენს ფიქრად,
წვიმა გაქრება, სადღაც ღრუბლებში კვლავ გაფრინდება,
შენზე ფიქრები, მოლანდებები დარჩება ჩემთან...
და ამ ფიქრებში ბინდი ილევა და გათენდება,
მე ისევ ვივლი შენზე ფიქრით დილასთან ერთად...

დედას
***
შენი დაღლილი თვალების სევდა...
ტკივილიანი ცრემლების ნამი...
დავტოვე ყველგან, მთებში თუ გზებთან,
ახლა შეხვედრის მომწყურდა წამი...

ვინც იცის იქნებ, დაქანცულ მაგ გულს,
ჩემი სიშორით დავეცი ელდა...
როგორ ძნელია, ფიქრი ამაზე,
რომ გაიზარდნენ შვილები, დედა...

ჭრილობა შენი არ მოშუშდება,
ან ვინ დაედო, დედას მალამოდ,
გავა დრო, ვიცი, და შემშურდება
სხვისი შვილები, შენს საამაყოდ...

მეც შენი შვილი, შენი გაზრდილი
მემგონი დედა და უკვე ქალი...



თეონა იყო სიმღერის მოყვარული,ახლა კი თქვენ გაგაცნობთ რამდენიმე მის სიმღერას ♥ ;( , პირადად თეოს ვიცნობდი და ვიცი თუ როგორი ადამიანი იყო,მისი სიმღერა შაშვის გალობას უდრიდა.









კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1139 | დაამატა: მეი | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2012-09-27 Spam
au ra codoa gmertma natelshi amyofos