მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » Teenager
9:47 PM
Teenager


დრამა და უთანხმოებები. სიცილი და ცრემლები. განშორებები და შერიგებები. როცა ერთი სული გაქვს, როდის გაიზრდები...და მერე გაზრდილს მხოლოდ ის გინდა, შენი ბავშვური უმანკოება დაიბრუნო. როცა ვიღაცა გულს გკტენს. როცა ისე უგონოდ თვრები, რომ შენი საუკეთესო მეგობრები ძლივს გამაგრებენ, რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო. როც მეორე დილით ცდილობ აღიდგინო წინა ღამის ისტორიები. ესაა შური, ეჭვი, ჭორები...როცა გაღიზიანებენ ფსევდო-ნაშოჩკა და ფსევდ-ეკლესიური გოგოები. ესაა სისულელეების ჩადენა ერთის გამო..სანამ არ გაჩერდები და მიიხვდები, რომ უკვე გკიდია. ესაა იმედგაცრუებები და ტყუილები. ეს ის ღამეებია, როცა გინდა, რომ მარტო იყო, მაგრამ არ გინდა, მარტოდ იგრძნო თავი. ეს ის იმპულსებია სადღაც მუცელთან, რომელიც ტირილის წინ გეწვევა. ეს ყალბი ღიმილია, რომელსაც ძალდატანებით იხატავ სახეზე დიდი ხნის მანძილზე. იმდენად დიდი ხნის, რომ ხალხს უკვე სჯერა, რომ მართლა ბედნიერი ხარ. ეს არის ღალატი და გაცემა. ეს არის ტყუილების მოსმენა..ისევ და ისევ...და მერე იმის გააალიზება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდო, იმიტომ რომ ერთხელ ყველა მოგატყუებს. ან თავის სასარგებლოდ ან შენ სასარგებლოდ... მაგრამ მაინც მოგატყუებს. ეს არის ცრემლები შენს ლოყებზე, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა გინდა რომ მოგწმინდოს...აი, იმ ერთმა, რომელიც შენი ცრემლის მიზეზია. ეს არის იმის მიხვედრა, რომ იზრდები, რომ ახალ ხალხს იცნობ. ეს არის ახალი ნაბიჯების გადადგმა ცხოვრებაში, ძალიან, ძალიან ხშირად. ესაა, როცა სიბრაზისგან საშინელ რამეებს უსურვებ ადამიანს, როცა იმედი გაქვს ბედნიერი მომავლის, როცა სურვილს იფიქრებ 11:11-ზე. ეს ახალი რამეების შეცნობა და აღმოჩენაა. ესაა გულისტკენა და მწარე ცრემლები. ესაა წარსულის შეცდომებზე სწავლა და სიცილი იმაზე, რაც ადრე გატირებდა. ეს არის ჩამოყალიბება უფრო ძლიერ, დამოუკიდებელ პიროვნებად. ეს იმის დანახვაა, რომ შეგიძლია და იქნები კიდეც ბედნიერი შენით, სხვისი დახმარების გარეშე. რა არის თინეიჯერობა? ეს იმის გააანალიზებაა, რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ბევრი რამ ფეხებზე უნდა გეკიდოს და უნდა ერთობოდე, შენს ფერხთით დიდი მომავალია. ასე რომ, შეიძლება მწარეა, მაგრამ ეს ცხოვრებაა. რომელშიც ყველაფერი ისე რომ მიდიოდეს, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ ვერასოდეს დავაფასებით იმას, რაც გვაქვს. ნუ მოუსმენ ყველაფერს, რასაც გეტყვიან..ნუ დაგაფრთხობს შანსების გამოყენება და რისკზე წასვლა..ნუ გაუშვებ ხელიდან შესაძლებლობებს. გაიღიმე, გულით გაიღიმე, იმიტომ რომ 30 წლის შემდეგ იცი, რა მოხდება? 30 წლის შემდეგ გადმოხედავ იმ წლებს, როცა გინდოდა, დიდი ყოფილიყავი და ყველაზე ძალიან ის მოგინდება, რომ ისევ 17 წლის თავქარიანი თინეიჯერი იყო.



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 714 | დაამატა: -Maryam♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
2012-12-27 Spam
vaime ra dzalian didi azri devs am patara ,,chanaxativit'' biggrin shi... momecona))))))))))))))))))))) kochag!kochag!!!!! <3<3 aseti siaxleebi dzaaaaaan mikvars)))))