თბილი სხეულები Summit Entertainment-ის კიდევ ერთი წარმატებული თინეიჯერული რომანსია, რომელსაც ისააკ მერიონის ბესთსელერის მიხედვით იღებენ. სურათის მიმართ მოლოდინი იმხელა იყო, რომ მის პრემიერაზე ბილეთები 1 თვით ადრე მთლიანად გაიყიდა და პირველივე უიქენდზე ფილმმა $20 მილიონის მოგროვება შეძლო, რაც ძალიან კარგი შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ფილმმა კრიტიკოსებშიც და საზოგადოებაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა, rottentomatoes-ზე მან 76%-იანი, ხოლო IMDB-ზე 7.4 ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც სავარაუდოდ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იქნება.
სინოფსი: "ზომბებს უყვართ ხალხი, განსაკუთრებით მათი ტვინები. მაგრამ რ (ნიკოლას ჰულტი) განსხავებულია იმ ასობით მოხრიტინე და დორბლიანი ზომბისგან, რომლებიც მუდამ მსხვერპლს ეძებენ. თუმცა ამ უბედურებას გადარჩენილი ხალხი, შეიყვანეს კარგად დაცულ ქალაქში, სადაც ზომბები ვერ შედიან. ერთხელაც ფილმის მთავარი გმირი რ და მისი საუკეთესო მეგობარი მ გაემართნენ ქალაქში საჭმლის საშოვნელად. პირველად სწორედ მაშინ დაინახა რ_მ ჯული (ტერეზა პალმერი) – ულამაზესი ადამიანი. რ_მ გადაწყვიტა, რომ დაიცვას ის სხვა ზომბებისგან და მას თავის სახლში დამალავს, თავიდან ჯულის ეშინია მისი, თუმცა როცა დაინახავს, რომ რ იქცევა ადამიანივით, არ ჭამს ადამიანის ხორცს და ლაპარაკიც კი შეუძლია ჯული მიხვდება, რომ რ განსაკუთრებულია. გოგონა ხვდება, რომ რ_ს სახლში დიდ ხანს ვეღარ დაიმალება და დაბრუნდება დაცულ ქალაქში, რ_ს კი დატოვებს დამწუხრებულს. ამის შემდეგ რ გადაწყვეტს, რომ იმ ქალაქში შეაღწიოს. გაიმართება წელში, დაივარცხნის თმას, ჩაიცმევს კარგ ტანსაცმელს და გაემართება ქალაქისკენ, შიგნით შეაღწევს კიდეც და ყველაფერი თითქოს იდეალურად მიდის მანამ სანამ ჯულის მამა მის მოკვლას არ გადაწყვეტს.”
გვერდითი მოვლენები – 8 თებერვალი
ოუშენის ტრილოგიის შემქმნელი სტივენ სოდერბერგი სარეჟისორო სკამს კვლავ დაუბრუნდა ახალი სურათით – გვერდითი მოვლენები. ისევე როგორც ყველა მისი ფილმი, ესაც დატვურთულია უმაღლესი დონის ვარსკვლავებით. ფილმში მონაწილეობენ: ჩანინგ ტატუმი (Channing Tatum), რუნი მარა (Rooney Mara), ჯუდ ლოუ (Jude Law), კეტრინ ზეტა ჯონსი (Catherine Zeta-Jones) და სხვები.
სინოფსი: "მთავარი გმირის ცხოვრება აირევა მას შემგეც, რაც მის ქმარს ჩასვამენ ციხეში. თავიდან ის ცდილობდა დეპრესიას გამკლავებოდა თვითონ, ძირითადად დამამშვიდებლებით. ხოლო როდესაც მიხვდება, რომ ეს არ შველის. მან გადაწყვიტა წასულიყო ფსიქიატრიულში. ახლა ის თავის შინაგან დემონებს მარტო აღარ ებრძვის. მას ეხმარებიან საუკეთესო ექიმები და ექსპერიმენტალური წამლები…”
სიყვარულის თავშესაფარი – 14 თებერვალი
ეს თვე რომანტიკული ფილმის გარეშე რათქმაუნდა არ ჩაივლის, 14 თებერვალს ხომ სიყვარულის დღეა… საბედნიეროდ სიყვარულის თავშესაფარი ის გამონაკლისია, როცა ჰოლივუდს საქართველოც უწყობს ფეხს და ქართველი მაყურებლებიც სურათის ხილვას 14 თებერვლიდანვე შეძლებს.
სინოფსი: ფილმი არის ერთ იდუმალებით მოცულ გოგოზე სახელად ქეითზე, რომელიც ჩადის ქალაქ საუთპორტი, კაროლინაში.
კერკეტი კაკალი 5 – 14 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ კერკეტი კაკალი უკვე საგად იქცა მის მიმართ ინტერესი მაინც არ იკლებს. ფილმის მეოთხე ნაწილმა მსოფლიო კინოგაქირავებიდან $300 მილიონზე მეტი მიიღო და მეხუთე ნაწილსაც იგივეს უწინასწარმეტყველებენ.