მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 17 » თავის მოვლა
10:59 PM
თავის მოვლა
ბალახის ნიღაბი
• 2 ს.კ. აფთიაქის გვირილა, 
• 1 ჩ.კ.ლიმონის წვენი, 
• 1 ჩ.კ. ჭვავის ფქვილი.
გვირილის ყვავილებს იმ რაოდენობის მდუღარე წყალი დავასხათ, რომ ფაფასებური მასა მივიღოთ. დავამატოთ ჭვავის ფქვილი და ლიმონის წვენი, ყველაფერს კარგად მოვურიოთ და ცხელი სახით დავიდოთ სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

პომიდვრის ნიღაბი
• 1 წითელი, მწიფე პომიდორი, 
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი, 
• 1 კვერცხის გული.
პომიდვრის წვენს შევურიოთ შვრიის ფქვილი, დავამატოთ კვერცხის გული, მოვურიოთ და ერთგვაროვანი მასა დავიდოთ სახეზე. ნიღაბი გაშრობამდე გავიჩეროთ ( 25 -30 წთ.), შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

რძის ნიღაბი (1)
• 50 მლ. ადუღებული რძე, 
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი, 
• 2 ჩ. კ. გვირილის ძლიერი ნაყენი.
მდუღარე რძეში ჩავყაროთ შვრიის ფქვილი, სქელ კონსისტენციამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავაზავოთ გვირილის ნაყენით. ცხლად დაბიდოთ სახეზე, ფრთხილად, რომ არ დავიწვათ (20 -25 წთ.). ჩამოვიბანოთ თბილი, მერე კი გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

რძის ნიღაბი (2)
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი, 
• 50 მლ. ცხელი რძე, 
• 1 ჩ.კ. საკვები სოდა.
სოდა გავხსნათ ცხელ რძეში, ამ რძეში დავმდუღროთ ფქვილი. თბილი ფაფა დავიდოთ კანზე 25 -30 წუთით. შემდეგ, დოლბანდი სახეზე წრიულად ამოძრავეთ, ეს გაასუფთავებს კანს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

იმედია ამ რჩევებს გაითვალისწინებთ ვისაც სახეზე შავი წერტილები აქვს ) 


კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 759 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-08-29 Spam
auu me maqvs shai wertilebi cxvirze da nervebs mishliiis:)) uda gamoviyeno es nigabebii:DDD