![](http://a.pix.ge/c/yhvcp.jpg)
მასალა:
შაქარი -50 გ
თაფლი-60 გ
ილი (Кардамон) ¼ ჩ/კ
მიხაკი(Гвоздика)-2 ც.
კარაქი-50 გ
კვერცხი-3 ც.
სოდა-¼ გ
მარილი-¼ ჩ /კ
დარიჩინი (карица) 1 ჩ/კ.
ფქვილი-250 გ
შოკოლადი-100 გ
კონიაკი-5 მლ
![](http://2.bp.blogspot.com/-9r3eCKBLTqg/UPfOF12WsUI/AAAAAAAAAkk/gHAC1F4mJho/s640/2.png)
1. მოვხარშოთ სიროფი. შაქარში დავამატოთ 3 ს/კ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ოდნავ გავაციოთ და დავამატოთ თაფლი და ავურიოთ. დავამატოთ გემოვნებით მიხაკი, ილი. დავაცადოთ სანამ გაცივდება მერე ილსა და მიხაკს ამოვიღებთ
![](http://2.bp.blogspot.com/-44-TKfALklo/UPfRGP4JhdI/AAAAAAAAAk4/ddyns7A805s/s640/3.png)
2. კვერცხები გავყოთ ცილებზე და გულებზე. კარაქი გავადნოთ და ავურიოთ სიროფთან და გულებთან ერთად.
![](http://3.bp.blogspot.com/-czhamMeV9Pk/UPfRwXq8uwI/AAAAAAAAAlA/u4jRO-ZlDSM/s640/4.png)
3. ყველაფერი კარგად ავურიოთ.
4. ფქვილში დავამატოთ დარიჩინი , მარილი და სოდა (ან გამაფხვიერებელი).
5. ფქვილი დავამატოთ კვერცხის მასას და მოვზილოთ მაგარი ცომი.
6. ცომი შევკრათ ერთ გუნდათ და დავაფაროთ პოლიეთილენის პარკი, დავასვენოთ ცომი 1 საათით.
7. გავაპრტყელოთ ცომი, გავაკეთოთ "ძეხვი" გავყოთ თანაბარ ნაჭრებათ. მოჭრილ პატარა ცომებისგან კიდევ ვაკეთებთ უფრო პატარა "ძეხვებს", შემდეგ გავყოთ და მივცეთ "მთვარის" ფორმა. დავალაგოთ ჩვენი პეჩენია ცხიმით წასმულ ყალიბზე.
ვაცხოთ 170 °С გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთი, გამოვიღოთ, გავაციოთ.
8. გავადნოთ შოკოლადი ოთქლის აბანოზე, დავამატოთ კონიაკი, ავურიოთ, ოდნავ გავაციოთ. თუ გამოიყენებთ თეთრ შოკოლადს კონიაკის დამატებას არ გირჩევთ.
9. ამოვყოთ ყველა პეჩენიის ბოლოები შოკოლადში. გავაციოთ.
გემრიელად მიირთვით!!!