მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 15 » ტუჩსაცხის ისტორია
4:14 PM
ტუჩსაცხის ისტორია
 c Lipstick  c
ტუჩსაცხის წარმოშობის
 ისტორია და ფაქტები
 



ტუჩსაცხი, ყველა მანდილოსნის საყვარელი ატრიბუტია და ყოველთვის მოეძებნება ადგილი ჩანთაში, მაგრამ ბევრმა თუ იცის მისი წარმოშობის ისტორია. 
 ტუჩსაცხის წარმოშობის ისტორია, ჯერ კიდევ უძველეს ერებს უკავშირდება.დაახლოებით 5000 წლის წინ ტუჩსაცხი წარმოიშვა მესოპოტამიაში.ტუჩსაცხს იყენებდნენ ასევე ინდუსები და ეგვიპტელები.ეგვიპტელები ტუჩსაცხს ამზადებდნენ ქიმიური ნივთიერებებისგან,როგორებიც ბრომი და იოდი.მათი თვისებების შესახებ ხალხმა არაფერი იცოდა,ამიტომ ისინი მალევე იღუპებოდნენ.სწორედ ამიტომ უწოდეს ამ ტუჩსაცხს "მკვლელი კოცნა"
მოგვიანებით ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ მოიფიქრა ახალი მეთოდი ტუჩების გასაწითლებლად.ის იყენებდა დანაყილი ხოჭოების და წყალმცენარეების ნარევს,რომელსაც წითელი ფერი ჰქონდათ.ეს მეთოდი კი მის გარდა არავინ იცოდა. ეგვიპტეში, როგორც ქალები,ასევე კაცებიც კი ისვამდნენ ტუჩსაცხს,რომელიც მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ,რომ სმოდათ და ასე გამოხატავდნენ სოციალურ სტატუსს უძველეს საბერძნეთში კი ტუჩსაცხის წასმა არ იყო პოპულარული,ამიტომ ის მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ესვათ
15 საუკუნეში ტუჩსაცხი ფართოდ გავრცელდა ევროპაში,ქალებმა კი დაიწყეს მისი გამოყენება,მაგრამ საზოგადოებაში არაერთი გამოხმაურება პოვა მან და მალე შეიქმნა ტუჩსაცხის წინააღმდეგ ჯგუფი.მათ იმდენი მიაღწიეს,რომ სახელმწიფომ კანონით აკრძალა ტუჩსაცხის გამოყენება.იმ ქალს,ვისაც ის ესვა,ეშმაკეულად რაცხავდნენ და კოცონზე წვავდნენ. მოგვიანებით 16 საუკუნეში კანონი შემსუბუქდა და სახელმწიფო ნებას რთავდა ტუჩსაცხი ეხმარათ მხოლოდ მსახიობებს სპექტაკლების წინ,ოღონდ ეს არავის უნდა შეემჩნია
მეთექვსმეტე საუკუნეში დედოფალმა ელიზაბეტმა გააუქმა კანონი,რომელიც ითვალისწინებდა ტუჩსაცხის წასმის აკრძალვას და ქალებს დართო ნება წაესვათ ის.თვითონაც აქტიურად მოიხმარდა ტუჩსაცხს. ამ პერიოდში ხალხს სჯეროდა რომ ტუჩსაცხი სასწაულებრივი იყო და შეეძლო ადამიანი გარდაცვალებისგან დაეფარა. სწორედ ტუჩსაცხის ხშირი წასმისგან გახდა დედოფალი ელიზაბეტი ცუდად.მისი ტუჩსაცხიც მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა.მოგვიანებით კი გარდაიცვალა.
ტუჩის გამადიდებელი პირველი საცხი შეიქმნა 1915 წელს ტუჩსაცხი ძალიან პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს.ტუჩების შეღებვა კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქალებისთვის.ტუჩსაცხის ასე ფართოდ გავრცელება განაპირობა კინემატოგრაფიის განვითარებამ.
მე-20 საუკუნეში ტუჩსაცხი ისეთი პოპულარული გახდა,რომ 1941 წელს ამერიკელებმა მილიონი დოლარი დახარჯეს ერთი წლის მანძილზე მასზე.  
1950 წელს ჩატარებულმა სტატისტიკამ აჩვენა,რომ 100 პროცენტი სტუდენტი გოგონებისა მოიხმარდა ტუჩსაცხს,ხოლო 98 პროცენტი ქალებისა.
მსოფლიოში პირველი მყარი ტუჩსაცხი შეიქმნა 1950 წელს და ის ამერიკელმა ქიმიკოსმა ჰეიზელ ბიშოპმა შექმნა.  
ფაქტია,რომ ქალები ტუჩის საცხს ყველაზე ხშირად წვიმიან დღეებში ყიდულობენ.
დღევანდელი ტუჩსაცხი შედგება; ცვილისგან,სხვადასხვა ზეთისგან, პიგმენტებისგან,ვიტამინი E, გლიცერინი და ალოე ვერასგან.
ტუჩსაცხის დაახლოებით 5 პროცენტი რჩება ყავის ან ჩაის ფინჯანზე, ხოლო დამატებით 5 პროცენტი ქალის საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
სიცოცხლის განმვლობაში ქალები უნებლიედ მიირთმევენ დაახლოებით 2-3 კგ. ტუჩსაცხს.

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 768 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-03-15 Spam
კარგი და საინტერესო სიახლეა <3