მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » ტესტი
11:27 PM
ტესტი

მეგობრებთან ერთად გართობა ბევრისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი, მიუხედავად მძიმე სამუშაო დღისა, ამ სიამოვნებაზე უარს არ ამბობს. მეტიც – გართობას ხშირად საქმეს, ოჯახს, საკუთარ სიმშვიდესა და ჯანმრთელობასაც კი ანაცვალებს. თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც განმარტოება ან მშვიდ, მყუდრო გარემოში, ოჯახურ იდილიაში დასვენება ურჩევნიათ. მოდი, შევამოწმოთ, გიყვართ თუ არა გართობა. გულწრფელად უპასუხეთ მოცემულ კითხვებს. კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ ერთი ქულა. ქულები შეკრიბეთ.

1) გიყვართ სეირნობა?
2) გიყვართ სტუმრების გამასპინძლება?
3) არ გიჭირთ მეგობრების ხათრით წვრილმანებზე უარის თქმა?
4) შინ ყოველთვის მოგეპოვებათ რამე მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად?
5) სასურველ ადამიანთა კომპანიაში შეგიძლიათ დალიოთ უფრო მეტი, ვიდრე ისურვებდით?
6) გიყვართ კარგი სამზარეულო?
7) ხშირად მართავთ წვეულებებს?
8) გყავთ მეგობრები, რომლებსაც რეგულარულად ხვდებით?
9) გიყვართ მეგობრების წრეში სიმღერა?
10) გიყვართ კარგ კომპანიაში ყოფნა?
11) ადვილად მოდიხართ გუნებაზე?
12) ადვილად ურიგდებით ადამიანს, რომელთანაც უთანხმოება მოგივიდათ?
13) როდესაც წარსულზე საუბრობთ, უმეტესად სასიამოვნო ამბებს იხსენებთ?
14) როგორ ფიქრობთ, კარგი სახის ფერი გაქვთ?
15) როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ, ეს არ შეიმჩნიოთ და თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა?
16) სათანადო ყურადღებას უთმობთ საკუთარ ჯანმრთელობას?
17) ხშირად იღვიძებთ თავატკივებული, გამოუძინებელი?
18) ხდება ისე, რომ დილით სამსახურში წასვლის ძალა არ შეგწევთ, რადგან წინა ღამით მოილხინეთ და მეტისმეტად გვიან დაწექით დასაძინებლად?
19) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი მოწევასა და დალევას აგიკრძალავთ, შეძლებთ, უარი თქვათ ამ მავნე ჩვევებზე?
20) ერთხელ მაინც გიფიქრიათ: "არასოდეს დავიცავ დიეტას, რაც არ უნდა მოხდეს”?
21) ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ?
22) ხშირად მიბრძანდებით გასართობად მეუღლის, პარტნიორის გარეშე?
23) გიყვართ კომედიები?
24) ღამით გვიან დაწოლა გჩვევიათ?
25) დილაობით ადგომა გიჭირთ?
26) გიყვართ კლოუნადა?
27) ხშირად იგვიანებთ შეხვედრებზე?
28) სამსახურში ხშირად ხუმრობთ?
29) ყოველთვის ხართ მზად, საქმე მეორე დღისთვის გადადოთ და გასართობად გაეშუროთ?

დააჯამეთ ქულები

18-დან 22-მდე – გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებით. იმდენად დიდი, რომ მზად ხართ, მას სამსახური და ჯანმრთელობაც კი შესწიროთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ლაღ ცხოვრებას ეწევით?

13-დან 17-მდე – გონიერი ბრძანდებით, ზომიერება არც მხიარულებისა და გართობის დროს გღალატობთ, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავი დაკარგოთ. ეს კატასტროფა არ არის – გააჩნია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამსახურებრივ წარმატებებს.

8-დან 12-მდე – თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სიცოცხლით, მაგრამ ზომიერად. სამსახური და ოჯახი თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გართობა. შეგიძლიათ, კარგად დაისვენოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ზიანს არ მიაყენებს თქვენს მოვალეობას.

3-დან 7-მდე – თქვენ იშვიათად ერთობით. ალბათ ამიტომაც გიჭირთ იმ სიამოვნებათა დაფასება, ცხოვრება რომ გვთავაზობს. მეტისმეტად გონიერი ხართ და მშვიდ, გაწონასწორებულ, კარგად ორგანიზებულ ცხოვრებას ამჯობინებთ. თითქოს გეშინიათ კიდეც გადაჭარბების, ჩარჩოების დამსხვრევის.

1 ან 2 ქულა – თქვენ შექმნილი ხართ ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანისთვის აუტანელი იქნებოდა. თქვენ ამ უკანასკნელის საპირისპირო კატეგორიას ეკუთვნით. თქვენმა ასეთმა ხასიათმა შესაძლოა ბევრი დააფრთხოს.

კატეგორია: ♥ ტესტი | ნანახია: 831 | დაამატა: ❤❤mar1ko0--- | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2013-04-22 Spam
kargi siaxleaaa ♥