მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » Mtv Ema 2012
7:17 PM
Mtv Ema 2012
ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი ევროპული პრემია MTV Europe Music Awards-ის ლაურეატები რამდენიმე ნომინაციაში გახდნენ.

სულ პრემიაში
16 ნომინაციაა. გამარჯვებულებს კი მაყურებლები ხმის მიცემით ირჩევენ. სვიფტმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: "წლის ქალი მომღერალი", "საუკეთესო ცოცხალი შესრულება" და "საუკეთესო გარეგნობა". ბიბერი კი მაყურებელმა გამარჯვებულად შემდეგ ნომინაციებში დაასახელა: "წლის მამაკაცი მომღერალი", "საუკეთესო პოპ-შემსრულებელი", "საუკეთესო ცოცხალი გამოსვლა" და "საუკეთესო მსოფლიო შესრულება".
 


ჯასტინ ბიბერმა საუკეთესოს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. მაგრამ მან ცერემონიაზე დასწრება ვერ მოახერხა. მომღერალმა მაყურებელს მადლობა ვიდეოხიდის საშუალებით გადაუხადა.
ჯგუფმა -
One Direction და 26 წლის მომღერალმა კარლი რეი ჯეპსენმა ორ-ორი ჯილდო მოიპოვეს, მუსიკალური კოლექტივი თაყვანისმცემლების ყველაზე დიდი რაოდენობისთვის და ნომინაციაში - "საუკეთესო სიახლე" გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს. ჯეპსენი "წლის გარღვევა" გახდა, ხოლო მისი კომპოზიცია Call Me Maybe - "წლის სიმღერა".



MTV-ის ვერსიით, საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მომღერალი ნიკი მინაჟია, ხოლო ელექტრონული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი - დევიდ გუეტა. ნომინაციაში "საუკეთესო ალტერნატივა" ლანა დელ რეიმ გაიმარჯვა, ხოლო ნომინაციის - "საუკეთესო როკ-შემსრულებელი" ლაურეატი ჯგუფი Linkin Park-ია.



ჯილდოები ორ ნომინაციაში აზიელ შემსრულებლებს ერგოთ. სამხრეთკორეელი რეპერი
PSY სიმღერა Gangnam style-ის "საუკეთესო ვიდეოს" ავტორი გახდა, ხოლო საუკეთესო მსოფლიო შემსრულებლად ჩინელი მუსიკოსი ჰანა გენგა დაასახელეს.

საორგანიზაციო კომიტეტმა კიდევ ერთი პრემია უიტნი ჰიუსტონს პოპ მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიაკუთვნა. ნომინაცია
"გლობალური ხატები" 2011 წლიდან არსებობს, მისი ლაურეატები ჯგუფი Queen-ი და მომღერალი ბონ ჯოვი უკვე გახდნენ. ჰიუსტონი წელს, თებერვალში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაჯილდოების ცერემონია გერმანელ ფოტომოდელ ჰაიდი კლუმს მიჰყავდა.

ევროპული
MTV-ის ჯილდოები (European Music Awards, EMA) წელს მეცხრამეტედ გაიცემა. დაჯილდოების ცერემონიას ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.
 
 
შეასწორა და გაალამაზა:NiiiNaa








კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 1059 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8
2012-11-13 Spam
Megi Gode, Justinze da taylorze getanxmebii :XX
gangnam style magra mevaseba biggrin