მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » Sweets❤
10:44 PM
Sweets❤

1. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ტკბილეულია: #1 - M&M's; #2 -სნიკერსი; #3 – Trident (ორბიტისმაგვარი რაღაც); #4 – კიტკეტი; #5 – ჩიფსი. 
2. ჩიტის რძე მე–20 საუკუნის ყველაზე პოპულარული ტკბილეული იყო. ის თავდაპირველად ტორტს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ ასეთი სახე მიიღო. ჩიტის რძის მთავარი ინგრედიენტი ზღვაში იყო მოპოვებული.
 
3. ყველაზე უცნაურ ტკბილეულად უნდა ჩაითვალოს ფინური კანფეტები. ისინი გემოთი განსხვავდებიან. არსებობს არაჟნის, მარილიანი(ლუდისათვის), ნივრის და ნავთობის გემოთიც კი 
4. XVI ს.–ში ევროპაში შოკოლადს მიაწერდნენ მაგიურ და სამკურნალო თვისებებს, მაგრამ ამაზე შეხედულება ერთ–ერთმა არისტოკრატმა ქალმა შეცვალა. მან განაცხადა: "ნუ შეჭამ შოკოლადს. ჩემმა ნაცნობმა ბევრი შოკოლადი ჭამა, დაორსულდა და შავი შვილი გააჩინა." 
5. გერმანელი ფსიქოლოგების გამოკვლევებით, ყველაზე რომანტიულ კანფეტებად ითვლება კანფეტები მარწყვის შიგთავსით. ძლიერი ადამიანები ირჩევენ ტკბილეულს ალუბლის შემცვლელობით, მორცხვები – კაკლის, თხილის; ხოლო შემოქმედებითნი – ტკბილეულში ქოქოსს ანიჭებენ უპირატესობას. 
6. XIX საუკუნის დასაწყისში წვეულებებზე მდიდარი ქალბატონები ტკბილეულს მომცრო ჩანთაში მალავდნენ. ეს არ იყო კლეპტომანია (ქურდობა). ეს იმით აიხსნება, რომ იმდროინდელ რუსეთში არ არსებობდა ტკბილეულის დამამზადებელი ფაბრიკები. საღამოს არისტოკრატიული წვეულებებისთვის კი კონდიტერები სპეციალურად ამზადებდნენ მას საიდუმლო რეცეპტით. 
7. პირველი კანფეტი გაჩნდა ეგვიპტეში და მზადდებოდა თაფლისა და ფინიკისაგან. აღმოსავლეთში, შაქრის არარსებობის გამო მას ამზადებდნენ ლეღვისა და ნუშისაგან. ძველ რომში კი ტკბილეული შეიცავდა მოხარშულ კაკალს, თაფლსა და ყაყაჩოების თესლს. 
8. მსოფლიოში უდიდესი შოკოლადის ფილა დაამზადეს გასულ თვეს სომხეთში. ის იწონიდა 9 722, 39 კილოგრამს და გინესის რეკორდების წიგნშია შესული. 

9. ტკბილეული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 130 წლის წინ. მანამდე ხალხი კარამელს ან კანფეტს მხოლოდ სახლში ამზადებდნენ. 
10. ამერიკული ტკბილეულის მხოლოდ 4 %–ია შაქარი, გაზიანი სასმელები და წვენები კი 46 % შაქაარს შეიცავს. 
11. "ქენდი" (ინგლისურად – Candy) არის პოპულარობით 575–ე გოგოს სახელი. 

12. ახლა ეს დაუჯერებელია, მაგრამ ერთ დროს ტკბილეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (თითქმის სამკურნალო) პროდუქტად ითვლებოდა. ასეთი რეკლამაც კი არსებობდა: "მიირთვი კარამელის კანფეტები – არომატული ტკბილეული, რომელიც დაგეხმარება სიმსუქნის და დაღლილობის დამარცხებაში." 
13. ჯინ ქალმენთი, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს, 122 წლის ასაკში, საფრანგეთში, კვირაში 2 ფუნტზე მეტ შოკოლადს ჭამდა. 
14. სააღდგომოდ ყოველ წელს 90 მილიონი შოკოლადის კურდღელი მზადდებ 
15. ჟელი ბონი მთელი მსოფლიო მასშტაბით 3–დან 9 წლამდე ბავშვების საყვარელი ტკბილეულია. 
16. ჰელოუინზე ყოველ წელს ყველაზე მეტი – 14,4 ბილიონი დოლარის ღირებულების ტკბილეული იყიდება. 
17. ჩუპაჩუპსის იდეა არც მეტი არც ნაკლები, "ნერვიულ მშობლებს" ეკუთვნოდათ. ისინი გამუდმებით წუწუნებდნენ, რომ მათ შვილებს კანფეტის ჭამის შემდეგ ხელები ეწებებოდათ, ამიტომ 1950 წელს ენრიკ ბერნანტ ფონტლადოსამ გამოუშვა ჯოხზე წამოცმული კანფეტები და ლოლიპოპი, რათა ბავშვებს ხელები არ დასვროდათ. 


დაამოწმა და გაალამაზა❤:Tày
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 950 | დაამატა: missyou | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-11-12 Spam
au ra magrebia minda yvela qeti kvirikeishvili, mec shemomechma kinagam kompi