მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 12 » Sweet poetry ♥
11:18 PM
Sweet poetry ♥
   Sweet PoetrY  
ჩემი ფავორიტი 2 ლექსი :))

Tumblr_m1v4bmdagr1rpt2juo1_500_large 

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.

* * *

პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი მეპატიება,
რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და რომ გიყვარდი როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ

და შეიცვალა ჩვენი როლები
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხედავდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 753 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 9
2013-03-13 Spam
Dzalian kargia <3