ზებუნებრივი (ინგლ. Supernatural) არის ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, მთავარ როლებში ჯენსენ ეკლსითა (დინ ვინჩესტერი) და ჯარედ პადალეკით (სემ ვინჩესტერი). ისინი არიან ძმები, რომლებიც ნადირობენ დემონებსა და სხვა პარანორმალურ ფიგურებზე. გადაღებები მიმდინარეობს კანადის ქალაქ ვანკუვერში. სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. მეორე სეზონი 2008 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა, მესამე კი 2007 წლის 4 ოქტომბერს. 2007 წლის 5 დეკემბერს სერიალის პროდუქცია შეჩერდა 2007-2008 წლის ე.წ. მწერალთა გაფიცვის გამო. ამ დროისათვის მხოლოდ მე-12 სერიის გადაღება იყო დასრულებული. 2008 წლის აპრილ-მაისში გამოვიდა კიდევ 4 სერია და საბოლოო ჯამში მესამე სეზონმა 16 სერია გააერთიანა, თუმცაღა ოცდაორის გადაღება იგეგმებოდა. 2008 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა სერიალის რიგით მეოთხე სეზონი, უკანასკნელი, მეხუთე სეზონის დებიუტი კი 2009 წლის 24 თებერვალს შედგა.
სასაცილო და საინტერესო ფაქტები წყარო : Supernatural Georgian Fans
*
ჯენსენს ჰკითხეს რა პროფესიას აირჩევდა მსახიობი რომ არ ყოფილიყო.
- მეთევზეობას ან.. სტრიპერობას - უპასუხა მან.
(ხალხი იცინის)
არა ნუ იცინით, სტრიპერობაში სერიოზული ბიზნესია დამალული (თვითონაც იცინის ჯენსენი)
*ჯენსენი: როცა გავიგე რომ 6.15 სერიაში საკუთარი თავი უნდა მეთამაშა სულაც არ გამხარებია , რადგან მე არ ვარ საინტერესო.
ჯარედი: ჰო ის საშინლად უინტერესოა..
(ჯენსენი წარბის აწევით შეხედავს ჯარედს)
ჯარედი: მე არ მითქვამს , იმან თქვა (ხელს იშვერს მის გვერდით მჯდომ სერა გემბელზე)
*ერთ-ერთ კონვენციაზე ჯენსენი ჯარედს უწოდებს სცენების ჩამშლელს , რადგან თურმე როდესაც ჯარედი არ მონაწილეობს სცენაში იგი ყველაფერს აკეთებს რომ მსახიობებს ხელი შეუშალოს კონცენტრირებაში , იღებს სასაცილო სახეებს და ცეკვავს რითაც იწვევს სხვა მსახიობების სიცილს და შლის სცენას.
*მიშა კოლინსი აღიარებს რომ მას ძალიან უჭირს კასტიელის "სწორი" , უემოციო სახეების დაჭერა მაშინ როცა დინი და სემი სარკასტულ კომენტარებს აკეთებენ . იგი ასევე სძენს რომ ჯენსენი და ჯარედი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მას გონება აურიონ და ხელი შეუშალონ სახის დაყენებაში.
*მიშა კოლინსი აღიარებს რომ ჯენსენთან და ჯარედთან მუშაობა გაცილებით მომხიბლავი იყო მანამ სანამ ისინი დამეგობრდებოდნენ, რადგან ბიჭები გიგანტი ბავშვები არიან და ისინი ერთმანეთს და მიშას უკბილო ხუმრობებს უწყობენ , არ აცდიან კონცენტრირებას, ერთმანეთ სცენებს უშლიან და ა.შ
*მიშა კოლინსმა იხუმრა რომ ჯარედი მას აკომპლექსებს, რადგან მის ფონზე იგი ლილიპუტივით ჩანს , ჯენსენი მიშას დაეთანხმა და თავისთვის ჩაილაპარაკა "გიგანტი"
*ერთ-ერთ კონვენციაზე ჯარედს და ჯენსენს ჰკითხეს თუ რომ არა ისინი ვინ ითამაშებდა დინს და სემს.. ბიჭები ცოტა ხნით დაფიქრდნენ და შემდეგ ჯენსენმა უპასუხა.. " ვფიქრობ ტეილორ ლორტნერი და ჯასტინ ბიბერი" .. "ჯასტინ ბიბერი რა თქმა უნდა სემს ითამაშებს" - დასძინა მან. ჯარედმა ეს გააპროტესტა და უთხრა: "რატომ ჯასტინი სემს? დინსაც მოუხდებოდა" რაზეც ჯენსენმა უპასუხა "შეხედე შენს თმას ბიჭი, სემის თამაშს განსაკუთრებული ვარცხნილობა ჭირდება"
*მიშას საყვარელი სცენა სერიალში არის სცენა, რომელშიც კასი სცემს დინს.
*ჯარედ პადალეკის კი ყოველთვის დაბალი და შავგვრემანი გოგონები მოწონდა, რომლებიც დემონების როლს ასრულებდნენ ზებუნებრივში:))) ჯენის მოყვანამდე იგი ხვდებოდა სანდრა მაკკოის , რომელიც სერიალში ასრულებდა ერთი ჩვეულებრივი დემონის როლს რომელსაც სემი კოლტით მოკლავს.
*კითხვა: რომელ ფილმზე ან ტელეშოუზე გიტირიათ?
ჯენსენი: მე არ ვტირი, მე შიგნიდან მკვდარი ვარ.
ვიღაც ოთახში: ტიტანიკი!
ჯენსენი: ტიტანიკის შემდეგ მართლაც ვიტირე, სიხარულის ცრემლები იყო , რომ ის დამთავრდა.
ჯარედი: მე ამეტირა ბობის სიკვდილზე, სიკვდილის კართან.
.. (ჯენსენს ჩაჰყვირის ყურში) იმიტომ რომ შესაძლებელია ტიროდე და ამასთან ერთად იყო კაცი !
*კითხვა : ყველაზე ცნობილი ადამიანი ვისთვისაც გიკოცნიათ
ჯარედი : ეს უნდა იყოს ჯენსენი !
ჯენსენი: იოცნებე !
*მიშას ფანმა ჰკითხა თუ რომელია მისი ჯენსენთან ერთად გადაღებული საყვარელი სცენა, რაზეც მიშამ უპასუხა : "იყო ერთი, თუმცა მერე წაშალეს ეს სცენა. ეს იყო დინისა და კასის საერთო შხაპის სცენა"
*ფანი1: მიყვარხარ მიშა!
ფანი2: მიყვარხარ !
მიშა: აი დაიწყო შეჯიბრი !
*ერთ-ერთ კონვენციაზე ჯენსენს ჰკითხეს თუ რისი დარქმევა უნდოდა შვილისთვის როცა ის ეყოლებოდა.
ჯარედმა ჯენსენს არ აცადა და პასუხი დაასწრო
- თუ ბიჭი იქნება ჯარედი, თუ გოგო კი ჯარედინა !
*ჯარედ პადალეკის კუმირი არის ჯონი დეპი.
*ფანი (ჯენსენს და ჯარედს): როგორი გრძნობაა როცა ასეთი მიმზიდველი ხარ?
ჯენსენი: ვფიქრობ მე უნდა ვუპასუხო ამ შეკითხვას.
*ფანი: ჯენსენ, გილოცავთ რომ ბავშვს ელოდებით.
ჯენსენი: მე რა უკვე მეტყობა მუცელი ?
ჯარედი ჯერ უსინჯავს მუცელს, შემდეგ კი ყურს ადებს.
*დანიელ ჰარის ეკლსმა დათვითა : "ლოკოკინებისგან თავის დასაცავად მებაღემ მირჩია მარილი დამეყარა კარებებთან და ლარნაკებთან. წარმოიდგინეთ რას იფიქრებს ჯენსენი როცა სახლში მოვა.
ჩემი ფავორიტი სეზონებია 1,4,5, საყვარელი სერია როცა დინი ბრუნდება ჯოჯოხედიან და სერია სადაც პერის ჰილტონი მონაწილეობს :დ საყვარელი მომენტები როდესაც დინი ამბობს "Son of a bitch" ყველაზე მეტად ვღადაობ იმ თემაზე რომ კროულიმ და ბობიმ აკოცეს ერთმანეთს :დ ამას შემდეგ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა
აი ფოტოში ჩანს :დ
თვითონაც ღადაობენ :დ
და სიმღერა რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს <3 Carry On My Wayward Son
ვიცი რაღაცნაერი და პატარა სიახლე გამოვიდა,მაგრამ ვეღარ ვასწრებ უნდა ავდგე:(( მე მაინც მთელი გულით დავდე:))მიყვარხართ