•S•U•P•E•R•N•A•T•U•R•A•L• ცოტაოდენი რამ სერიალზე..))
ზებუნებრივი ამერიკული საშინელებათა ჟანრის სერიალია, რომელიც 2005 წლიდან დღემდე გადის. წელს სერიალის მერვე სეზონი გადის. მთავარ როლებს ჯენსენ ეკლსი (დინ ვინჩესტერი) და ჯარედ პადალეკი (სემ ვინჩესტერი) ასრულებენ. თავიდან სერიალი WB-ზე გადიოდა, ამჟამად კი CW-ზე გადის. სერიალის შემქმნელი ერიკ კრიპკეა. სერიალში მოთხრობილია ძმების - დინისა და სემის ისტორია, რომლებსაც პატარაობაში დედა გარდაეცვლებათ, მათი მამა კი - დემონებსა და პარანორმალურ არსებებზე მონადირეა. მამის სიკვდილის შემდეგ კი ძმები ვინჩესტერები მის საქმეს გააგრძელებენ. გადაღებები ვანკუვერში, კანადაში მიმდინარებს. თავიდან დაგეგმილი იყო მხოლოდ სამი სეზონის გადაღება, მაგრამ სერიალი იმდენად მოიწონა მაყურებელმა და იმდენად დიდი რეიტინგო ჰქონდა რომ შემქმნელებმა გადაწყვიტეს მისი გაგრძელება. 2012 წლის 12 იანვარს ზებუნებრივმა People's Choice Awards-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - Best Sci-Fi TV Series და Best Drama TV Series.
სანამ სერიალის გადაღება დაიწყებოდა, იდეის ავტორი ერიკ კრიპკე ათი წლის განმავლობაში გეგმავდა ყველაფერს და სერიების შინაარსს ამუშავებდა. ის პატარაობიდანვე იყო გატაცებული მითებითა და ლეგენდებით. თავიდან კრიპკე მხოლოდ ფილმის გადაღებას ფიქრობდა, მაგრამ WB-იმ შესთავაზა სერიალის გადაღებაზე. მსახიობების შერჩევის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ სერიალის გმირები ძმები იქნებოდნენ, წარმოშობით ლოურენსიდან (კანზასი), რადგან ახლოს იყო Stull Cemetery-სთან, რომელიც ცნობილი იყო ლეგენდებითა და მითებით. თავიდან მთავარი გმირების სახელებად შეარჩიეს - "Sal" და "Dean". მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ Sal მთავარი გმირისთვის შეუფერებელი სახელი იყო და შეცვალა Sam-ით. რაც შეეხება გვარს, თავიდან არჩევანი "Harrison"-ზე შეაჩერეს, Harrison Ford-ის პატივსაცემად, ამავდროულად კანზასში ცხოვრობდა სემ ჰარისონიც. კრიპკე Winchester Mystery House-ით იყო გატაცებული, სწორედ ამიტომ მან ძმებს გვარები შეუცვალა.
სერიალი მრავალფეროვანია მუსიკითაც, ხშირადაა ისეთი ბენდების სიმღერები, როგორებიცაა: Led Zeppelin (მთავარი გმირის დინ ვინჩესტერის საყვარელი როკ ბენდი), Blue Öyster Cult, Bad Company, Stevie Ray Vaughan, Rush და AC/DC. IMDb-მ სერიალს 8.6 ქულა მიანიჭა
სერიალი აგრეთვე გამოირჩევა შესანიშნავი იუმორით. 8 სეზონის მანძლზე არ ყოფილა სერია, რომელშიც არ იყო იუმორის ელემენტები, რამდენიმე სერია კი მთლიანად იუმორისტული ჟანრისაა.
ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რითაც ზებუნებრვი სხვა სერიალებისგან გამოირჩევა, არის ის, რომ მთავარი ყურადღება არ არის გამახვილებული იაფასიან რომანტიკაზე, სიყვარულობანაზე რომელიც რამდენიმე სერიაში მთავრდება. სერიალი არის ძმების ურთიერთობაზე და ზოგადად, ოჯახის მნიშვნელობაზე რაც დღესდღეობით ძალიან იშვიათია.
P.S
ვისაც მოგწონთ ასეთი ჟანრის ფილმები, გირჩევთ დაიწყოთ ”ზებუნებრივის” ყურება, ნამდვილად არ ინანებთ :)
ფაქტები სერიალზე :
თავდაპირველად სემ ვინჩესტერის როლი ჯენსენ ეკლსს ერგო,თუმცა როდესაც ჯარედ პადალეკი გამოჩნდა,პროდიუსერებმა ის სემის ,ხოლო ჯენსენი ,თავის მომხიბვლელობით, დინის როლზე დაამტკიცეს.
ბევრი ეპიზოდის სახელწოდება სინამდვილეში ცნობილი საშინელებათა ფილმების სახელებია.მაგალითად : Wendigo, Children Shouldn't Play with Dead Things, Dead in the Water.
ვამპირები ზებუნებრივში არ ექვემდებარებიან მსოფლიოში ცნობილ სტანდარტებს.მათ არ აშინებთ ნიორი ,სპილენძი და მზის შუქი.
სემს და დინს დაარქვეს ბებიის და ბაბუის საპატივსაცემოდ (დედის მხრიდან) : სემუელი და დიანა.
სერიების უმრავლესობის საუნდტრეკუი კლასიკური როკის ჟანრისაა,რომელიც ხშირად ერიკ კრიპკეს - სერიალის შემქმნელის პირადი კოლექციიდანაა.მისი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია ლედ ზეპლინი,რომლის სიმღერები ხშირად ჟღერს ზებუნებრივში.
ჯეფრი დინ მორგანი (ჯონ ვინჩესტერ) მხოლოდ 12 წლით უფროსია ჯენსენ ეკლსზე,ანუ მის უფროს შვილზე სერიალში.
ანიმაციები:
|