46.6 მეტრის სიგრძის ფუფუნების იახტა – „Project 12" – Cantieri di Pisa–ს ოჯახის ძვირადღირებულ საგანძურს წარმოადგენს. მისი ექსტერიერის ავტორია – Carlo Galeazzi, ხოლო ინტერიერის დიზაინერი, კი – Mark Berryman–ი გახლავთ. მისი ყოფილი მფლობელი აქტიურად იყო ჩართული იახტის პროექტირების პროცესში, თუმცა ახლა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
„Project 12"–ის ყველაზე დიდ ღირსებად მისი სივრცულობა მოიაზრება. იახტაზე 12–14 სტუმარს შეუძლია ფუფუნების აპარტამენტებში განთავსდნენ.
იახტაზე სახადასხვა დანიშნულების კეთილმოწყობილი გემბანია, სადაც შესაძლებელია როგორც გარუჯვა, ასევე ოკეანის ლაჟვარდოვან ლანდშაფტში სადილობა, კოქტეილის მირთმევა, გართობა და მოსვენება.
კაიუტები აღჭურვილია დიდი რაოდენობის ფანჯრებით, საიდანაც გემოვნებით შექმნილი და კეთილმოწყობილი ოთახები უხვად მარაგდება ბუნებრივი შუქით.
ელეგანტურ სამეფო ინტერიერში ჭარბობს ლურჯი, იისფერი და მეწამული შეფერილობანი.
მაღალი კლასის კომფორტის მქონე – „Project 12" შეფასებულია 19.5 მილონ ევროდ (რაც დაახლოებით 26 მილიონი დოლარის ტოლფასია).
p.s ბავშებო იახტაზე ინფორმაცია ჩემი გადათარგმნილია ) იმედი მაქვს მოგეწონათ.. დაკომენტარეთ აუცილებლად <3
♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡
A♥nn♥i♥ee ♥ s m i l e