მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » Super News :)
12:22 PM
Super News :)

Google Glass Features Unveiled in Preview

უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ Google–ი ე.წ. „მომავლის სათვალის" – Google Glass–ის მოდელს შეიმუშავებს. აქამდე მოწყობილობის ადრეული პროტოტიპების ხილვა იყო შესაძლებელი, ხოლო ვიდეორგოლებზე, კი ნაჩვენები იყო, თუ როგორ ხედავდნენ ამ დევაისს თვით მწარმოებლები. და აი, საბოლოოდ კომპანია – Google–ი დემონსტრირებას უწევს საკუთარ ინოვაციას და ვიდეორგოლს გვთავაზობს:

სათვალე – Google Glass–ის გასაყიდ ქსელში გამოჩენა მომავალი წლისთვის იგეგმება. რაც შეეხება მის საფასურს, აქამდე მისი შეძენა 1500 დოლარად მხოლოდ მწარმოებელთათვის იყო შესაძლებელი, თუმცა ცოტა ხნის წინ Google–მა დააანონსა Google Glass–ის ტესტირების გაფართოებული პროგრამა. სათვალის მიღება შეეძლება აშშ–ს ყველა სრულწლოვან მცხოვრებს. ამისათვის, კი საჭიროა მცირე ზომის ესსეს დაწერა, სადაც უნდა იქნეს განმარტებული ამ მოწყობილობის გამოყენების სურვილი.
ვიდეორგოლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Google Glass–ის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, შეტყობინების გაგზავნა, ქსელში ძიება და სხვადასხვა მარშრუტებით გადაადგილება. ყველა ბრძანება ხმის მეშვეობით განხორციელდება და სრულიადაც არ იქნება საჭირო ხელის დახმარება.

დასვენებისა და ეგზოტიკის მოყვარულთ, ამჯერად კარიბის კუნძულთაგან ერთ–ერთზე, კუნძულ – Anguilla–ზე განთავსებული ფუფუნების ვილა – Kishti გეპატიჟებათ, სადაც ერთ ღამეში 2900 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

მ შთამბეჭდავი თანხის საფასურად უზრუნველად დაისვენებთ და თქვენს განკარგულებაში იქნება: 3 აპარტამენტი – თითოეული პერსონალური ტერასით, სიადანაც ოკეანის მომაჯადოებელი ხედები იშლება; მთავარი საძინებელი – საკუთარი ტერასით, ღია ცის ქვეშ არსბული საშხაპითა და ჰიდრომასაჟული აბაზანით; დიდი სასტუმრო ოთახი; 4 საძინებელი – ოფისებით, მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო, სატრენაჟორო დარბაზი და დიდი საცურაო აუზი. ინტერიერი ტრადიციულისა და თანამედროვე ავეჯირებისა და დეკორაციის გემოვნებიან ნაზავს წარმოადგენს, რაც ამ ყოველივეს უფრო მეტ ელეგანტურობას ჰმატებს.


Het Arresthuis, Dutch Luxury Hotel in a Former Jail

Het Arresthuis–ი – ეს გახლავთ ნიდერლანდებში არსებული XIX ს–ის ციხე, სადაც 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრები იყვნენ განთავსებულნი, ხოლო ამჟამად იგი პრემიუმ–კლასის სასტუმროდ აქციეს.

Het Arresthuis–ი, რომელიც Roermond–ის ცენტრში მდებარეობს, ახლა უკვე თანამედროვე დიზაინის, ფუფუნების სასტუმროა, თუმცა შენარჩუნებულია ნაგებობის მდიდარი ისტორიის ამსახველი დეტალებიც. უჩვეულო სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს დელუქსისა და კომფორტის მქონე უნიკალურ ნომრებს, სადაც ასევეა ფიტნეს–ცენტრი და საუნაც.
სასტუმროში რაღა თქმა უნდა ბარი და რესტორანიცაა, სადაც მენიუში (იუმორით) მითითებულია, რომ იქ უფრო მეტს შემოგთავაზებენ, ვიდრე „პურსა და წყალს".
სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია: ორადგილიანი საწოლით, საშხაპით, კონდიციონერით, ტელევიზორით, უფასო – WiFi–თ და ყავის მოსადუღებელი ავტომატური დანადგარითაც კი.
ყოფილი ციხის 150 საკანი ამჯერად 36 ფუფუნების ნომერსა და 4 სპეციალურ ლუქსს მოიცავს, რომლებიც ნაგებობის ერთ ფრთაშია მოქცეული და რომელთა სახელწოდებებია: „დირექტორი", „მეთვალყურე", „ადვოკატი" და „მსაჯული".
ნომერი, რომლის სახელწოდებაცაა – "დირექტორი”.
ნომერი, რომლის სახელწოდებაცაა – "მეთვალყურე”.
ნომერი, რომლის სახელწოდებაცაა – "იურისტი”.
სასტუმროს კეთილმოწყობილი ეზოც აქვს, სადაც სუფთა ჰაერზე სადილობაცაა შესაძლებელი.
იმედი მაქვს მოგეწონათ ! დააკომენტარეთ აუცილებლად :))
Anniee  s m i l e

პ.ს ეს არის ჩემი ხელმოწერა (ანიე) და ალბათ ანჩოს თავისი ექნება :))



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 844 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-02-25 Spam
Satvaleebi vicodi happy
Siaxle Dz Momewona happy