მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » ივლისი » 24 » summerlove (2)
1:58 PM
summerlove (2)

SUMMERLOVE

მოკლედ გადავწყვიტე რამოდენიმე თავიანი

საზაფხულო მოთხრობა გაჩუქოთ.. 

დანარჩენი სრულიადში !

 

პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით დაფასებისთვის და კომენტარებისთვის ამიტომ შევეცდები იმედი არ გაგიცნრუოთ და საინტერესო გაგძელება შემოგთავაზოთ.. ახლა კი  ბევრი ლაქლაქის გარეშე გადავიდეთ მოთხრობის კითხვაზე.. 


-  მე ტობი მქვია.. 

-კარგი სასიამოვნოა შენი გაცნობა ტობი..

- ჩემთვისაც მეგი..- თქვა და ტობიმ ბაბნიკურად გაიღიმა და შემდეგ კვლავ გააგრძელა,

- არ გინდა ვიცეკვოთ ?

- არა, არ ვცეკვავ  .. 

- კარგი რა.. მხოლოდ ერთი ცეკვა .. - ტობი წამოდგა და მეგის ხელი გაუწოდა.. მეგი რამოდენიმე წამს ფიქრობდა.. მალე კი მის ხელს ჩაეჭიდა,სკამიდან ჩამოვიდა და ტობის გაყვა მოცეკვავეთა ჯგუფისკენ.. 

- როგორც ჩანს მოიტყუე? - თქვა ცოტახნის შემდეგ ტობიმ..

- მოვიტყუე? - მეგიმ გაგკვირვებული სახით შეათვალიერა.. 

- ჰო მოიტყუე !.. - ტობი ბაბნიკური მზერით უყურებდა .. თუმცა თუ უფრო მეტად დააკვირდებოდა ადამიანი მიხვდებოდა,რომ მის ბაბნიკურ მზერაში რაღაც სხვაც იყო.. შეიძლებოდა უბრალოდ ასე ძლიერ იყო სიმპატიური და ღიმილიც საშინლად  უხდებოდა და ამით ცდილობდა ახლად გაცნობილის მოხიბვლას .. მაგრამ შეიძლებოდა კიდეც მეგიში უფრო მეტი დაინახა ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს და სწორედ ამიტომ თვითონაც ცდილობდა სიმპატიურ ტიპზე მეტი გამოჩენილიყო.. 

- და რა მოვიტყუე ? - ჰკითხა მეგიმ და თან თვალს არ აშორებდა მის სახეს..

- მშვენივრად ცეკვავ.. 

- აჰ გასაგებია ! - მეგიმ მზერა მოცეკვავეთა ჯგუფზე გადაიტანა,რამოდენიმე წუთის შემდეგ კი წელიდან ტობის ხელები მოიშორა,დაემშვიდობა და წამოვიდა..

- მოიცა ასე მალე მიდიხარ? 

- შენ თქვი ერთი ცეკვაო.. -არც მოუხედავს უკან ისე უთხრა ტობის..

- მაგრამ არ შეიძლება შენი ნომერი მაინც მომცე.. 

მეგიმ ტობის უპასუხოდ დატოვა ბარი .. 

 

* * * * 

- ჰეი .. რას აკეთებ ? - სამზარეულოში პიჟამოს ამარა გამოჩნდა ეშლი... ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო  სრულიად.. 

- რავი ადრე ავდექი.. სახლი დავალაგე და სადილის გაკეთებასაც მოვრჩი.. 

- და ამდენი რამე როგორ მოასწარი? 

- 4-ის ნახევარია.. - თქვა მეგიმ და საათზე მიუთითა.. 

-რა ? -ეშლიმ თვალები დაჭყიტა, - არა მორჩა, ამდენს აღარასოდეს დავლევ ! 

- კაი ..  არ გშია?  

- კი საშინლად !.. 

გოგოებმა ისადილეს.. გემრიელი სადილის შემდეგ ეშლი გამოეწყო და ქალაქში წავიდა მარტო,რადგან ამჯერად მეგი ვერაფრით დაითანხმა.. თუმცა მარტო მაინც არ დარჩა, სახლიდან გავიდა თუ არა ლიდიას დაურეკა და მასთან ერთად წავიდა საშოპინგოთ.. მეგი სახლში მარტო.. ფილმის ყურება ეზარებოდა, ამიტომ თავისი ოთახიდან ლეპტოპი ჩამოიტანა და სოციალურ ქსელში შევიდა.. ათვალიერებდა სიახლეებს, ნაცნობების ახალ და ძველ ფოტოებს, სიმღერებს უსმენდა.. ანუ ისე იქცეოდა,როგორც ყველა მოიქცეოდა..

კალიფორნიელი ქალბატონმა კომპიუტერთან იქამდე გაატარა სანამ ეშლი არ დაბრუნდა.. ეშლის ლიდიაც მოეყვანა თან.. 

- მეგი იცი რამდენი რამე ვიყიდე?  

- კარგია ყველაფერი ლამაზია, - თქვა უხალისოდ და ლეპტოპი დახურა..

- ნუ ხარ უჟმური ! შენ ხომ ჯერ არც კი გინახავს 

- მერე რა.. მაინც კარგია.. 

გოგოებმა ტანისამოსი ჩანთებიდან ამოაწყვეს და თვალიერება და მოსინჯვა დაიწყეს.. ლიდია და ეშლი ოთახებში დარბოდნენ,მათ კი მეგი თვალს შეავლებდა და ერთ-ორ სიტყვას ეტყოდა ხოლმე.. ისიც ძალდატანებით,რადგან სულაც არ იყო ტანისამოსის თვალიერების ხასიათზე.. ის თითქოს შორს დაფრინავრდა.. იმ წარსულზე ფიქრობდა,რომელიც აღარ დაბრუნდებოდა.. რა წარსულზე? ამაზე ლაპარაკი არ იყო მისთვის მარტივი,შესაბამისად ამის შესახებ არც არასოდეს ლაპარაკობდა.. უბრალოდ ფიქრობდა, მაგრამ ხანდახან ფირსაც წყვეტდა.. თუმცა დროებით შეწყვეტილ ფიქრს ეშლი ახსენებდა და ისევ ფიქრობდა და ფიქრობდა.. ეშლი იმ წარსულიდან იყო,რომლის გახსენებაც და რომელზე საუბარიც ასე ძალიან არ სურდა.. ჯერ კიდევ 3 წლის იყო მეგი,როცა მის სამეზობლოშ ეშლის ოჯახი გადავიდა, მან ახალი პატარა,თავისი ტოლი გოგო გაიცნო და მას შემდეგ მუდამ ერთად იყვნენ.. სკოლა დაამთავრეს და კოლეჯში ჩააბარეს.. მიუხედავად იმისა,რომ ისინი კოლეჯმა ოკეანის სხვადასხვა მხარეს გადაისროლა ერთმანეთს მაინც ვერ ივიწყებდნენ.. ან როგორ დაივიწყებდნენ,როდესაც ყველა მათი მოგონება საერთო იყო.. თითქმის ერთი წელი ერთმანეთისგან შორს გაატარეს .. ახლა კი როცა კოლეჯიდან დაითხოვეს მშობლიურ ქალაქს ერთად დაუბრუნდნენ.. თუმცა სან-ფრანცისკოშ დაბრუნებამ მეგის არამარტო მშვენიერი, მცხუნვარე დღეები გაახსენა, არამედ საშინელი, ტკივილით სავსე დღეები.. სწორედ ამის გამო ის ჩამოსვლის დღიდან საშინელი მოგონებები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მისი გონებაც მოიცვა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებმა.. 

- ჰეი.. აბა მე ყველაზე მეტად ეს მომწონს რას ფიქრობ ? 

- კარგია ხო.. 

- კარგი რა მეგ.. წინა სამ კაბაზეც იგივე თქვი..

- იმიტო რო კარგი კაბები იყო.. 

- კარგი,კარგი.. მშია, იმედი მაქვს ჭამაზე მაინც არ მეტყვი უარსს.. 

-მაგაზე უარს როგორ გეტყვი :დდ... 

ბურგერები მიირთვეს,შემდეგ კი კლუბში გადაწყიტეს წასვლა...

- იცი გამუდმებით კლუბში სიარულმა ძალიან დამღალა.. (მეგი)

- კარგი რა.. ნუღა წუწუნებ !.. მხოლოდ 2 თვე დაგვრჩა... (ეშლი)

- 2 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს კლუბში უნდა ვიაროთ ? ეს ხომ საშინელებაა!

- საოცრება ხარ.. რა ჯობია ამას .. არავინ არაფერს გიშლის !

- მაგრამ მეზარება.. უკეთესი იქნება თუ სადმე წავალთ სხვაგან ქალაქისგან მოშორებით და იქ დავისვენებთ.. 

- ვითომ ? - ეშლიმ მეგის გახედა.. დაქალები მთელი გზა ლაპარაკობდნენ, ლიდია კი ჩუმად იყო და ტელეფონზე მესიჯობდა.. ხანდახან თუ იტყოდა რამოდენიმე სიტყვას,მაგრამ იმ წამსვე ჩუმდებოდა.. 

- დღეს ინტერნეტით გაცნობილ ტიპს უნდა შევხვდე..  - თქვა ლიდიამ,მაშინ როცა კლუბს უახლოვდებოდნენ..

- ინტერნეტით ? - გაკვირვებულმა იკითხა ეშლიმ, - მეგონა შენ ინტერნეტით გაცნობა არ გევასებოდა..

- ჰო მარა ტიპი დამევასა და რა მექნა? უარი მეთქვა გაცნობაზე? 

ეშლის არაფერი უპასუხია.. მანქანა გააჩერა.. 

- და სად უნდა ნახო ? (მეგი)

- სურათი მაქვს და ვიპოვი როგორმე :დდდ.. 

- აქ არის ? 

- კი აქ არის და მგონი ვხედავ.. 

-ხედავ ? 

- ჰო წამოდიი .. ლიდიამ მეგის ხელი ჩაავლო და ინტერნეტით გაცნობილი ტიპისკენ გაიქცა..არც ისე შორს იყვნენ ტობისგან,როდესაც ბიჭმა თვალი მოჰკრა მეგის.. 

- მეგი?  - გაკვირვებულმა შეათვალიერა მეგი და შემდეგ მის გვერდით მდგომს შეხედა.. 

- თქვენ ერთმანეთს იცნობთ ? (ლიდია)

- კი გუშინ ბარში გავიცანი..

- ჰო ვიცნობთ.. - როგორც იქნა მეგიმაც ამოიღო ხმა..

- შენ ლიდია ხარ?  - რამოდენიმე წამს ტობი მეგის უყურებდა შემდეგ კი ლიდიასკენ მიბრუნდა.. 

- ჰო მე ლიდია ვარ,შენ კი ტობი.. 

- სასიამოვნოა.. 

-ჩემთვისაც.. 

- შენ და მეგი,- ლიდია მიხვდა რის კითხვასაც აპირებდა ტობი და აღარ დაასრულებინა..

- ჩვენ მეგობრები ვართ.. 

- გასაგებია.. არ გინდათ შევიდეთ კლუბში.. 

- რამოდენიმე წუთი მოვიცადოთ.. ჩვენი მეგობარი მოდის... გამოვასწარით.. 

მალე მათ ჯგუფს ეშლი მიუახლოვდა .. ტობის მიესალმა და შემდეგ მეგის ჩაავლო მკლავში ხელი.. 

- ჩვენ რამოდენიმე წუთით გავალთ.. 

-კარგი როგორც გინდათ.. (ლიდია) 

ლიდია და ტობი კლუბში შევიდნენ.. ხოლო ეშლი და მეგი კი ისევ შესასვლელთან იდგნენ გაშეშებულები ..

- უნდა წავიდეთ ! - თქვა ეშლიმ და თან სერიოზული გამომეტყველება მიიღო..

- რამე მოხდა ? 

- უნდა წავიდეთ ! ეშლიმ იგივე გაიმეორა და მეგის ხელი ჩაავლო .. 

- მოიცადე მითხარი რა ხდება ? მითხარი გესმის.. 

ეშლი არაფერს ამბობდა ისე წაიყვანა მანქანასთან ..

- ჩაჯექი !

- იცი მაშინებ.. რამე მოხდა? 

გოგოები მანქანაში ჩასხდნენ და ეშლიმ მეგის იმავე გამომეტყველებით შეხედა..

- რა მოხდა?  

პასუხი ისევ ვერ მიიღო.. 

ეშლიმ მანქანა დაძრა...


მესამე თავის სპოილერები

* ეშლის წარსულიდან დაურეკეს

* რას მოიმოქმედებენ გოგონები წარსულიდან დარეკვის შემდეგ

* გამოჩნდება კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი

--------------------------

მადლობა წინა თავზე კომენტარების გამო.. იმედი მაქვს ცოტა დამაინტრიგებელი თავი მაინც გამომივიდა..ახლა მხოლოდ თქვენ შეფასებას ველოდები..

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1032 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2014-07-28 Spam
2. Sali --   ( sal922[??????]

warsulllshii netta asetii ra mooxda..umagresiiia da mmallee ^__^