რა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე რომ ვინმეს ჩემთან მეგობრობა მოუნდა? ამ ფიქრებში ვიყავი გართული და ვერც კი შევამჩნიე რომ ვიღაც გაუჩერებლად მირეკავდა.
-გისმენთ
-როზი შენ ხარ? მე ემა ვარ, რამდენი ხანია გირეკავ ხომ კარგად ხარ?
-კიი კიი უბრალოდ ტელეფონის ხმა არ მესმოდა
-არაუშავს :* ისე დღეს ეზოში ხომ არ გავიდეთ? ძალიან კარგი ამინდია, ყველა გარეთაა და რავიცი...
ჩემთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობა იყო რადგან არასოდეს არავის არ უთხოვია სასერნოდ წაყოლა, მაგრამ ეს აზრი ძალიან მომეწონა და ემას დავთანხმდი.
-ჰაი როზ,რა ლამაზი ხარ ცუნცულ :დ
-აჰ მადლობა ((
სიმართლე გითხრათ ემა ძალიან მაკვირვებს. მხიარული გოგოა მაგრამ ხან ძედმეტად ცანცარებს. მეგობარი არასოდეს მყოლია ასე რომ არ ვიცი ემას დავუახლოვდე თუ არა...
ემამ თავისი წარსული ძალიან მოკლედ მომიყვა და მთხოვა მეც მეთქვა რაღაც-რაღაცეები ჩემზე
-რავიცი რა უნდა გითხრა, არასოდეს არავისთან არ მისაუბრია საკუტარ თავზე
-არაუშავს, თუ გინდა მე კითხვებს დაგისვამ და შენ მიპასუხე :*
ამან ცოტა არ იყოს და გამაკვირვა მაგრამ მესიამოვნა რომ ემა ყველაფერს აკეთებდა ჩემთან დასამეგობრებლად
-მოდი მაშინ მითხარი რა მოგწონს? როგორი მუსიკა? შენი გემოვნების შესახებ მომიყევი
-ალბათ შენც შეამჩნიე რომ არ მიყვარს გამოპრანჭვა, ვუსმენ ლირიულ სიმღერებს და ვფიქრობ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი დრამაა...
-შეიძლება ვცდები მაგრამ მაინც გკითავ, ლექსებს ხომ არ წერ?
-ლექსებს? მათ მე ლექსებს ვერ დავარქმევ, ისინი უბრალოდ ნაჯღაბნებია სადაც მთელი ჩემი გული დევს
-არ მეგონა თუ ასეთი მრავალმხრივი ადამიანი იყავი :* ძალიან გთხოვ შენი ერთი ლექსი მაინც წამიკითხე ((
-ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
-უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციის გამოსახატად (( მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ შენ ასეთი ნიჭიერი ხარ. როზ ბოდიში შეიძლება ეს კითხვა არ უნდა დაგისვა მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს შეყვარებული ხომ არ ხარ?
-ეს თემა არასოდეს არ მიყვარდა (( შეყვარებული ვიყავი დიდი ხნის წინ, მიყვარდა ბიჭი რომელიც ჩემს არსებობასაც ვერ ამჩნევდა (( მთელი დღე სკოლაში ერთი სიტყვის ღირსადაც არ მთვლიდა (( მე სულელს კი მისი მზერა, მისი თიტოეული სხვის მიმართ ნათქვამი სიტყვა გულს მითბობდა ((
-ბოდიში როზ არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა
-არა არა, შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ ამ საკითხზე არასოდეს არავისთან არ მისაუბია და მინდა რომ მოყოლა დავამთავრპ (( ის ბიჭი ცოტა ხანში ჩვენი კლასიდან გდავიდა, ამის შემდეგ აღარც მინახავს...
-ისევ გიყვარს?
-არ ვიცი... ამ წუთას მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ის გადავიყვარე ((
-ის შენი სიყვარულის ღისრი არ იყო და არც არასოდეს იქნება!!! გოგოს გრძნობებზე თამაში ეს ეს... არ მინდა ჩემი სიტყვები დავამთავრო...
-კარგი ემ დიდ იმადლობა სასიამოვნო დღისთვის ახლა კი სახლში უნდა წავიდე :*
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა იმის მიუხედავად რომ ჩემთვის ტაბუ დადებულ თემას შევეხე, სიმართლე გითხრათ ამ საუბარმა მხრებიდან დიდი ლოდი მომხსნა რომელიც აქამდე არ მასვენებდა ((