მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ♔Stranger Girls♔
11:04 PM
♔Stranger Girls♔
პერსონაჟები:
როზი მარტინესი-Amanda Seyfried
(მთავარი გმირი)

ემა თორნი-Emma Roberts
(როზის საუკეთესო მეგობარი)

ბილ სმიტი-Zac Efron

ქეით სმიტი-Angelina Jolie 


მოკლე შინაარსი:მოთხრობაში საუბარია გულჩათხრობილ გოგონაზე რომელიც მოულოდნელად, ყველას გასაოცრად ძალიან მხიარულ, სიცოცხლით სავსე გოგონად იქცევა. ეს მისი ახალი მეგობრის დამსახურებაა რომელთანაც შემდგომში იჩხუბებს და ისინი ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცევიან.
მოულოდნელად მათ ცხოვრებაში გამოჩნდება ბილი რომელიც დაანახვებს რომ სისულელეებზე ჩუბი არ ღირს.
ცოტა ხანში ბილის შეყვარებული ეღუპეპა და საკუთარ თავთან იკეტება, გოგონების მისია კი ხდება ბილის სახეზე ღიმილის დაბრუნება...

-როზი გაიღვიძეეეე
-კარგი რაა დეე
-არავითარი კარგი, ხომ გახსოვს დღეს შენს კლაში ახალი მოსწავლე გადმოდის იქნებ მასთან მაინც გამონახო საერთონა ენა
-დედა!!!
ეჰჰ უნდა ავდგე თორემ სკოლაში თუ დავაგვიანე მასწავლებლები მთელ ლექციას წამიკითხავენ და ამის ნერვები ნამდვილად არ მაქვს. მე ვარ როზა მარტინესი 17 წლის თინეიჯერი(ამასაც თუ თინეოჯერობა ქვია)
სიმართლე გითხრათ ჩემ თავზე არასოდეს არ ვლაპარაკობ მაგრამ გეტყვით რომ ვარ ჩაკეტილი, ვერავისთან ვპოულობ საერთო ენას და სკოლაშიც ჩემი მისია მხოლოდ და მხოლოდ სწავლაა. ალბათ მიხვდით რომ ჩემს კლასში ახალი მოსწავლე გადადის, როგორც დედაჩემი ამბობს ეს მისი ბოლო იმედია რომ მეგობარს ვიპოვი.
როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან უბრალოდ ძავცივი, ვისაუზმე და სკოლისკენ მიმავალ გზას დავადექი

სკოლაში დაახლოებით 5 წუთში მივედი, როგორც ყოველთვის ყურადღება არავის მოუქცევია და მეც ჩემს მერხთან დავჯექი. ახალი მოსწავლე არ ჩანდა არადა როგორი იმედი მქონდა :(( აიი გაკვეთილიც დაიწყო, ჩვენი ძვირფასი მასწავლებელი დაპროგრამებული რობოტივით ჩაირთო და უცებ კარი ვიღაც დაბნეულმა გოგონამ შემოაღო. მასწავლებელს სახეზე უსიამოვნება დაეტყო მაგრამ არაფერი არ უთქვამს და პირდაპირ ახალი მოსწავლე გაგვაცნო. 
-უკაცრავად ცოტა დამაგვიანდა, მე ვარ ემა თორნი თქვენი ახალი კლასელი
-ცოტა?(მასწავლებლები და მათი სწერვობა)წადი და სულ ბოლოში დაჯექი, მერე შეგიცვლი ადგილს
მასწავლებელმა ჩემს გვერდით მდგომ მერხზე მიანიშნა და ისიც დიდი სიამოვნებით წამოვიდა.
-ჰაიი
-ჰაიი მე როზი ვარ
-ძალიან კარგი როზი, ისე როუზი უფრო შეგეფერება
ასე მელაპარაკა მთელი გაკვეთილები და სიმართლე გითხრათ მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. რაღაცით ძალიან მგავდა ემა და რაღაცით ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ჩემი გართობა შეძლო. 
გაკვეთილები მორჩა თუ არა ემამ ნომერი გამომართვა ერთდროულად გამიკვირდა და მესიამოვნა მისი საქციელი და ნომერი მივეცი. გზა სახლისკენ შეიუმჩნევლად გაილია. 
-როზ მოხვედი? რა ხდებოდა სკოლაში? გაიცანი ახალი კლასელი?
-კარგი რაა დეე კითხვებს ნუ მაყრი, არაფერიც არ ხდებოდა
წინასწარი დასკვნები არ მიყვარს ამიტომ დედაჩემისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი მაგრამ ისე ჩამაცივდა რომ მაინც ყველაფერი მათქმევინა.
როგორც ყოველთვის ვიმეცადინე და კომპიუტერს მივუჯექი, მთელი ჩემი ცხოვრება ესაა: სკოლა, მეცადინეობა და კომპიუტერი. მთელი დღეა ტელეფონს თვალს არ ვაცილებ იმედი მაქვს რომ ემა მომწერს მაგრამ სულ ტყუილად.
რა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე რომ ვინმეს ჩემთან მეგობრობა მოუნდა? 

მოთხრობა,რომელსაც ვიწყებ prinncess♥nina-ს ხათრით )
ნახეთ და შემიფასეთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 765 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-02-28 Spam
ahaa ukve 15 comentari aq ^ ^ gaagrdzele biggrin :*