მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » Stay Strong 3
2:49 PM
Stay Strong 3
დილით დუგლასის მესიჯმა გამაღვიძა : 
-როგორ ხარ.? მიხარია რომ გნახავ , გუშინ ხომ შემპირდი 
ოოოხ არა , დღეს ხომ მეგანის დაბადების დღეა და უნდა მივეხმარო . რატომ შევპირდი ? რამ დამავიწყა . არადა მომწონს კარგი ბიჭია სამეგობროდ ვერ ვაწყენინებ. მაგრამ მეგანი ? რომ მთხოვა მომეხმარეო ? არა რა , რა დავაშავე ასეთი დღე რა ცუდად დაიწყო . არჩევანი უნდა გავაკეთო ან საუკეთესო მეგობარი ან დუგლასი და ან ორივე . ორივე , რათქმაუნდა ორივე . სკოლაში წავალ დუგლასს ვნახავ , ყველაფერს ავუხსნი და მერე უცებ მეგანთან გავიქცევი . ოხ რა ნიჭიერი ვარ :)) ვუპასუხე დუგლასს: 
-კი გნახავ , მხოლოდ პირველ გაკვეთილზე მცალია მერე უნდა გავიქცე საქმე მაქვს . 
-კარგი , პირველ გაკვეთილზე არ შევალ და სკოლის კაფეში დაგელოდები. 
-კარგი , შეხვედრამდე 
საბოლოოდ ავდექი , ვისაუზმე და ჩავიცვი . ასე გამოვიყურებოდი : 
ტაქსში ჩავჯექი და მეგანს დავურეკე : 
-გილოცავ ჩემო საყვარელო , რავალს დაესწარი , ძალიან მიყვარხარ ხო იცი . 
-მადლობა ბარბ..მოდიხარ უკვე ? 
-აუ მეეგ , ცოტა შემაგვიანდება მაპატიე რა . 2 საათში მოვალ ალბათ 
-მაგრამ ხომ შემპირდი , ჩემი კაბა ? 
-ვიცი მეეგ , მაპატიე , შენ კაბას მე გამმოვიტან . 
-კაი გელოდები , უკვე 1 საათსა და 55 წუთში აქ იყავი 
-კაი გკოცნი 
სკოლაში მივედი..ჩავედი სკოლის კაფეში და დუგლასი მართლაც იქ დამხვდა. 
-ჰაი ბარბ.. 
-ჰაი . 
-მოდი დაჯექი . სკამი გამომიწია . -როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები. 
-მადლობა. 
-შეგიძლია ხვალ კინოში წამოხვიდე ჩემთან ერთად ? მეგობრები ვიკრიბებით . 
-კი მაგრამ , ბეჰატი ? 
-ბეჰატი ? 
-ხო ის ხომ შენი შეყვარებულია 
-არა საიდან მოიტანე , უბრალოდ მას მოვწონვარ და ის დედაჩემს მოწონს. მე ჩემი საკუთარი აზრი , ოცნებები გამაჩნია და ამ ოცნებებში მთავარი მოქმედი გმირი შენ ხარ. 
მე გავწითლდი.ის ნელ ნელა ჩემკენ იწვდა. ღმერთო რალამაზი თვალები აქ, ვფიქრობდი გულში . მან კოცნა დააპირა , წინააღმდეგობა არ გამიწევია , მაგრამ ამ დროს კაფის კარები გაიღო და დირექტორი შემოვიდა . 
-ბარბარა ? დუგლას ? 
-გისმენთ . ვუთხარით ორივემ დარცხვენილებმა.მაგრამ ორივეს გვეცინებოდა. 
-გაკვეთილზე რატომ არ ხართ ? და იმედია ეს ყველაფერი მომეჩვენა . 
-კი კი მოგეჩვენათ . წამოვიყვირე მე და მხოლოდ 1 წუთში მივხვდი რაც ვიბოდიალე. 
-იცით ახლა რაა მოხდება ? 
-რა ? წამოვიძაეთ მე და დუგლასმა . 
-თქვენი მობილურები მომეცით , აიპადები და ემპეტრებიც თუ გაქვთ. ახლა კი ადექით და კაფის დალაგება დაიწყეთ , საღამომდე აქ იქნებით , ყველას მოემსახურებით და დაალაგებთ. ხვალ კი თქვენზე ადრე თქვენი მშობლები მოვიდნენ სკოლაში! გვიყვირა და კლასიდან გავიდა . 
დუგლასმა სიცილი ატეხა , მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე . 
-რა გატირებს ? 
-დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა , შევპირდი რომ ორ საათში მივიდოდი და მის კაბასაც მე გამოვიტანდი / 
-კარგი არაუშავს გაგიგებს , ნუ ტირი . მითხრა და თავზე მაკოცა. 
-არ დავალაგოთ ? 
-დავალაგოთ ? 
-ხო , ხომ გვითხრა დაალაგეთო 
-კაი რა ეგ სულ ესე ამბობს . დამიჯერე ხვალ ჩვენი მშობლები რომ არ მოვიდნენ არც კი გაახსენდება. დალაგებით კი , დამლაგბლები დაალაგებენ . დაავიწყდა მათი გაფრთხილება , რომ ჩვენ უნდა დაგველაგებინა. ჩვენ უბრალოდ გავერთოთ 
-ჰმ.. როგორ გავერთოთ ? მუსიკა არ არის , ყველაფერი ჩამოგვართვა. 
-მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ. 
-კი მაგრამ ჩვენ ორნი ვართ. არამგონია საინტერესო გამოვიდეს. 
-პირიქით , ორშია ყველაზე საინტერესო . მე ვიწყებ . 
-სიმართლე თუ მოქმედება ? - მკითხა დუგლასმა. 
-სიმართლე 
-კარგი , მშვენიერია . შანსი რომ გქონდეს , ჩემი შეყვარებული გახდებოდი და ყველას დასანახად იტყოდი რომ ძალიან გიყვარვარ ? 
-ეგ ორი კითხვაა :დ 
-კარგი , მაშინ პირველზე მიპასუხე. ჩემი შეყვარებული გახდებოდი ? მხოლოდ კი ან არა. 
-კი . ვუპასუხე და ჩავიცინე. ახლა ჩემი დროა 
-სიმართლე თუ მოქმედება ? ვკითხე მე 
-სიმართლე. 
-ბეჰატი მართლა არ გიყვარს ? 
-რათქამუნდა , არა. 
ჩვენ თამაში გავაგრძელეთ . ამ დროს სკოლა დამთავრდა და კაფეში ბეჰატი შემოვიდა. ჩვენ კუთხეში ვიჯექით და დუგლასს ხელი ქონდა გადახვეული . 
ისეთი სახე მიიღო ბეჰატმა მეგონა გადამყლაპავდა. 
-დუგლას გაკვეთილები დამტავრდა და ჯობია წავიდე. იმედია მიმიშვებს მეგანი სახლში . 
-კაი , მეც მოვდივარ , ტელეფონები გამოვართვათ დირექტორს. 
დირექტორთან ჩავედით . კარზე დავაკაკუნე 
-შეიძლება ? 
-მობრძანდი ბარბარა 
- შეიძლება ჩვენი ტელეფონები წავიღოთ. 
-თქვენი ტელეფონები ? მე მქონდა ? 
მე დუგლასის ნათქვამი გამახსენდა და სიცილი ამიტყდა . მაგრამ თავი უცბად შევიკავე. 
-კი თქვენ გქონდათ. აი იქ დებს . მივანიშნე ფანჯრისკენ. 
-კარგით აიღეთ. 
-მადლობა, ნახვამდის. 
გარეთ გავედი , დუგლასი იქ მელოდებოდა. 
-აი აიღე , იცი არ ახსოვდა რომ ჩამოგვართვა :დ 
-ხომ გითხარი , მე გამოცდილი ვარ . 
სიცილით , გავედით სკოლიდან . 7 საათი იყო და ბნელოდა. 
-საით მიდიხარ? 
-მეგანთან მივალ სახლში . იმედია მაპატიებს 
-გაგაცილებ . ბნელა მარტო ხომ არ გაგიშვებ. 
ხელი გადამხვია და ისე გავუყევით ნიუ იორკის განათებულ ქუჩებს. აი აქ ცხოვრობს. 
-მიდი გელოდები , იმედია შეგიშვებს. 
კარებთან მივედი და დავაკაკუნე. კარი ატირებულმა მეგანმა გამიღო...

-GabbY-♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 764 | დაამატა: ♛Smiler♛Smiler♛ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-12-23 Spam
dzan dzan magaria