მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » statuss
4:54 PM
statuss
Statusy Fav. Statuss!
for Little♥Daisy
ახლა მარტო მარისთვის კი არ გეგონოთ :დ
შემოდით სრულში
იმედი მაქვს მოგეწონებათ!

-ადრე წავედი,  თუ,  წვიმებმა დაიგვიანეს...
სასწაულები ხდება წამებში!
და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა ...თითქოს ღრუბლებზე ფეხი დაუცდა...
სხვა რომ არაფერი ვთქვა, დღევანდელი დღეც კარგი იყო... ჰოო ალბათ რავიც... :))
უმისამართოდ შორს გამგზავრება და წვიმიანი მინდა ამინდი...
როცა იმას ვერ აფასებ რაც შენია,მაშინ დაკარგვაც არ უნდა ინანო )))
ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც..))
– თქვენმა დაუხვეწავმა ხუმრობებმა უკვე დამღალა ))
ყოველთვის არსებობს დაუვიწყარი წამები♥
ნახე ის მოდის.. - ვიინ?.. - შენი ღიმილის ავტორი..!
- ხომ ხედავ, ცოტათი თავაზიანობა და უკვე არც ისეთი მახინჯი ხარ...♥
ხანდახან ყველაფერი მაშინ იწყება...ვფიქრობთ რომ დასასრულია:))
ერთხელ ხო მაინც გიჟდება ყველა:)
ზოგი რამ ისე მარტივია ფიქრადაც არ ღირს...
ცრემლები მენანება შენთვის ))
თუ იცი რატომ გიყვარს ესეიგი არ გიყვარს!
ერთ მშვენიერ დღეს ამოგხევ წარსულის ფურცლებიდან . . . !
სიყვარული ეკითხება მეგობრობას: - რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე? მეგობრობა პასუხობს: - რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს...
ისე ვერ ამოხვალ ჩემი გულიდან,როგორც კვადრატული ფესვი ნულიდან...
იმას მიწაზე ვერავინ წაშლის...რასაც უფალი გადაწყვეტს ცაში!.. ✿ - ცაში!.. ✿
სიყვარულში არ ა რსებობს:"არ ვიცი" და "ვერა"სიყვარულის სიტყვებია: "მიყვარხარ" და "მჯერა"
"სიკვდილით მთავრდება ცხოვრება, არა ურთიერთობა."
მხოლოდ მონატრებამ შეიძლება გაგრძნობინოს რის და ვის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება...
მინდა დაგივიწყო! მინდა არ მახსოვდე! მინდა შეგიძულო,მაგრამ უფრო მიყვარდები . . . ! = (
ალბათ ვერ გეტყვი ვერასდროს იმას, რაც დავინახე მე შენს თვალებში..!
დიდი მაშინ კი არ ხარ როცა დედას აღარ უსმენ, დიდი მაშინ ხარ როცა ფიქრობ რომ დედა მართალი ყოფილა ))
-ვიცეკვოთ დაღლამდე,წამების გასვლამდე,ვიმღეროთ წასვლამდე,ფარდების ახდამდე...
რატომ დამყვები უკან? -შენ ხომ პატარა ხარ )) იქნებ ვინმემ გაწყენინოს ♥♥
ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება..
არც შეადაროთ..არც შეადაროთ თქვენი ნიღბები ჩემს გრძნობებს
ერთ ადამიანს მეორეს სიყვარული საზღვრებისა და ვალდებულებების გარეშე შეუძლია...
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს
იშვიათად მაგრამ მინახავს დედამიწაზე ანგელოზები..მინახავს და აღფრთოვანება ვერ დამიმალია ..სად მალავენ ფრთებს.. ადამიანებმა რომ არ დაატეხონ )
ბედნიერებისკენ მისწრაფვა უბედურებას იწვევს..ბედნიერება თვითონ მოდის შენში და არა პირიქით..
მიყვარხარ! ზომბების ფონზე მხოლოდ შენ ჩანხარ ადამიანი.
წვიმდა.. უბრალოდ კოკისპირულად ..რითმულად ეცემოდა წვიმის წვეთები დედამიწას ..რითმულად და ამავდროულად ტკივილით..ზეციდან ხომ ცოდვილ მიწას ისინი ტანჯვით ხვდებოდნენ..
უყურე და გაოცდი როგორ თამაშობენ ადამიანები სიყალბეს.. მაგრამ უფრო გაოცდები მაშინ როცა დასკვნას აღმოაჩენ: შენ როგორ უძლებ მათ!
ფერად აფსურდში ვცხოვრობ . . შავ - თეთრ ქვეყანაზე
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,ხანდახან ანგელოზს გადმოსდის ცრემლები(
"გაგიჟდა” არა იმიტომ რომ უღალატეს არამედ იმიტომ რომ უყვარდა მოღალატე.
ყოველი ჩვენგანი ანგელოზია . . ოღონდ ერთი ფრთით და . . ფრენა მხოლოდ . . სხვასთან ჩახუტებულებს შეგვიძლია . . .
გულგრილობა დაღვარძლული სიტყვების იერიშის მოგერიების საუკეთესო საშუალებაა.
დრო ვერასდროს შემიცვლის გრძნობას...
ძნელია იყო მორცხვი, როდესაც საუკეთესო ხარ!
ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს.ყველა საუბრობს მასზე, მაგრამ ცოტაა ვისაც თავისი თვალით უხილავს იგი..
ყველაფრის ახსნა შეიძლება,მაგრამ ყველასთვის არა!!
 ჩემზე უკეთესი იპოვე ? აპლოდისმენტები 
 არ დაკარგო საყვარელი ადამიანი გაუაზრებელი შეცდომის გამო, ის ხომ ყოველთვის შენს გვერდით არის ჭირშიც და ლხინშიც, ის ყოველთვის ცდილობს გაგიგოს და ასრულებს ნებისმიერ შენ სურვილს. არ არჩიო ზურგი – მხარს.
 ნდობა საშლელივითაა, ყოველი შეცდომის შემდეგ სულ უფრო პატარავდება.
ოდესმე... სხვა ცხოვრებაში... იქ გეტყვი ჩემს სათქმელს...!
 დარდი, ოცნება, ფიქრი, სინანული ასე და ამგვარად იწყება სიყვარული.
მონატრება მძიმე,მხოლოდ მოგონებებია!♥
 იღიმის ? ესე იგი შენია ! )
ვეღარ ვხედავ შენში იმ სულს, რომელსაც ჩემი მუზა ერქვა...

-მაპატიე, მაპატიე ის შეცდომა, რომელიც შენთან დავუშვი.
-რა შეცდომა ?
-მიყვარდი...
თუ გინდა ჭკვიანი იყო ისწავლე გონივრულად შეკითხვა , ყურადღებით მოსმენა, მშვიდი პასუხი და ლაპრაკი შეწყვიტე ,მაშინ როცა სათქმელი არაფერი გაქვს....
არასდროს ვინანებ რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავი თუნდაც ცოტა ხნით... !
ღიმილი არ ნიშნავს იმას რომ ხარ ბედნიერი…ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს რომ შენ ხარ ძლიერი…!! 
მიხარია. ვიცი რომ კიდევ გახსოვარ და ჩემს დანახვაზე გეღიმება. ვიცი რომ გულში კიდევ ამბობ "ჩემი პატარა"
აუ ისეთმა ბიჭმა დამგოსტა, ეშმაკმა რომ დაინახოს პირჯვარს გადაიწერს
 კარგად შემომხედეთ და დამიმახსოვრეთ,თუმცა დარწუმენებული ვარ ”ზოგიერთს” შემოხედვაც არ უნდა ისე ვახსოვარ ,,))
არ გაიხსენო არც ერთი ფრაზა, რაც ჩვენ ორს შორის წააგავს ნათქვამს...არ გამაგონო გამიშვი გავალ, აღარ შეწუხდე, მე თვითონ წავალ...
ხალხი თავს აბეზრებს ერთმანეთს ,მე კი ჩემი თავი მბეზრდება მაშინაც კი ,როდესაც 10 წუთის განმავლობაში მარტო ვრჩები .
შურიანი ადამიანი ორმაგად უბედურია: საკუთარი უბედურებით და სხვისი ბედნიერებით.
დააფასე, სანამ მის სუნთქვას გრძნობ.

- გიყვარს? 
- არა. 
- მაშ რაშია საქმე? 
- მე ის ისევ მენატრება . მე მას ისევ ველი . მე ის კი არ მიყვარს არამედ ვაღმერთებ !
სიტყვები ზედმეტია მაშინ როცა თვალები ლაპარაკობენ..... 
ჩემი გული მაშინ შეწყევტს ფეთქვას როცა შენ ჩემგან წახვალ...
ზოგჯერ ისეთი უფლისწულები გხვდება , რომ ჯობს მის ცხენს გაყვე ცოლად ვიდრე მას
სიყვარულის სადღეგრძელო მანამ არ დალიო, სანამ იმ თვალებს არ გაიხსენებ ,რომელშიც პირველად დაინახე შენი თავი..
 ძალიან გიყვარდაი ეგ არაფერია..!! მეტად ყვარებიათ სხვებს, ძალიან მოგწონდაი!. რა ვუყოთ მერე, განა არ მოსწონდათ სხვეებსი!!.. ცხოვრებას შეწირავდიი? მიკვირს, განა აცხოვრება შეუწირავთ სხვებსი! ცხოვრება თატრია, ითმაშე, ოღონდ ნუ გაიღებ მსხვრეპლს.. !!
.თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე..
ზაფხულის დილა.მარწყვის კოქტეილი,შენი ხმა,ჩემი ღიმილი,შენი ტუჩები და ... ''მაღვიძარა'' - ეს ისევ სიზმარია ...
ყველა ამბობს რომ ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის, მაგრამ ეს სიმართლე არაა, ყოველთვის როცა შენი ხმა მესმის თავიდან მიყვარდები.
ჩემს სულში ჩაიხატე ფიქრებად... ც
ოვრებამ კიდევ ერთხელ იცვალა ფერები, მალდიერი ვარ,რომ თავიდან შთაბერე სული მომაკვდავს და განწირულს ცრემლებისათვის...
თუ შენს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ყოფნის დროს შენი წარსული გავიწყდება, ესეგი ეს ადამიანი– შენი მომავალია.
სევდა,სინანული,ცრემლი,სიხარული აი ეს არის წმინდა სიყვარული.
ახალ წელს უნდა ჩაგიფიქრო და ამიხდი იცოდე♥
უცნაურია,მაგრამ სიყვარული ძნელია,რომ არ გიყვარდეს უფრო ძნელია,და სიყვარულის დავიწყება წარმოუდგენელია ....
ბედნიერებაა როდესაც ადამიანს თვალებში ჩახედავ და სიყვარულით აღსავსე მზერას წააწყდები რომელიც გეუბნება: მიყვარხარ, მახსოვხარ, მჭირდები!... 
ვგრძნობ , როგორ მიედინები სისხლძარღვებში . . როგორ . . ფეთქავ გულ – მკერდის არეში . . როგორ . . მივსებ ფილტვებს . . . ვერავინ შემივსებს უშენობით გამოწვეულ კივიილს )))
 ალბათ ნამდვილი ბედნიერება ისაა , რომ გაიღვიძო ღამით დაინახო თუ როგორ მიდის ის ბავშვის საწოლთან და ამბობს : " ჩუმად სიხარულო თორე დედიკოს გააღვიძეებ .. ♥ 
ნამდვილი კაცობა ის კი არ არის რამდენ გოგოსთან იყავი.. არამედ ის თუ რამდენს უთხარი უარი ერთის გამო...
სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს, ვინა თქვა ვითომ მისი ტოლია, სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის მერე? - არამგონია...
რა მაგარია როცა ტყუილს ისმენ და თან სიმართლე იცი..
ადამიანები ხშირად რჩებიან მარტო, იმიტომ რომ ისინი კედლებს აშენებენ ხიდების მაგივრად.

როგორ ფიქრობ თუ სიყვარული ნამდვილია , ის დაბრუნდება?
– თუ სიყვარული ნამდვიალია . ის არსად წავა...

შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მონატრების მკრთალი სილუეტი...
გტკივა - მოითმინე. გკითხეს - არ მოიტყუო. ცუდად ხარ -გაუძელი. გახსოვდეს -ეს ცხოვრებაა.
მე მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც ხელით შეურაცხყოფას კოცნით პასუხობენ;
სიყვარულის ახსნა ძალიან ჰგავს წყლის გემოს ახსნას
დიდი ხნის შემდეგ...როცა წლები მოღლიან მუხლებს და წამოდგომაში დამეხმარები,როცა თვალებს ფერი გაუხუნდებათ –მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ..♥
მან მკითხა მიყვარდა თუ არა მე ის,,მე სიამაყის გამო ვუპასუხე "არა" მან კი გაიცინა ჩამეხუტა და მითხრა "მოგიწევს"♥
თვალებს ნუ დახრი უნდა ჩაგხედო, უნდა ვიპოვო სევდის იარა, ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი, როგორც ჩემამდე ხმებმა იარა. უნდა ვიპოვნო ის მონატრება შენ რომ თვალები დაგიწყლიანა, უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში და მოგიშუშო ყველა იარა.
Every song has a memory, every song has the ability to make or break your heart. 
ყველა სიმღერას აქვს მოგონება, ყველა სიმღერას შესწევს ძალა გაგიხაროს ან გაგიტეხოს გული.
I`m an awesome singer... When no one is listening. 
მე ვარ არაჩვეულებრივი მომღერალი... როდესაც არავინ მისმენს.
Who cares if this song is old? i like it! 
ვის ანაღვლებს, თუ სიმღერა ძველია? მე მომწონს ის!
I hate it when bad memories ruin good songs.
მე მეზიზღება, როდესაც ცუდი მოგონებები ანადგურებენ კარგ სიმღერებს.
If I could remember school work like I remember lyrics. I`d be like a genius. 
რომ ვიმახსოვრებდე სკოლის დავალებას ისე, როგორც სიმღერების ტექსტებს, მე ვიქნებოდი გენიოსი.
One thing about music, when it hits you, you feel no pain...
ერთი რამ მუსიკაზე: როდესაც ის გირტყამს, შენ ვერ გრძნობ ტკივილს.
I hate it when a really good song comes on the radio in the car,and someone turns it down to talk. 
მე მეზიზღება, როდესაც კარგი სიმღერა ტრიალებს რადიოში, მაგრამ ვიღაც დაბალზე უწევს ხმას, იმიტომ, რომ ილაპარაკოს.
You are the boy, and I am the girl. You text me first or we`re not going to talk today. 
შენ ხარ ბიჭი და მე ვარ გოგონა. შენ მომწერე პირველმა, თორემ ჩვენ არ ვილაპარაკებთ დღეს.
Sometimes I wish I was a little girl again, because bruised knees heal faster than broken hearts. 
ზოგჯერ მე ვოცნებობ, რომ ვიყო ისევ პატარა გოგონა, იმიტომ, რომ ნატკენი მუხლები მიშუშდებოდა 
უფრო სწრაფად, ვიდრე ნატკენი გული.
Boys are like stars, there are millions of them out there, but only one can make your dreams come true. 
ბიჭები ვარსკვლავებივითაა, ისინი მილიონნი არიან, თუმცა მხოლოდ ერთს შეუძლია შენი ოცნების ასრულება.

ნიკო გომელაურის შემოქმედებიდან

*******
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
  -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

*******
 სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი


***********
კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"

**********
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

ბავშვებო იმედი მაქვს სიახლე მოგეწონათ..რავი მგონი კარგი გამოვიდა :დ
თქვენი მარი <3 ))
MissMartina
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1021 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-03-27 Spam
dzalian kargiia <3