მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » Stars<3)
6:52 PM
Stars<3)

შარლიზ ტერონი - ვარსკვლავის დედამ გოგონას თვალწინ მოკლა საკუთარი ქმარი!

დიდი ხნის განმავლობაში, მამაზე დასმულ შეკითხვებს მსახიობი თავს არიდებდა ან პასუხობდა, რომ ის დაიღუპა ავტოავარიაში მაშინ, როდესაც თვითონ 15 წლის იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოსკაროსანი მსახიობის მიერ იოჰანესბურგში გატარებული ბავშვობა სულაც არ ყოფილა მარტივი და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი. მაგრამ მთავარი მიზეზი, რატომაც ვარსკვლავი ცდილობს დაივიწყოს ის დრო, არის ერთ-ერთი ჩხუბის დროს დედის მიერ მამის მკვლელობა, რომელიც თავდაცვით ხასიათს ატარებდა.



ლეიტონ მისტერი - დაიბადა ციხეში!

ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ „ჭორიკანას" ვარსკვლავი დაიბადა ციხეში, სადაც დედამისი იჯდა 10 წელი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. „მე დავიბადე არა ციხეში, არამედ საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს დედაჩემი მშობიარობისთვის. 10 წელი მზრდიდა ბებია. ნამდვილად მშვენიერი ბავშვობა მქონდა" - პასუხობს ლეიტონი ჟურნალისტების მოსაბეზრებელ კითხვებს. რა მნიშვნელობა აქვს სად და როგორ, მთავარია დაიბადა მშვენიერი ლეიტონ მისტერი და ბევრი მოზარდის კუმირიც გახდა "ჭორიკანაში" შესრულებული როლისათვის.



ჯეკ ნიკოლსონი - მსახიობის და მისი დედა აღმოჩნდა

ჯეკ ნიკოლსონი იზრდებოდა მამის გარეშე, დედასა და უფროს დასთან ერთად. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა მიაყენა იმის გაგებამ, რომ საკუთარი და დედა იყო, ხოლო საყვარელი დედა - ბებია. ამ საიდუმლოს ფარდა 1976 წელს ახადა ჟურნალმა „თაიმსმა", რომლის თანახმადაც ჯეკის სტრიპტიზიორი და ადრეულ ასაკში დაორსულდა და იმის გამო, რომ მზად არ იყო დედობისთვის, შვილი ბებიას გააზრდევინა. კარგად მოფიქრებულ ტყუილში ცხოვრობდა ჯეკ ნიკოლსონი 37 წლის ასაკამდე, სანამ ერთ დილითაც არ გადაწყვიტა პრესას გასცნობოდა...



ტობი მაგუაერი - მამამისი ბანკებს ძარცვავდა

დანაშაულთან მთავარი მებრძოლი ადამიანი ობობა, წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა საკუთარ მამას, რომელმაც ბანკების გაძარცვის გამო ორი წელი ციხეში გაატარა. 1993 წელს, მას შემდეგ რაც ექიმმა შეცდომით დაუდგინა კუჭნაწლავის კიბო, უფროსმა მაგუაერმა გადაწყვიტა ფულის შოვნის ადვილი ხერხისთვის მიემართა. გაძარცვა ხმამაღლა ნათქვამია იმასთან შედარებით, რაც მან გააკეთა: შევიდა უახლოეს ბანკში და ოპერატორს მიაწოდა ფურცელი წარწერით „არ მაქვს ფული, ვკვდები კიბოსგან". ეს უკანასკნელი იმდენად შეძრა მისმა გულწრფელობამ, რომ გადმოიღო ჩანთა და ფულით აუვსო. რა თქმა უნდა, ფული სახლამდე არ მისულა...



ოპრა უინფრი - პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა!

„ყველაზე გავლენიანი ქალი" ოცი წლის განმავლობაშ მალავდა, რომ 14 წლის ასაკში ბავშვი ეყოლა. საინტერესოა, ეს ამბავი ოდესმე თუ გახმაურდებოდა რომ არა ოპრას და, რომელმაც ინფორმაცია 19 000 დოლარად გაყიდა. პატარა ოპრა ძალიან განიცდიდა მშობლების განშორებას. მოგვიანებით, დედა მეორედ გათხოვდა. მამობილი არა მხოლოდ სცემდა, არამედ ძალასაც ხმარობდა 14 წლის გოგოზე, რომელიც მალევე დაორსულდა. ბავშვი უდღეური დაიბადა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.



ვუდი ალენი - ცოლად საკუთარი შვილობილი მოიყვანა

ჩემი ბედნიერება და ჩემი წყევლა" - უწოდა მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ვუდი ალენმა 1992 წელს. ერთ დილით, რეჟისორის მეუღლემ ნახა არასრულწლოვანი შიშველი შვილობილის ფოტო. „ვიცი ცუდად ვიქცევი, მაგრამ არც ერთ ქალთან თავი ასე კარგად არ მიგვრძნია" - თავს იმართლებს 62 წლის ვუდი. მისი სიტყვებით ნაშვილები გოგონა პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობაა 35 წელია, სუნ-ს სრულწლოვანობისთანავე სთხოვა ხელი.



ლუსი ლუ - ბავშვობაში ფაბრიკაში მუშაობდა

როდესაც სერიალ „ელი მაკბილის" რეჟისორმა მცირე დრო მისცა ლუსის ინგლისურის სრულყოფილად შესასწავლად, გოგნა არ დაბნეულა, მას ცხოვრებაში ბევრად რთული „რაღაცებიც" უკეთებია. მომავალი მსახიობის მშობლები ამერიკაში გადმოსახლებისთანავე აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში, რამაც აიძულათ ფულის შოვნის სხვადასხვა ხერხისთვის მიემართათ - თუნდაც მცირეწლოვანი ქალიშვილის პიჟამოების საწარმოში მიბარება. „მაშინ 11 წლის ვიყავი, მაგრამ უფროსებივით ვმუშაობდი. მახსოვს ისე ვიღლებოდი, რომ საწოლამდე ძლივს მივდიოდი საღამოობით. დილით ისევ ადრე ვდგებოდი და მთელი დღე ვმუშაობდი, რამდენიმე დოლარი რომ მიმეტანა სახლში".


სიახლე დაამოწმა :
Smiler_Cancar
(Smiler)

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 659 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-12-08 Spam
kargi siaxlea yochag <3