ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი(ინგლ. SpongeBob SquarePants) ამერიკული ანიმაციური სერიალი, რომელიც 1999 წელს ეთერში ტელეკომპანია ნიქელოდეონმა გაუშვა. მცირე დროში სერიალი გახდა ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალებიდან.
მთავარი გმირი სპანჯ ბობი ანუ ღრუბელი ბობია. ის ცხოვრობს წყალქვეშა ქალაქ ბიკინი-ბოტომში ნიჟარის ქუჩა №124 სახლ-ანანასში თავის ლოკოკინა ჰერისთან ერთად. ის დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს.