მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 30 » Something always brings me back to u (=8=)
7:05 PM
Something always brings me back to u (=8=)

Something Always Brings Me Back To U
  "არსულს ურმე აბრუნებაც ეუძლია..ითუმეტეს აშინ,
ოცა არსულსვენ ვითონაც ცილდებით.. "


ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე,ჩანთა შემოსასვლელში დავაგდე და სასტუმრო ოთახისკენ წავედი,საიდანაც ანასტასიას ტლიკინის ხმა გამოდიოდა.დედაჩემმა ოთახში შესვლისთანავე შემამჩნია.
-მოხვედი?როგორი იყო? - დაინტერესებით მკითხა.
-კარგი. - ზერელედ ვუთხარი და მზერა მამაჩემისკენ გადავიტანე,რომელიც სავარძელზე იჯდა და კომპიუტერს მიშტერებოდა.

-მხოლოდ კარგი?მეტი არაფერი?
-ხო,ხომ იცი არ მიყვარს ლაპარაკი. - დივანზე დედაჩემის გვeრდით დავჯექი და ტელევიზორის პულტის უაზროდ თამაში დავიწყე.
-სუფთა მამაშენის შვილი ხარ. - პულტი ხელიდან გამომგლიჯა,ჩვენს საყვარელ სერიალზე გადართო და საათს გახედა. - ახლახან დაიწყო. - კმაყოფილი სახით თქვა.
-აა, არ ვიცოდი შენ რომ არ გეთქვა ვისი შვილი ვიყავი.ხო..ახლავე მოვალ და ვუყუროთ.-ზანტად ავდექი,სამზარეულოში გავედი და ჯეიკის ნომერი ავკრიფე.
-ანა? - შეშნებული ხმით წარმოქვა ჩემი სახელი.როგორც ჩანს ეგონა, რომ რაღაც მოხდა.აბა, ასეთ დროს მე მისთვის რატომ უნდა დამერეკა?
-დღეს ლუკასს უნდა ვანახო ანასტასია,ცხრისკენ..და იცოდე, რომ აღარ გამოუარო.მე დავიტოვებ ამაღამაც.ხვალ საღამოს მოდი წასაყვანად.კარგი? - ბოლო სიტყვა თხვოვნით ვუთხარი.
-კარგი,ოღონდ დამალაპარაკე სანამ დააძინებ,არ დაგავიწყდეს. - უცბადვე შეეცვალა ინტონაცია.
-კარგი.- ტელეფონი უნებურად გავუთიშე.მისი ხმის გაგონებისას ერთადერთი რაზეც ფიქრი შემეძლო მისი სხეულის სითბო იყო.არ შემეძლო სხვა რამეზე მეფიქრა.იმდენად მონატრებული მქონდა მასთან სიახლოვე, რომ უკვე ოცნებებშიც გადავეშვი,წარმოვიდგინე ჩვენი შერიგება..ორივენი ისევ ერთად,ერთ სახლში ბავშვთან ერთად..ქორწილი რომელსაც ვგეგმავდით...
-მოვედიიი. - განწირული ხმით დაიყვირა ქეითმა. მისმა ხმამ გამომაფხიზლა და მწარე რეალობაში დამაბრუნა,სადაც ვიცოდი რომ აღარასდროს მოხდება ის,რაც ასე მინდოდა.არანაირი სურვილი არ მქონია ქვემოთ ჩასვლის დაქეითის სიცანცარის ყურების.დარწმუნებული ვიყავი ახლა ანასტასიას ეთამაშებოდა.ალბათ, ჩემთვის კარგა ხანი ვერც მოიცლიდა.ამიტომაც ბალიში ავწიე და ლოგინზე მივწექი.ჯეიკზე ფიქრი აღარ გამიგრძელებია,ტელეფონი ავიღე და სურათების თვალიერება დავიწყე.თუმცა, აქაც ჯეიკი..ქეითი მშვენიერ დროს შემოვიდა ოთახში, ჯეიკზე ფიქრები ისევ გამეფანტა.
-დავიღალე. - ერთადერთი სიტყვა თქვა და ღონემიხდილი დივანზე მოკალათდა.ჩემი მზერა მისმა გამომწვევმა ჩაცმულობამ მიიპყრო.
-სახლში მივდივართ ქეით,სახლში..და არა რესტორანში.ზოგჯერ გაარჩიეხოლმე სად რა უნდა ჩაიცვა.პრინციპში მაგ ჩაცმულობით რესტორანში კი არა, სტრიპტის ბარში უფრო მიგიღებდნენ.- გავუღიმე და თვალებში მივაშტერდი,მანაც გამიღიმა.
-შენ გირჩვენია გამოიცვალო.ანასტასიას მე ჩვაცმევ.თუმცა როგორ..ტანსამელი აქ არ აქვს..- დამწუხრებულმა თქვა.
-აბა ბოლო უჯრა გამოაღე..ნაწილი აქ აქვს.- გახარებული ქეითი წამოხტა და ანასტასიას ტანსაცმელებს დაუწყო თვალიერება.თავის კაბას მიაგნო,რომელიც თვეების წინ უყიდა,მაგრამ არც ერთხელ არ ჩამიცმევია პატარასთვის..საკმაოდ მოკლე და გამომწვევი ჩანდა :დ - ქეით,ტყუიალდ უყურებ. - თავი გაავქნიე და კაბაზე მივანიშნე.
-შენ ვინმემ აზრი გკითხა? - წარბები აათამაშა და ოთახიდან კაბით ხელში გავიდა.აღარაფერი მითქვამს, ბალიში ქვევით ჩავწიე და ჭერს უაზროდ მივაშტერდი.უცბად მანქანა გამახსენდა,ლოგინიდან კალიასავით ავხტი,წამებში უკვე ქვევით ვიყავი.ქეითი რაღაცას ჭამდა,ანასტასია ახალ კაბაში იყო გამოწყობილი და ისვე თავისი საყავრელი კუბიკებით თამაშობდა.დედაჩემი და მამაჩემი როგორც ჩანს სასტუმრო ოთახში ისხდნენ.
-შენ სულ როგორ უნდა ჭამდე. - ქეითს მოვქაჩე და გვერძე დავუჯექი.
-ესეც ამიკრძალე.- ლამის ლუკმა გადმოაგდო პირიდან.
-ადექი,მივდივართ...ტარება უნდა მასწავლო..- გადაწყვეტით ვუთხარი.
-ახლა არა. - როგორც ჩვევია უხეშად მიპასუხადა ისევ ჭამა განაგრძო.ისეთი შთაბეჭდილება დამრც თითქოს საჭმელი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე მე.
-კიბატონო. - გავბრაზდი და ადგომა დავაპირე.
-რა უაზრობაზე ბრზადები ხვდები? - გაოგნებულმა შემომხედა.
-კი.და ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისაა,რომ ტარება მასწავლო.თუმცა ჯერ მშია.- თავი მხარზე დავადე და მისი თეფშიდან სალათის ფოთლის ნაგლეჯი ავიღე.უნებურად,პირისკენ წავიღე,მაგრამ როცა გავაცნობიერე რის შეჭმას ვაპირებდი თავი სწრაფად ავწიე და ზიზღით ვუთხარი.- ფუუ,ამას რა გაჭმევს.
-ჯანსაღი კვების სურვილი.- ჩემს ჯინაზე პირში ჩაიტენა.
-ზოგჯერ მგონია რომ დედაჩემის შვილი შენ ხარ და არა მე. - ხმამაღლა,ჯენიფერის გასაგონად ვთქვი.
-ხო,მეც ეგრე მგონიახოლმე. - რა თქმა უნდა ჯენიფერი გამომეპასუხა, თან სამზარეულოშიც გამოვიდა.
-მშვენიერია,საუკეთესო მეგობარი დედას მართმევს.- სიცილით ჩავილაპრაკე,მაცივარი გამოვაღე,ჩემი საყვარელი ბანანი გამოვიღე და ჩემს კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი.
-რიჩარდმა გითხრა? - სერიოზული სახე მიიღო დედამ..გაზზე ბრინჯის რძიანი ქაში დაადგა,ალბათ პატარასთვის იყო განკუთვნილი.
-არა, რა უნდა ეთქვა? - ცნობისმოყვარედ მივაშტერდი.
-ზეგ ბიძაშენის დაბადებისდღეა, სასაფლაოზე მიდიან, თუ გინდა შენც წადი.ხვალ მიდიან ესენი.
-ნეშვილში? - აღშფოთებულმა წამოიძახა ქეითმა.
-ხო. - უღიმღამოდ თქვა დედამ, ბრინჯის ქასში კოვზს ისე ძლეირად ატრიალებდა თითქოს გზადაგზა დაბრკოლება ხვდებოდა და ამ დაბროკელების გადალახვას თავს წარმატებით ართმევდა.
- მოიცა და ვინ მიდიან? - პირველზე რაზეც ვიფიქრე ანასტასია იყო...ჯეიკი მას ან გამატანდა,ან არა...შემდეგ უნივესიტეტიზეც დავფიქრდი,გაცდენა მომიწევდა. - ან რამდენი ხნით?
-1 კვირით, მამაშენი, ბებიაშენი, ბიცოლაშენი და ბიძაშვილები.
- და შენ?
-მე როგორ წამოვალ..ბავშვს ვინ დაიტოვებს სანამ ჯეიკი სამსახურში იქნება?
- ბავშვს წავიყვანთ თან,ან ჯეიკის დედა დაიტოვებს.ეწყინებათ შენ რომ არ წამოხვიდე.
-არავითარ შემთხვევაში!! ბავშვსს იქ არ წაიყვან. - ჩაერთო ქეითი - ბებიაშენის ამბავი რომ ვიცი ..ხმამაღლა მოთქმას დაიწყებს,ან თუმდაც ბიცოლაშენი.თავიდანვე უნდა იზრუნო, რომ შენ შვილს კარგი გარემოპირობები შეუქმნა.გგონია პატარაა?მაინც დაითრგუნება.
- ქეითს აბსოლიტურად ვეთანხმები. - დარწმუნებით თქვა ჯენიფერმა.- გაიგე,თუ დაიტოვებენ ბავშვსს მაშინ წამოვალ,თუ არადა დავრჩები..არაა პრობლემა.
-რა აუცილებელია რომ 1 კვირა გავჩერდე?3 დღე ვიქნები და ჩამოვალ. აბა 1 კვირა ბავშვის უნახავად რა გამაძლებინებს.
- თუ გინდა სულ ნუ წამოხვალთ . - სამზარეულოში განაწყენებული მამა შემოვიდა.
-რატო ამბობ რიჩარდ მაგას?ეხ,საწყალი კაცი..ცოლს და შვილებს რომ მიეხედათ..მაინც არ მესმის როგორ არ გადაუნერგეს გული. - დედაჩემს თვალები აუცრემლიანდა.
-მეც მაგას არ ვიძახი? მაგრამ თვითონაც ისეთი ჯიუტი იყო..კიდევ კარგი ის 2 წელი მაინც იმკურნალა.- ისე მადიანად ვჭამდი ბანანს მამაჩემმაც გამოაღო მაცივარი, გამოიღო ბანანი და დედაჩემთან ახლოს,გაზის გევრდით ,სკამზე ჩამოჯდა.
-ისიც ჩვენ წავიყვანეთ ძალით. - დანანებით გააქნია თავი დედაჩემმა.
-ხო,ცოლს არ უჯერებდა..მე მაინც კაცი ვარ და ძალით წავიყვანე. - უნებურად ცრემლები წამომივდა.
- კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოს ამ სახლში ამ თემაზე საუბარი?გააცოცხლებთ?არ იმკურნალა და მორჩა..აღარაა..ცოლზე და შვილებზე მეტად გიყვართ?არ დაუჯერა და არ წაყვა ბოლო პერიოდში ექიმთან.ვერ გავიგე, რა აზრი აქ ამ თემაზე ლაპარაკს..ამოვიდა უკვე ყელში. - ბანანი მაგიდაზე მივაგდე, გამწარებული ავდექი და გასასვლელისკენ წავედი, ნაბიჯების ხმით მივხვდი რომ ქეითიც უკან მომყვა.გარეთ როგორც კი გავედი ქეითის მანქანში უთქმელად დავჯექი რულთან და დაველოდე თვითონ როდის მომიჯდებოდა გვერდით.როგორც იქნა კარები ზანტად გააღო,მომიჯდა და უკმაყოფილო სახით მომმართა.
-კარგი,დავიწყოთ. - ჩემკენ მოიწია, ქვვეით დაიხარა და მარცხენა ხელი პედლებისკენ წაიღო.- ეს ციპლენიაა, ეს ტორმუზი,ეს გაზი. ციპლენიას მხოლოდ მაშინ ხმარობ, როდესაც მანქანას ძრავ,ან სიჩქარეში აგდებ..ტორმუზის და გაზის მნიშვნელობა ისედაც გასაგები უნდა იყოს.
-ხო,ეს გავიგე.როგორ დავძრა.- გახარებულმა წამოვიძახე.
-გასაღები გაატრიალე,ციპლენიას დააჭირე,მერე ნელ-ნელა ფეხი აუშვი და პარალელურად გაზს მიაწექი.რული მე მიჭირავს.- როგორც ქეითმა მითხრა ისე გავაკეთე,ჯერ გადავატირალე გასაღები,მერე ციპლენიას დავაწექი,შემდეგ ავუშვი და პარარელურად გაზს ბოლომდე მივაჭირე.ელვის სისწრაფით მოვწყდით ადგილიდან,ვერ გავიგე რა მოხდა..
-ფეხი აუშვიი..ფეხი აუშვი..გაზს აუშვი...- განწირული მიკიოდა ქეითი და რულის დამორჩილებას ცდილობდა.თავიდან დავიბენი,მაგრამ ბოლოს ავუშვი,აშვებიდან რამოდენიმე წამის შემდეგ,ქეითმა ხელით ტორმუზს დააჭირა და აკანკალებული სავარძლის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო.
-რა ვქენი? - დამნაშავის თვალებით შევხედე.
-რა უტვინო ხარ!გაზისთვის ბოლომდე არ უნდა მიგეჭირა.- ფაქტიურად ყვირილით მომმართა.
-მერე გეთქვა. კარგი,არაუშავს.უვკე ხომ ვიცი...ახლა რულსაც მე დავიჭერ.- ხელი მჭიდროდ მოვუჭირე რულს.
-ჯერ სიცოცხლე არ მომბეზრებია, ჯერ ერთი ეგრე მაგრად ნუ უჭერ,არსად არ გარბის.მიდი,სცადე..- ისევ თავიდან ვცადე,თუმცა ამჯერად გაზს ოდნავ მივაწექი,მანქანა ნორმალურად დაიძრა,რულის ხმარება მაინდამაინც არ გამჭირვებია,სულ სოწრი გზა იყო,მხოლოდ ერთგან მოვუხვიე..ასე თუ ისე დავამუღამე.ამასობაში ლუკასთან წასვლის დროც მოვიდა..სახლში შესვლა არ მინდოდა,ამიტომაც ქეითს ვთხოვე პატარა გამოეყვანა,მე მძღოლის გვერდითა ადგილზე გადავინაცვლე.დაახლოებით 2 წუთში ქეითი გამოვიდა ბავშვთან ერთად,უკანა სავარძელზე დასვა და თვითონ საჭესთან დაჯდა.
-როგორ ხარ? - მანქანის დაძვრისთანავე ვკითხე.
-არ მინდა გზაში ამაზე ვიფიქრო,ვნახავ და ჩვეულებრივად დაველაპარაკები,ნურც შენ მკითხავ რამეს. - თავის შემოუბრუნებლად მიპასუხა.როგორც ჩვევიახოლმე დასაწყნარებლად ღრმად ამოისუნთქა.
-კარგი.- მივხვდი ახლა ლუკასზე კი არა,საერთოდ არაფერზე საუბარი არ სურდა,ანასტასიაც ჩუმად იყო,ალბათ დაიღალა მთელი დღე თამაშით და ეძინებოდა,მეც ყურსასმენები გავიკეთე და ჩემს ფიქრებში გადავეშვი.დავფიქრდი, წარსულში დაბრუნება რომ შემძლებოდა რამდენ უსიამოვნებას ავიცილებდი თავიდან,რამდენ შეცდომას გამოვასწორებდი...რამოდენიმე წუთი წარსულში გადავეშვი..
გზაში მეც მიმეძინა, ქეითის წკრიალა ხმამ გამომაფხიზლა.
-ანა,მოვედით.ბავშვს მე გადმოვიყვან,სძინავს. - არაფერი მითქვამს,დაველოდე სანამ ქეითი მაქნანიდან გადავიდოდა და ბავშვს გადმოიყვანდა,შემდეგ მეც გადავედი და ქეითს ლუკასის სახლისკენ გავყევი.
-ჩამძინებია.ესეც გამიცივდება.ძალიან თხლად აცვია.
-არაფერია,თუ გაცივდება გაუვლის. - ანასტასიას შუბლზე აკოცა და ლუკასის სახლის კარებთან შეჩერდა.
-დავაკაკუნო? - შიშით ვკითხე ქეითს,თვალებში ვერ შევხედე..ვიცოდი,მისი თვალები დამაბნევდნენ.
-კი,რატომაც არა. - არ შემიხედავს,მაგრამ მივხვდი რომ იღიმოდა.აღარაფერი მითქვამს,კარებზე მაგრად დავაკაკუნე.პირველ ჯერზე არავინ გაგვიღო,მეორედ უკვე ისე დავაკაკუნე,ალბატ მთელმა სამეზობლომ გაიგო.
-მოვდივარ - ლუკასის ყვირილი გავიგონეთ.- რა დღეში ხარ ანა. - ის უკვე ჩვენ წინ იდგა.დაუფიქრებლად გამეცინა.
-აუცილებელი იყო კარების ჩამოღება? - ხელით გვანიშნა შემოდითო.
-სხვანაირად არ გესმოდა. - გადავკოცნე და გეზი სასტუმრო ოთახისკენ ავიღე.
-გამარჯობა. - ლუკასის დაბნეული ხმა გავიგონე უკნიდან. - რა საყვარელია...ასე ადრე იძინებს?
-გამარჯობა. - ქეითმაც იგივე უპასუხა. - საერთოდ არა,მაგრამ დღეს ძალიან დაიღალა.- წამებში ქეითიც სასტუმრო ოთახში იჯდა ჩემს გვერდით, დივანზე.
-აბა რას შვებით?ბავშვი რომ გავაღვიძო ხომ არ მომკლავ? - დაეჭვებით გამომხედა ოთახში ახლახან შემოსულმა ლუკასმა.
-გაგიჟდი ხომ? მერე ატყდება და სულ გაღიზიანებული იქნება. - ტელევიზორი ჩავრთე.
-ზევით დავაწვენ მაინც საწოლზე. - განაწყენებულმა თქვა და ქეითს ბავშვი გამოართვა. - მართლა რა საყვარელია.თმის ფერიც შეეცვალა, მეჩვენება თუ ცალი წამწამი ქერა აქ ცალი შავი? - ლუკასი ერთ ადგილას იდგა და ანასტასიას აღატებული დასცქეროდა.
-არ გეჩვენება,მაგრამ ხმადაბალზე თუ არ ილაპრაკებ ბავშვსს გამიღვიძებ.ზევით რომ აიყვან ადიელა გადააფარე და საწოლს გვერდიდან რამე დაუდე,თორემ გადმოვარდება.
-მაშინ შენც ამოდი.მაგდენი აღარ ვიცი. - ისევ პატარას უყურებდა.რატომღაც ვფიქრობდი,რომ ანასტასია მისთვის იმ წუთში ქეითთან საუბრის ასაცილებელი საუკეთესო გზა იყო,ლუკასმა ეს კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა ბავშვზე საუბარი რაც შეიძლება დიდხანს გაეწელა.თუმცა, აღტაცება აშკარად ეტყობოდა.
-რა ცოდნა უნდა ამას. - ბუზღუნით წამოვდექი და კიბეებზე ავედი.ლუკასიც უკან მომყვა.
-არასდროს არ ეხერხებოდა ასეთი რაღაცეები.- მხიარული ტონით თქვა ქეითმა. - მალე ჩამოდით,დიდხანს არ დამტოვოთ მარტო..- ცოტა არ იყოს გამიკვირდა.როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-ხო,შენ ყველაზე კარგად იცი,გახსოვს ჩემს დას შვილი რომ გაუჩნდა და.. - ლუკასიც აჰყვა საუბარში.
-არაფერი მესმის,ტყუიალდ ლაპრაკობ..რომ ჩამოხვალ პირველ სართულზე მერე მითხარი.
-რა თქვა? - მკითხა ლუკასმა,რომელიც კარადაში ბავშვისთვის გადასაფარებელს ეძებდა.
- არაფერი მესმის,რომ ჩამოხვალ მერე მითხარიო. - ღიმილით ვუპასუხე და ანასტასიას შუბლზე ნაზად ვაკოცე.
-საერთოდ არ შეცვლილა.- გადასაფარებელი გადააფარა ლუიაკსმა პატარას და საწოლის მეორე მხარეს,ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-აკი შეიცვალაო? - გაოგნებულმა ვკითხე.
-არა,ბავშვზზე არ ვიძახი,ქეითზე ვამბობ.
-ააა,ჰო...გეთანხმები.და მგონი არც მისი გრძნობა შეცვლილა შენს მიმართ,ისევე როგორც შენი.- ლუკასი ისევ ანასტასიას დააშტერდა.
-არ ვიცი.ჯანდაბა...როგორ დაველაპარაკო არ ვიცი..
-როგორც მეგობარს.- საწოლიდან წამოვდექი,ფარდა გადავწიე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება.- შენც ხომ კარგად იცი როგორი ჯიუტია..ნუ დაელაპრაკები თქვენს ურთიერთობაზე..ნებისმიერ თემაზე ელაპრაკე,როგორც მე...ისიც გალღვება,შენც გალღვები და..დრო უნდა,მაგრამ სიყვარული აუცილებლად ამოყოფს თავს.
-იქნებ საერთოდ აღარ ვუყვარვარ?
-შენ თვითონ გჯერა მაგის? მის ღიმილს, მის თვალებს დააკვირდი შენი დანახვისას.
-ჭკუიდან ვიშლები,მინდა რომ შევეხო...- სიტყვა გავაწყვეტინე.
-ეგ უკვე ვნებაა ლუკალ.ცოტახნით გვერძე გადადე ვნება და გული მოუბრუნე.ანახე რომ ისევ ისე გიყვარს..
-ვნება? - ჩაიცინა. - არა, ეს სიყვარულია.
-ხო,ორივე ერთად. -გავუღიმე და კარებისკენ წავედი.- წამოდი,ჩვიდეთ..და არ დაგავიწყდეს ..მეგობრობა! - კიბეები პატარა ბავშვივით ჩავირბინე.ქეითი რაღაცას უყურებდა,ეტყობოდა დაინტერესებული იყო,მაგრამ ჩემი დანახვისთანავე ჩემზე გადმოიტანა ყურადღება.
-რაო? - ხელი მომკიდა და მის გვერდით დამსვა.
-ჩუმად,ჩამოდის. -თვალები დავუბრიალე.
-რას ვამბობდი? ხო, გახსოვს ჩემს დას ბავშვი რომ გაუჩნდა?ვერც კი დავიჭირე ხელში. - ლუკასი ჩვენს გვერიდთა დივანზე მოკალათდა.
-როგორ არ მახსოვს.ერთხელ შენმა დამ რომ დაგიტოვა და მე დამირეკე..არ იცოდი როგორ მოგევლო. - ქეითს თვალები უბრწყინავდა, ღიმილი სახიდან არ შორდებოდა.უნებრუად მეც ბედნიერად ვიგრძენი თავი..დიდი ხანია ასეთი ქეითი არ მენახა.
-ხო,სანამ შენ მოხვედი მთელი სახლი დავთხვარე.
-არამარტო სახლიი.- გადაიკისკისა ქეითმა.- ანა,შენ არ გახსოვს?? საღამოთი პარკში რომ შეგხვდით შენ და ჯეიკს.ანასტასიაც რა პატარა იყო მაშინ.
-მახსოვს,როგორ არ მახსოვს. -სევდიანად ჩავილაპარაკე.ჯეიკის ხსენებისას თუთქოს გულიდან რაღაც მოწყდა და მთელს სხეულში გავრცელდა.რაღაც ძალიან მტკივნეული.ქეითის კალთაში ჩავდე თავი და ფეხები დივანზე ავაწყე.
-არაფერია ახალი? - მზრუნველად მკითხა ლუკასმა.
-არა,რა უნდა იყოს..ბოლოს რომ ველაპრაკე, მითხრა ბავშვი დაძინებამდე დამალაპარაკეო. - ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა.თავის აუღებლად ამოვიღე,დავხედე და „ის" იყო. - გთხოვ,დაელაპარაკე.
-მომეცი. - შუბლზე მაკოცა ქეითმა,ტელეფონი გამომართვა და სამზარეულოში გავიდა დასალაპარაკებლად.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 784 | დაამატა: Merder♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-06-22 Spam
imedia vixilav odesme gagrdzelebas :@@ :*