მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » Something always brings me back to u...(=4=)
1:00 PM
Something always brings me back to u...(=4=)
ლუკასის პასუხს აღარ დავლოდებივარ,ქეითის მოსაძებნად საპირფარეშოსკენ წავედი და თან ვცდილობდი ტელეფონით დავკავრშირებოდი.როგორც იქნა, აიღო მანამ სანამ საპირფარეშომდე მივაღწევდი,ხმა რომ გაგმეგო სასწრაფოდ გარეთ გავედი.
-სად ხარ?გაგიჟდი?-აღშფოთებულმა ვკითხე და თან ისეთი გაბრაზებული ვიყავი მასზე შემეძლო ყველას წინ თმებით მეთრია.
-ლუკასი დავინახე,ჩვენკენ როოგრ მოდიოდა და იმდენად საყავრელი იყო რომ დავრჩენილიყავი კისერზე ჩამოვეკიდებოდი.- საშინელი ხმით თქვა.
-ჯანდაბა!სად ხარ?მერე რა ჩამოკიდებოდი,მე თუ ჩამოვეკიდე..-გამეცინა.

-რაო რაო არ ქენი?
-ოო,როდის აქეთ იყო ჩემზე ეჭვიანობდი,მომისმინე, ბოლოსდაბოლოს სად ხარ?
-სახლში,სად უნდა ვიყო.მოდი რა ჩემთან.
-ახლა?
-ხო,გთხოვ..ცუდად ვარ..- მესიკვდილებოდა ახლა მასთან გასვლა,მაგრამ ისეთი ხმით მელაპარაკებოდა გული ჩამეწვა,თანაც გამახსენდა, რომ ლუკასი მანქანით იყო.
-კარგი,გამოვდივარ.დედაჩემს დაურეკე და უთხარი რომ შენთან ვრჩები,კიარადა როგორ დავრჩები მოსამზადებელი ვარ.კაი რამეს მოვიფიქრებ.შენ მაინც დაურეკე.
-დედაშენს მე რატომ დავურეკო?
-მაგის ბუზღუნის თავი არ ამქ.მთვრალი ხარ ხომ?
-ხო..
-კაი კაი გამოვდივააარ.-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.საკუთარ თავზე გავბრაზდი,საერთოდ რას მოვდიოდი..ლუკასსაც წყნარად და მშვიდად ვნახავდი და ქეითსაც არ ჩავაგდბედი ასეთ მდგომარეობაში.გულმოსული ბარში შევედი და ლუკასს სასწრაფოდ ქეითთან წაყვანა ვთხოვე.
-რა იყო?- ცნობისმოყვარედ მკითხა.
-რა შენი საქმეა.ადექი და წამიყვანე..-ენა გამოვუყავი,იდაყზე ხელები მჭიდროდ შემოვავლე და მოვქაჩე.
-ვდგები ,ვდგები..- ზანტად ადგა- ჯეიკზე ყველაფერს მომიყვები გზაში..-შემომხედა.
-ხო,ხო აბა რას ვიზამ...ისე..
-ლუკას..- სასიამოვნო ხმა გავიგონე ჩვენს ზურგს უკან,ორივე შევტრიალდით..ვიღაც ბიჭი ლუკასისკენ გამოექენა,გადაეხვია და ზურგში ისე ჩაარტყა მეგონა ლუკასი თვალებს გადმოყრიდა,ამაზე თავი ვერ შევიკავე და მე როგორც თავშეუკავებელმა პიროვნებამ ხმამაღლა გადავიხარხარე,ამით ბიჭის ყურადღება მივიქციე,შემომხედა,ამათვალიერ-ჩამათვაილერა და ლუკასს შეხედა,აშკარა იყო მისგან მოელოდა ახსნას,თუ ვინ ვიყავი მე.სანამ ლუკასი პასხუს გასცემდა მეც მოვახერხე მისი ჩემებური შეფასება.კედება ეცვა,ჯინსის შარვალი და ზემოთ მოკლე მკლავიანი მაიკა,უეჭველად ნასვამი იყო.
-ეს ჩემი მეგობარია,ანა.- უთხრა ლუკასმა და ხელი გამახვია.
-მეგობარი თუ?...- დაინტერესებულმა ჰკითხა და გაიღიმა.
-არა,რა სისუელელა.ეს ქეითის დაქალია..
-ქეითი,ქეითი...- „კედებიანი" ჩაფიქრდა.- აა,ხოო..ქეითი..კარგით,და საით მიდიხართ?
-გასასვლელისკენ.მერე გნახავთ,ბიჭებს ბოდიში გადაეცი,ანა სახლში უნდა წავიყვანო.
-ყველა აქ ვართ,ბიჭები ზევით არიან.ეწყინებათ, რომ არ ნახავ.
ლუკასმა მე გამომხედა,ვიცოდი რისი თქმაც უნდოდა,ცალი წარბი ავუწიე და სანამ აქეთ მეტყოდა დავასწარი..
-მხოლოდ 5 წუთი გაქვს.მე აქ დაგელოდები.- ვუთხარი და კედელს მივეყრდენი.
ყურებამდე გამიღიმა,შუბლზე მაკოცა და ზემოთა სართულისკენ წავიდა.ვერც მან და ვერც მე ვერ შევამჩნიეთ რომ „კედებიანი" მას უკან არ გაჰყოლია და ჩემ წინ იდგა.ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი,როდესაც ხმა ამოიღო.

-დიდი ხანია ლუკასს იცნობ?- შევხტი,არ მოველოდი...თვალები გავაფართოვე,გამიკვირდა რატომ არ გაყვათქო,ხელები ჯიბეებში ჩავიყავი,კედელს უფრო მაგრად მივეყრდენი და თვალებში შევხედე..მომწვანო,მონაცისფრო თვალები ჰქონდა,სახის ნაკვთებიც გამოკვეთილი,გრძელი წამწამები,მოქერაო თმა და მსხივილი წარბები..იმ წუთშივე მოვიხიბლე მისი აღნაგობით და სახის ნაკვთებით.
-სკოლიდან.ორი წლით ჩემზე უფროსია.-ვუთხარი და თვალები ძირს დავხარე,არ მინდოდა მიმხვდარიყო,რომ მისით საე თუ ისე მოხიბლული დავრჩი.
-არ გინდა ვიცეკვოთ?-მკითხა მცირეხნის დუმილის შემდეგ.
-რა?- გაკვირვება ვერ დავფარე.
-ვიცეკვოთმეთქი.- გამიმეორა ტონის აწევით და ხელი იქითკენ გაიშვირა უნებურად,სადაც ხალხი ცეკვავდა.
-ლუკასი მოვა უკვე მალე.- პირდაპირ უარი ვერ ვუთხარი.
-ჯერ არ მოვა,5 წუთიო და 5 წუთი ჯერ არ გასულა...ერთ ცეკვას მოვასწრებთ.
-არა,იყოს დაღლილი ვარ.- მორცხვად ვუთხარი.
-უი,ლუკასმა შენი თავი გამაცნო,შენ კი არც მიცნობ..- მოულოდნელად სხვა რარაცაზე გადაიტანა ყურადღება და უხერხულობა განმუხტა.- მე ჯონათანი მქვია. - ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნოა , ჯონანათან.- ხელი ჩამოვართვი,ჩემი ფრჩხილი გაედო და თითი გაეკაწრა.შეწუხებული სახე მივიღე,როცა გაფხაჭნის შემდეგ სისხლი დავინახე,რომელიც ერთი წვეთიც კი არ იყო ფაქტიურად,თითქოს დანა გავუყარე გულში.როგორც ჩანს მანაც დაინახა ჩემი შეწუხებული სახე,ხელი გამიშვა და ჩაიცინა.
-არაფერია,ნუ გეშინია არ მოვკვდები.
-იმედია.- მეც გავიცინე და ხელი ისევ ჯიბეში ჩავიყავი.
-ე.ი. ცეკვა არ გინდა ხომ?- კდიევ ერთხელ მკითხა იმ იმედით, რომ ამჯერად დავთანხმდებოდი.
-არა, დაღლილი ვარ.. - შედარებით რბილად ვუთხარი,შევხედე,გავუღიმე და თვალები ძირს დავხარე,იატაკის ერთ-ერთ წერტილს მივაშტერდი.ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა,რომელსაც არც ერთი,უფროსწორად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ არღვევდა.საშინლად უხერხუალდ ვგრძნობდი თავს,აშკარა იყო მას ჩემთან ლაპარაკი უნდოდა,არ დავმლავ და მეც მინდოდა გამოვლაპარაკებოდი,მაგრამ ვერ ვბედავდით.ალბათ ჩემი უარი ისე მიიღო თითქოს მაწუხებდა..ლუკასის გამოჩენამ შესამჩნევი ღიმილი გაოიწვია ორივეს სახეზე.
-აბაა წავედით..ხომ არ დავაგვიანე?
-არა,წავიდეთ...თორემ უკვე 11 -ის ნახევარია..-ტელეფონს კდიევ ერთხლე დავხედე გადასამოწმებლად.
-ხო,მეც მივდივარ..ერთად გავიდეთ.- წამოიძახა ჯონათანმა.
-წაგიყვან..ჩვენთან ერთად ჩაჯექიი..ოღონდ ჯერ ანას მივიყვან ქეითთან.
-კარგი,როგორც მეტყვი..-თქვა გაბადრული სახით და კარებისკენ წავიდა,ჯონათანი მას გაყვა უკან,მე კი ლუკასს.მანქანა კარებიდან 1 მეტრში ეყენა,მე წინ დავჯექი,ჯონათანი უკან.მგონი მას უნდოდა წინ დაჯდომა,მაგრამ ვინ აცადა.
-აბა დაიწყე მოყოლა.- მითხრა ლუკასმა.
-რა?- გაოგნებულმა გავხედე და თვალებით ჯონათანისკენ მივუთითე.
-არ იცნობ,არ გიცნობს.ახლა ნახე,სხვა დროს მაინც ვერ ნახავ და ასე რომ დაიწყეე.- თქვა და სარკიდან ჯონათანს გახედა.

-აა,ხელს გიშლით?არაფერია, ვითომ არ ვარ.- ამ დროს მისმა სიცილმა საშინლად გამაღიზიანა.
-გისმენ!.
ცოტათი,უკაცრავად..საკმაოდ დარცხვენილმა დავიწყე ჩემი და ჯეიკის ისტორიის მოყოლა ლუკასისთვის..მაგრამ ნელ-ნელა გავიხსენი და ჯონათანის არსებობაც კი გადამავიწყდა..ვიქნევდი ხელებს,ფეხებს..თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი და ყველაფერი,რასაც ვამბობდი თვალწინ მიდგებოდა.მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ სრულიად უცხო ადამიანი ჩემი ცხვორების ტრაგიკულ ისტორიას ისმენდა, როდესაც ბავშვზე გადავედი.
-ბავშვი გყავს?- გაოცებულმა იკითხა,უცბად შევხტი და მისკენ მივტრიალდი..
-ხო,მყავს..
-რამდნეისაა?
-3 წლის.ლუკას,რას აკეთებ?
-რა იყო?-შემომხედა და ისევ გზას გახედა.
-სად გადაუხვიე?
-ქეითისკენ.
-აა,ჰო..მე მეგონა ჩემს სახლში მივდიოდი.
-მთვრალი ხარ?
-არც ისე..4 ჭიქა დავლიე მხოლოდ..
-გადადი!- მანქანა გააჩერა ლუკასმა.
-რა??- არც შემიმჩნია რომ მოსულები ვიყავით,მეგონა მანქანიდან მაგდებდა.
-თუ აქ გინდა დარჩენა არ ვიცი..უკვე მოვედით.- გადასამოწმებლად ფანჯრიდან გადავიხედე.
-ააა,ჰო..მადლობა. - მისკენ გადავიწიე და გადავეხვიე.-კარაგდ ჯონათან..- შევხედე,გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
-ჯეიკს დაველაპრაკო შენზე?-ფანჯრიდან გამომძახა ლუკასმა.
-არ ვიცი,შენ როგორც გინდა..
-და ანასტასიას როდის მანახებ?- მანქანა დაქოქა.
-არ ვიცი,დამირეკე და მერე გადავწყვიტოთ..ხვალინდელი ჩემი გრაფიკი არც თვითონ ვიცი.
-კარგი,ტბილი ძილი.
-თუ ძილი მეღირსა..
ლუკასმა გაზს მიაჭირა და ადგილიდან მოწყდა.მეც სწრაფი ნაბიჯებით სახლის კარებთან მივედი და დავაზარუნე.
-მოვდივარ!- ყრუდ მომესმა ქეითის დედის, მისის ჯეინის ხმა.რამოდენიმე წამში კარებიც გამიღო.ჩემს დანახვაზე თბიალდ გაეღიმა და გადასახვევად გამოიწია,მეც გადავეხვიე,შინგნით შევედი და ქეითის ადგილსამყოფელი ვიკითხე.კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გეზი ქეითის ოთახისკენ ავიღე.
-ქეით,აქ ხარ?- ვკითხე სანამ კარებს გავაღებდი.
-ჰო.- რამოდენიმე წამის დუმილის შემდეგ პასუხი გამცა.კარები შევაღე თუ არა ძირს გაწოლილი,კედელს მიყრნობილი,ქეითი დავინახე,რომელსაც ხელში სასმელის ნახევრად ჩაცლილი ბოთლი ეჭირა.ელვის სისწრაფით შევედი ოთახში და კარები ჩავკეტე..
-ჯანდაბა,ქეით!
-რა??- შემომხედა,ცალი თვალი მოჭუტა და სასმელი მოსვა.
-მომეცი ბოთლი!- გაღიზიანებული ტონით ვუთხარი და მეც გვერდით მივუჯექი.
-ცოტაღა დარჩა.- მითხრა და ხელი გაწია.მეც წავიწიე და ბოთლი ხელიდან გამოვტაცე,წინააღმდეგობა ვერ გამიწია,საკამრისი ძალა არ ქონდა,წმაოვდექი,ბოთლი უახლოეს სკამზე დავდე ისევ მას მივუჯექი.
-ანა..-ჩემკენ მოიწია,გვერდულად დაჯდა და თავი კალთაში ჩამიდო.- ცუდად ვარ..მენატრება..
-ვიცი ქეთრინ,ვიცი...დაურეკე...-ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ხალიჩაზე დავაგდე.
-რა??
-ხო,დაურეკე..
-არა,სისულელეა..იცი რომ დავინახე როგორ მინდოდა ცავხუტებოდი..არ მიყვარს..მართლა არ მიყვარს,მაგრამ..
-არ გიყვრას,მაგრამ რარაც გრძნობა გაქვს..გულში ღრმად..მასთან გინდა ყოფნა,გინდა რომ ახლა მის მკლავებში იყო,გინდა რომ მისი სუნთქვა იგრძნო,მისი სხეულის სითბო..-ვამბობდი და თან ვხედავდი,როგორ ჩამოდიოდა ქეითის თვალებიდან ცრემლები.-რატომ დაკარგე??შენ რომ არ დაგეკარგა,შენ რომ არ გდომებოდა დაშორება სიშორის გამო ახლა მასთან იქნებოდი..ჩემს ნაცვლად მის კალთაში გედებოდა თავი..-მეც ცრემლები წამომივიდა.ქეითს თამზე მოფორება დავუწყე და საუბარი გავაგრძელე..ის ხმას არ იღებდა..მისმენდა და ტიროდა..-არც მას უნდოდა შენი ნახვა..გაუხარდა კდიევაც წასული რომ დახვდი..მასაც რა ტქმა უნდა აქვს გრძნობები შენს მიმართ,ვერც ის ვერ იყო კარგად და ისიც სვამდა..
-ან!- გამაწყვეტინა.- მიყვარხარ!-ცრემლი მოვიწმინდე.
-მეც!- გამეცინა.- ეგ ახლა რატომ მითხარი?
-უბრალოდ მივხვდი,რომ როცა შენ გევრდით მყავხარ ყველაფერი გაცილებით მარტივია.სანამ შენ მოხვიდოდი მეგონა რომ ცხვორება ტავზე მენგრეოდა,მეჩვენებოდა,რომ არაფერი მინდოდა..არც საკუთარი მშობლები,არც მეგობრები, არაფერი...მაგრამ რომ მოხვედი..უბრალოდ..უბრალოდ..შენ მჭირდები..
-დაიძინე..აქ ვიქნები,არსად არ წავალ.-დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
-მპირდები?- თავი გამოატრიალა და თვალებში შემომხედა.
-რას?
-რომ არასდროს არ წახვალ ..
-ამ სახლიდან?- ჩავიცინე.
-ჩემგან!- გაბრაზებით მითხრა.
-ჰო,რა თქმა უნდა გპირდები..ახლა დაიძინე..-კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე და კედელს მთელი ძალით მივეყრდენი..ფანჯრიდან უსასრულო სივრცეს მივაშტერდი და ჯეიკზე ფიქრი დავიწყე..ცრემელბი უნებურად წამომივიდა,ქეითიც მიხვდა რაზეც ვფიქრობდი და ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა.

GabbY )) ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 738 | დაამატა: Merder♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-01-29 Spam
აქამდე სად ვიყავი? ძალიან ლამაზი და საყვარელი მოთხრობაა.. უძალიან მაგრესი :დ <33 მალე გააგრძელე.. მარიამოსი არ იყოს არც მე მინდოდა დამთავრებულიყო )))