მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » Something always brings me back to u...(=2=)
11:15 PM
Something always brings me back to u...(=2=)
-დე..დე...დე..-ხმამაღალი ხმით ჩამყვიროდა ყურში ანასტასია. 
აზრზე მოვედი,თვალები გავახილე,იქითკენ გადავბრუნდი საიდანაც ხმა მესმოდა და ანასტასიას მომღიმარი სახე დავინახე,მეც გამუღიმე.პატარა საწოლზე ამობობღდა,საბანი გადაწია და შიგ შემოძვრა. 
-რას აკეთებ?სწრაფად გადადი აქედან,ჭუჭყიანი ტანსაცმლით წვები?-ანასტასია ღრმად შეძვრა საბანში.მე ინსტიქტურად კარებისკენ გავიხედე და კედილზე მიყრდნობილი ჯეიკი დავინახე.სისხლი მთლიანად გულისკენ წავიდა ძარღვებიდან და შემდეგ ერთბაშეად გამოფეთქა მთელს სხეულში.სიმხურვალე ვიგრძენი,თუმცა რამოდენიმე წუთში გადაიარა და უნებურად გამეღიმა მის დანახვაზე,მანაც გამიღიმა.პირველი რაც გავაკეთე,ბალიში ავამაღლე და მეც ოდნავ ავიწიე. 
-ასე ადრე მოხვედი? 
-ხო,ხომ მოგწერრე დილით.კარგი,წავედი.-თუმცა ადგილიდან არ განძრეულა,ისევ მე მიყურებდა. 
-ხო,მაგრამ მაინც არ მეგონა ასე ადრე თუ მოხვიდოდი.ნაჭამი ხარ? 
-კი..უფროსწერად არა.გზაში ვიყიდი რამეს.. 
-შემიძლია გასაუზმო და მერე წადი.. 
-არა,არ მინდა.ხომ გითხარი გზაში ვიყიდითქო. 
-როგორც გინდა.დედაჩემი ნახე? 
კითხვა გამიტარა.სულელმა ინსტიქტურად საბანი გადავიხადე და საღამურით,რომლიც ნახევრად გამჭირვალე იყო,ავდექი.სპეციალურად მის რეაქციას დავაკვირდი,რამოდენიმეჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შემდეგ ხმამაღლა გაიცინა. 
-რა იყო?-გაღიმებულმა ვკითხე და სარკეში ჩავიხედე. 
-რა იყო ეს? 
-რა ეს? 
-არაფერი!წავედი.მართლა მაგვიანდება.-ტონი გაამკაცრა. 
-კარგი,შეიძლება ჩაგეხუტო?-დაუფიქრებალდ წამომცდა,როცა გავაცნობიერე რაც ვუთხარი ოდნავ შემრცხვა.არ დავკვირვებივარ მის რეაქციას,თვალები ავარიდე და ვითომდა ანასტასიას ვუყურებდი,როგორ დაძვრებოდა საბნის ქვეშ. 
-მხოლოდ ჩეხუტება კი. 
ალბათ ადგილიდან იმავე სისწრაფით მოვწყდი,როგორც „ბინდში" დაქრიან ვამპირები.მაგრად მივეკარი,თითქმის მთელი ძალით,თვითონაც მაგრად მომეხვია,ყურში ჩამჩურლა მიყვარხარო და წავიდა.კიბეებზე სანამ ჩადიოდა თვალი არ მომიცილებია,მანაც ამოიხედა კიბის ბოლოდან,თვალი ჩამიკრა და წავიდა. 
-ანასტასია,დროზე გამოძვერი. 
-აუუ,დე... 
-დროზმეთქი.-ტონს ოდნავ ავუმაღლე და პატარაც დაუყონებლივ გამოძვრა. 
-მარტო იყავით გუშინ შენ და მამა სახლში? 
-კი..-უგულოდ მიპასუხა და საბანს ვითომდა გასწორება დაუწყო.მეც ყურადრება აღარ მიმიქცევია,აბაზანაში შევედი,მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი.დღემ უაზროდ ჩაიარა,ხან ტელევიზორს ვუყურებდი,ხან დედაჩემს ვუშლიდი ნერვებს,ხან ბავშვს ვეთამაშებოდი,ხან მეგობრებს ვწერდი..წამდაუწუმ საათზე ვიხედებოდი.როგორც იქნა 4ს გადაცდა.ტრადიციულად ამ დროს ბავშვის საჭმლის მომზადება მიწევდა,ამ საქმით დედაჩემი დავაკავე,ბავშვიც მასთან დავტოვე და მე ქეითს შევუთანხმდი ჩვენს საყვარელ კაფეში შეხვედრაზე.ჩვეულებრისამებრ ჩაცმისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია,რაც მომხდა ის ჩავიცვი,ანასტასიას გამოვემშვიდობე,ვინიცობაა ჯეიკი იმაზე უფრო დაბრუდნეს ვიდრე მე დავბრუნდებიმეთქი და ქუჩას ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი.კაფე რამოდენიმე მეტრის მოშორებით იყო ჩემი სახლიდან,თანაც ქეითის ამბავი რომ ვიცოდი არც მიჩქარია.ფიქრებში იმდენად გავერთე რომ საერთოდ გადამავიწყდა სად მივდიოდი,უბრალოდ ვხედავდი გზას და იმ გზას მივყვებოდი.თითქოს დავიკარგე გონებრივად..თავში ყველაფერი ერთად მიტრიალებდა..ბავშვი..ჯეიკი..შიშის გრძნობით ვიყავი შეპყრობილი...მეშინოდა იმის,რომ დავკარგავდი..თუმცა ვიცოდი,თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ ის ჩემ გარეშე ვერ გაძლებდა..არ შეეძლო ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა,არ შეეძლო დავევიწყებინე...ერთადერთი რაც მაბედნიერებდა ის იყო,რომ ვიცოდი ის ჩემთან ურთიერთობას სამუდამოდ ვერ შეყვეტდა..გრძნობა,რომელიც ერთდროულად შიშიც იყო და სიხარულიც საშინალდ მაწუხებდა.ფიქრებიდან ქეითის მესიჯმა გამომიყვანა და „ჯეიკისა და ჩემი სამყაროდან" ,რომელიც ჩემს წარმოსახვაში მქონდა შემქნილი ნამდვილ,რეალურ სამყაროში გადმოვერთე.. 
Qate:”sad xar?” 
Me:”fiqrebma shemayovnes :d movidvar” 
Qate:”droze tore shegayovneb mteli cxovreba.” 
Me:”movdivarmetqi” 
სიარული თავისთავად უფრო სწრაფ ტემპში დავიწყე და დაახლოებით 3 წუთში უკვე კაფესთან მდგარ,გათოშილ ქეითს ვხედავდი.ნელ-ნელა მივუახლოვდი. 
-გამყინეე.-აგრესიული ტონით თქვა და მომეხვია. 
-გაიყინებოდი,შუა შემოდგომაზე მოკლე კაბას რომ ჩაიცვამ შიშველ ფეხებზე.-უხერხულ ადგილას ფარულად ვუჩქმიტე და კაფის შესასვლელისკენ ავიღე გეზი. 
-დილით თბილოდა.დავიღალე...-ჩვენს საყვარელ ადგილას საბედნიეროდ არავინ არ იჯდა,კომფორტულად მოვკალათდით,თანაც საკამოდ თბილოდა.ტრადიციულად ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. 
-რამ დაგღალა? 
-ლექციებმა.ჰა აბა თქვი რას შვები? 
-არაფერს.ჯეიკს ვწერდი გუშინ. 
-რაო? 
-არაფერი.. მიყვარხარო და ა.შ. 
-მანახე ტელეფონი.-უკმაყოფილო სახით მითხრა და ხელი გამომიწოდა. 
-რათ გინდა? 
-მესიჯები უნდა ვნახო. 
შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და ქეითს ხელში ჩავუდე.მანაც არ დააყოვნა და წამსვე მესიჯებში შეძვრა.რამოდენიმე წუთი კითხულობდა,შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო და დუმდა. 
-რა იყო?-გაკვირვებულმა ვკითხე. 
მან ყავის ჭიქა და ნამცხვარი გვერძე გასწია,თითქოს რაღაც უნდა მითხრას,რაზეც იცის რომ წინაამღდეგობას გავუწევ.შემდეგ ტელეფონი ხელში ნერვიულად აათამაშა და როგორც იქნა ბაგეები გახსნა. 
-უკვე მოთმინება ამომეწურა.-შუბლი შეკრა და თვალი თვალში გამიყარა. 
-ვერ გავიგე.-ხმადაბალი ტონით ვთქვი და საზურგეს მივეყრდენი. 
-რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?რამდენ ხანს უნდა იყოთ ასე? 
-როგორ?სხვა გზა მაქვს?-ტონს ავუწიე.ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა. 
-გაქვს.ასე დაავადმყოფდები. 
-ქეით,რას ლაპარაკობ?რამ მოგიარა? 
-რატომ გწერს?შენ წამოხვედი ხომ ასეა არა? 
-ხო,მერე? 
-არ გპატიობს ხომ ასეა არა? 
-მერე? 
-მერე ის რომ ან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს ან უნდა გაპატიოს და სამუდამოდ შეგირიგდეს.-როგორც იქნა ტელეფონს ხელი გაუშვა და ხელი ხელზე მომკიდა. 
-ხომ იცი რომ ვერ მაპატიებს და უიმისოდ ვერ შევძლებ,ვერც ის შეძლებს.-თვალები ამიცრემლიანდა. 
-არაფერი არ გესმის.შენ უნდა სცადო და ახალი ცხოვრება დაიწყო.არც გისწავლია ანა..წამოდიჩემთან უნივერსიტეტში.დედაჩემი გააჩალიჩებს და ჩემს კურსზე დაგსვამს.ახალი გარემო გჭირდება,ახალი ხალხი,ახალი საქმე...რაღაცით უნდა დაკავდე.. 
-ქეით!-სიტყვა გავაწყვეტინე-მე ახლა ერთადერთი რაც მჭირდება ჯეიკია.სულ ურთიერთობის გაწყვეტას მასთან ასეთი ურთიერთობა მირჩევნია.-ტელეფონს ხელი დავავლე და ჯიბეში ჩავითხარე. 
-და როდემდე დაიტანჯები? 
-მთელი ცხოვრებაც რომ დამჭირდეს ... 
სიტყვა ახლა მან გამაწყვეტინა. 
-აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.არცკი გიცდია რომ..არაფერი არაფერი..მაგვიანდება დედაჩემს უნდა გავყვე საყიდლებზე. 
-საათზე არც დაგიხედავს.რა იცი რომ გაგვიანდება? 
-ვიცი,აქ რომ მოვედი.. 
-მატყუებ.სად მიდიხარ?-დარწმუნებით შევეკამათე. 
-შეგიძლია ერთი შემთხვევა მაინც მითხრა, როცა მომიტყუებიხარ? 
-არა..-დაუფიქრებლად ვუთხარი. 
-ხოდა ვსო.მანქანით ვარ,წამოდი წაგიყვან. 
-კარგი.-უკმაყოფილოდ ვუთხარი. 
როგორც უკვე ვთქვი,კაფე სახლთან ახლოს იყო და ძალიან მალე უკვე სახლში ვიყავი,იმ წუთების მანძილზე,რომელიც მანქანაში ერთად გავატარეთ ქეითს ხმა არ ამოუღია.მანქნაიდან გადასვლისას მას გამომშვიდობების ნიშნად მოვეხვიე. 
-შეიძლება საღამოს გამოვიდე,ვნახოთ. 
-კარგი.-გამუღიმე და შეუხედავად სახლის კიბეებზე ავედი.სმენით მივხვდი,რომ ის გაზს დააწვა და წავიდა.მე სახლის გასაღები გადავატრიალე.კარების ხმაზე მამაჩემი გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან. 
-სად იყავი?-ცნობისმოყვარედ მკითხა. 
-ქეითი ვნახე.-გადავკოცნე,დილით არ მინახავს,სამსახურში იყო.-დედა და ბავშვი სად არიან?არ მოსულა ხომ ჯეიკი? 
-ჯენიფერის ოთახში.არა,არ მოსულა.-უგულოდ მიპასუხა,თითქოს სულ სხვა რამეზე ფიქრობდა..იმ წუთში ვიგრძენი,რომ მხოლოდ მე არა..სხვებსაც ქონდათ საფიქრალი,სადარდებელი..გრძნობები.აქამდე ეგოისტივით საკუთარ თავზე ვფიქრობდი,ხალისადმი გრძნობები გაყინული მქონდა,თუმცა რამდენადაც უცნაური იყო მამაჩემის უგულო,სევდიანი ხმით წარმოთქმულმა რამოდენიმე სიტყვამ გულში სითბო გამიღვივა სხვა ადამიანების მიმართ.. 
არაფერი მითქვამს,მეორე სართულზე ავედი,ფეხსაცმელი გავიძრე და პირდაპირ დედაჩემის ოთახში შევედი.ბებია და შვილიშვილი ხალიჩაზე იყვნენ წამოკოტრიალებულები და კუბიკებით თამაშობდნენ.ანასტასია კარების გაღების ხმაზე შეცბა,ყურადღება მომაქცია,გაეღიმა და ისევ განაგრძო თამაში.დედაჩემმაც შემომხედა და როგორც ყოველთვის უკმაყოფილო მზერა მტყორცნა. 
-ანა!გაცივდები..ფეხზე ჩაიცვი. 
-ჯენიფერ,ზოგჯერ მართლა მგონია რომ პატარა ბავშვი გგონივარ.-მხრები ავიჩეჩე,ხალიჩაზე გადავედი და ანასტასიას გვერდით წამოვჯექი,მეც კუბიკების აწყობა დავიწყე. 
-დე.. 
-ჰოუ. 
-სახლს ამიწყობ?ოღონდ დიდს.-ნერწყვი გადასცდა.- ბებომ ვერ ააწყო,ასე თქვა..დაიშლებაო და ..-ხანდახან მიკვირსხოლმე როგორ ახერხბებენ პატარები ასეთი დიდი წინადადებების გადაბმას. 
-ბებომ არაფერი არ იცის დე.-ეშმაკურად ვთქვი და დედას შევხედე. 
-დარწმუნებული ხარ? 
-სავსებით. 
-კარგი,ვნახოთ ვინ უფრო სწრაფად ააწყობს სახლს და რომლის სახლი მოეწონება ანასტასიას. 
-კიბატონო..ერთი..ორი..სამი... 
ელვის სისწრაფით მოვიზიდე ჩემკენ კუბიკები და ჩემი ჭკუით ლამაზი სახლის აშენება დავიწყე,პატარა ბავშვივით ორივე გიჟებით ვეცით და ისე ვაგებდით სახლს,თითქოს ნამდივლი ყოფილიყო.ხანდახან დედაჩემისკენაც გავაპარებდიხოლმე თვალს და მახსენდებოდა პატარაობაში ასე,ერთად რომ ვისხედით მე ბებო და დედა ..როგორ ვაგებდით,როგორ ვხატავდით...ნახევრად აშენებული სახლი იატაკზე დავდე და დედაჩემისკენ გადავიტანე ყურადღება. 
-გახსოვს?-მას მივაცქერდი.ამომხედა და ღიმილიანი სახით მიპასუხა. 
-როგორ არა..-მეგონა დამჭირდებოდა დაკონკრეტება,მეგონა მკითხავდა რაო,მაგრამ არ უკითხვას,როგორც ჩანს ისიც იმავეზე ფიქრობდა რაზეც მე,მასაც იგივე გაახსენდა რაც მე..ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა,რამოდენიმე წამში დედაჩემმა მშვიდად თქვა: 
-მე მოვრჩი.-ანასტასიას შეხედა და თავზე მოეფერა.მან სახლი ხელში აიღო,შეათვალიერა..თითქოს არქიტექტორი ყოფილიყო და ახალი სახლის პროექტს ათვალიერებდა... და კმაყოფილი სახით ბებოს ჩაეკონა. 
-შენ?-ფეხზე წამოდგა და თავზე დამადგა.ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი მის წინაშე. 
-მეძინება დე..მგონი არც შენ გაწყენდა ძილი.წავედით..-ფეხზე წამოვდექი და გეზი ჩემი ოთახსიკენ ავიღე,თუმცა მივხვდი რომ ანასტასია უკან არ მომყვებოდა.იმედგაცრუებულმა მივიხედე,ის ისევ ბებოს გვერდით იჯდა და ჩემს ნახევარდ აშენებულ სახლს შლიდა. 
-ანასტასია..მოდიხარ? 
-არა..-მოკლედ მომიჭრა და თავმომწონედ შემომხედა. 
-კარგი..დე!ჩემს ოთახში ვიქნები.თუ ჯეიკი მოვიდა გამაღვიძე აუცილებლად. 
-კარგი.-თვალი ჩამიკრა და ბავშვთან ერთად თამაში გააგრძელა.მე იქ აშკარად ზედმეტი ვიყავი.პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი,ლოგინზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავეგდე და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიმეძინა. 
*** 
-ანა!-ძალაინ ხმადაბალი ტონით წარმოთქმული ჩემი სახელი ყურში ტკბილად ჩამესმა.მივხვდი ვინც იყო და გიჟივით წამოვხტი,საწოლზე წამოვჯექი.რამოდენიმე წამში აზრზე მოვედი და ჯეიკის სახე დავინახე. 
-მოხვედი?-მორცხვად ვკითხე და თვალებში მივაცქერდი. 
-ანა,ქეითი იყო ჩემთან მოსული.. 
-მართლა?რა უნდოდა?-სიტყვა გავაწყვეტინე. 
-დამელაპრაკა და მგონი მართალიცაა.-აწითლებულმა თქვა და დივანზე დაეშვა. 
უცბად თავში ამომიტივტივდა ქეითის ყველა სიტყვა,რემელიც კაფეში მითხრა,რა თქმა უნდა..ჯეიკტან მიდიოდაა..მასთან ეჩქარებოდა..იგივეს სათქმელად რაც მე მითხრა,უარესების სათქმელადაც ალბათ...მხოლოდ ერთი განსხვავება იყო ჯეიკისა და ჩემს შორის..მას იმდენად ვუყვარდი რომ ჩემი ბედნიერებისთვის შეეძლო ჩემი თავიც კი დაეთმო..მე კი ეს არ შემეძლო. 
-ანუ?-აკანკალებული ხმით ვკითხე. 
-ორივეს ჩვენი ცხვორება უნდა გვქონდეს,მხოლოდ ბავშვი საერთო..ვერასოდეს გაპატიებ.. 
-ნუ სულელეობ.მე შენ მიყვარხარ..მისკენ წავიწიე და გევრდით ჩამოვუჯექი,მინდოდა თავი მიმედო,ვიცოდი ჩემი შეხება მის გადაწყვატილებას შეარყევდა,მაგრამ მომენტალურად ადგა. 
-მე რომ მყვარებოდი აქამდე გაპატიებდი. 
-რას ამბობ?შენც ხომ კარაგდ იცი რომ მაგას არ დავიჯერებ.ზუსტად ვიცი რომ გიყვარვარ.. 
-მეც ეგრე მგონია,ყოველშემთვევაში მეგონა,მაგრამ რომ ვუფიქრდები..აშკარაა რომ მყვარებოდი გაპატიებდი. 
-ერთადერთი რაც მჭირდბა ეს შენთან ურთიერთობაა.რომ დამტოვო საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ჯეიკ..-უკვე ვეღარ ვაზროვნებდი,თითქოს ტვინი გადამეკეტა.ყურებში რაღაც მიბზუოდა.მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი,მაგრამ ფეხები არ მომერჩილებოდა,ვერ ვდგებოდი ადგილიდან.ერთი წუთიც კი არ მინდოდა იამზე ფიქრი როგორ ვიცხვორებდი უიმისოდ.ასე გადაწყვეტით,მტკიცე ტონით არასდროს უთქვამს ჩემთვის „ნახვამდის"..საერთოდ არც არასდროს უთქვამს..მაშინაც კი,როცა გაიგო ,რომ სხვას ვწერდი..მაშინაც ვერ გამიშვა..ვერ გაბედაა.და ახლა??ნუთუ მართლა იმდენად ვუყვარვარ რომ შეუძლია გამიშვას? 
-მე გითხარი ანა!კარგად..აღარანაირი ჩახუტება,არანაირი მიწერა და საუბარი.ბავშვსს წავიყვან და..მოვიყვან ხვალ...მაგრამ შენთან არანაირი შეხება.-ნერწყვი გადაცდა.-მოკლედ,კარგად. 
მას აღარ ვუყურებდი,ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა,თუმცა მაინც ვაზროვნებდი.ტელეფონი ავიღე და ქეითის ნომერი დაუფიქრებლად ავკრიფე. 
-წადი.-ჯეიკს შეუხედავად ვუთხარი,ისიც მომენტალურად გავიდა.4 ზარი გავიდა და ქეითმაც მიპასუხა. 
-ანა!ვაპირებდი შენთან დარეკვას...-სიტყვა გავაწყვეტინე. 
-რა უთხარი? 
-მაპატიე..ისეთი არაფერი....დაფიქრდი,რომ ყვარებოდი აქამდე გაპატიებდა. 
დავდუმი,ხმა არ ამომიღია..საბოლოოდ გავაცნობიერე,რომ მე ჯეიკი დავკარგე.საბოლოოდ მივხდი,რომ მას რომც ვყვარებოდი(ვიცოდი რომ ვუყვარდი),ერთად მაინც ვერ ვიქნებოდით,თუმცა იმედი მაინც მქონდა,მანამ სანამ ქეითი დაელაპრაკებოდა ჯეიკს..ანუ გამოდის.. 
-ალო...ამოიღე ხმა. 
-და რა ვთქვა ქეით?ისრომ..ის რომ ვერ გიტან ამწუთში? 
-კარგი,შენთან მოვდივარ. 
-არ მინ...-სიტყვა აღარ დავამთავრე,მივხვდი რომ გამითიშა. 
„ჯანდააბა"-ჩავილალაპრაკე ჩემთვის და ტელეფონი უმისამართოს გავისროლე.მდივნიდან წამოვდექი და ჯეიკის ძველ წერილებში დავიწყე ქექვა,ყველა საგულდაგულოდ მქონდა შენახული,მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ერთმანეთს წერილებს ვწერდით.ისევ გადავხედე იმ თბილ სიტყვებს,ისევ გაამხსენდა ის სიყვარული..ყველაფერი...ბანკეტის სურათები,პრინცი და პრინცესა..აღარაფერი მახსოვდა,გარდა ჯეიკისა..თითქოს რამოდენიმე წუთით გავითშე და მხოლოდ ერთი ამბის ირგვლივ იყო მთელი ჩემი სამყარო,მხოლოდ ჯეიკის ირგვლივ.ისევ ჩემს სამყაროში ჩავიკეტეე,თუმცა ქეითმა მოულოდნელად გამომაფხიზლა. 
-გაეთრიეე!-ზიზღით ვუთხარი და მას ავხედე.ისეთი საცოდავი,წყლიანი თვალები ჰქონდა,ისეთი სევდიანი სახე..სადღაც გულში ვინანე რომ ვუთხარი გაეთრიემეთქი,თუმცა ეს სინანული წამიერი იყო. 

p.s. potoebi ro ar axlavs tan ar sheimchniot :d chavtvale am tavs ar mouxdeboda.minda rom yvelam iseti wamroidginot gmiri,rogoradac tqven chatvlit..da ara aq rogor potosac davurtav.
GabbY
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 759 | დაამატა: Merder♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2013-01-05 Spam
Dzalian Dzalian Magaariaa <33 sheudarebeli.ramdeni xania motxrobit ase ar misiamovnia )) dade ucilbelad