ახალი მოთხრობა საიტზე...ნებართვა აღებულია.ვეცადე ოდნავ განსხვავებული ყოფილიყო რაღაცით და ამიტომაც ბავშვი ჩავრთე.მოკლედ,არ ვიცი რამდენად გამომივიდა.პ.ს. შეგახსნეებთ,თუ 10 კომენტარზე ნალკლები ექნება ავტომატურად არ გაგრძელდება.
-ძილინებისა!-გამომძახა თბილი,მშვიდი ხმით. -ძილინებისა!-ვუპასუხე ცივი,უხეში ტონით,ისე რომ თვითონაც გამიკვირდა.საბანი გადავიფარე,ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე.ნეტავ რას აკეთებს იქით ოთახში?კომპიუტერთან ზის და ვის წერს?შეიძლება წიგნს კითხულობს.რას კითხულობდა?გავიხსენო..ჰო!ანა კარენინას.ისე მოუხდება მის გონებას. ვცადე დამეძინა,მაგრამ არ გამომივიდა.მოუსვენრად ვიყავი,ჩემი მოუსვენრობით მეთვითონვე შევწუხდი და ავდექი,ხალათი მოვიფარე,ბავშვის ოთახში შევედი,შემდეგ კი მასთან გავედი.არ შევმცდარვარ,კომპიუტერთან იჯდა და ვიღაცას წერდა.ცნობისმოყვარეობა მკლავდა ისე მინდოდა გამეგო ვის წერდა,მაგრამ თავი ზედმეტად არ გამიმოძრავებია,არ მინდოდა ეფიქრა ძალაინ აინტერესებსო.უბრალოდ საკმაოდ მშვიდი ტონით ვკითხე. -ვის წერ? -ძმაკაცს. შემომხედა და წამში თავი კომპიუტერისკენ შეაბრუნა.უკვე ვეღარ ვუძლებდი მის უყურადღებობას.უკვე ვნანობდი,იმას რაც მოხდა.. -შეიძლება გავიგო რომელს? -მოდი და ნახე.რა იყო ეჭვიანობ? -მიზეზი არ მაქვს,რაზე უნდა ვიეჭვიანო. -ჰო,რავიცი.-ირონიული ტონით თქვა.მისი ცინიზმი მოთმინებას მაკარგვინებდა,თუმცა ენას კბილი დავაჭირე,რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გევრდით დავუდექი,იმასაც შევხედე რომელ ძმაკაცს წერდა. -არ აპირებ დაწოლას?ვერ ვიძინებ.-ოდნავ ლმობიერად ვუთხარი.მის სახეს დავაკვირდი,ჯერ გაიღიმა,შემდეგ თვალები აატრიალა,დაფიქრდა და ისე მიპასუხა. -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ანა? -აღარ შემიძლია,ვეღარ ვიტან შენს უყურადღებობას,თუ ვერ მპატიობ იმ ერთ დღეს შეგიძლია მითხრა რომ ვერ მპატიობ და წავალ.1 თვე გავიდა და 1 თვის განმავლობაში ამას ვუძლებ.ჯერ ერთი გელაპარაკები და კლავიატურას არ აჩერებ.ასე მგონია... -მე კდიევ 1 თვის განმავლობაში მტკივა,ვერ ვეგუები რომ ჩემი შეყავრბეული ჩხუბის დროს სხვა ბიჭს წერდა. -მეგობრულად. -შეწყვიტე!შენ იცი ჩემი დამოკიდებულება. -ზუსტად მაგიტომ მინდა რომ მაპატიო. -ვერ... -ზუსტად მაგას ვამბობ.თუ არ შეგიძლია პატიება მითხარი და წავალ.მე არც შენი ცოლი ვარ რომ ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა შეგვქმნას და.. -ბავშვი ანა! შემახსენა თბილი ხმით,საერთოდ რაც ბავშვს ეხებოდა ყოველთვის თბილად ამბობდა. -მერე რა?ხან ჩემთან იყოს,ხან შენთან. -არა!ბავშვი ჩემთან იქნება. -კარგი,იყოს.სანახავდ მოვალხოლმე.ვსო.ხვალვე წავალ.-ერთადერთი ამ წინადადების თქმის შემდეგ რაც მაიმედებდა ჯეიკის უარი იყო...2 წუთი ხმა არ ამოუღია,მეც დებილვიით ვიდექი და ვუყურებდი,მერე ადგა,ნელი ნაბიჯებით მაგიდას კრუგი დაარტყა და სავარძელში ჩაჯდა. -წადი,მე შენ ამას ვერასდროს გაპატიებ. -მიიწიე. აკანკალებული ხმით ვუთხარი.სიბნელე იყო,არ ჩანდა,მაგრამ ხმით მივხვდი რომ ჩაიწია და ადგილი გამითავისუფლა.მეც ზანტად გვერდით დავუჯექი და თავი გულზე მივადე. -მომეხვიე რა. მან თავისი მკლავებით მიმიხუტა.ვუყვარვარ,ამაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ ვერ მპატიობს.ნეტა სულ ასე იყოს,სულ ასე იყო ადრე...უფრო მეტად მიხუტებდა ხოლმე და ასე ვისხედით საათობით. -ანა,გაიღვიძე.მაგვიანდება სამსახურში. ჯეიკის ხმა ჩამესმა ძალაინ ახლოდან,მისი სუნთქვა ყურთან მხვდებოდა.ახლოს იყო..ძალიან ახლოს...გამახსენდა გუშინდელი და აზრზე რომ მოვედი მივხვდი რომ თავი ისევ მის გულზე მედო. -თუ წახვალ დღეს ბავშვიც წაიყვანე,სამსახურიდან რომ მოვალ მოვაკითხავ.ან აქ იყავი და მერე წადი.. არ მინდოდა აქ გაჩერება,ტირილი მინდოდა,ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი და ქეითს დავურეკავდი. -წავალ.იქ მომაკითხე. -როგორც გინდა. სევდიანი ხმით თქვა და ადგა.მე დივანზე ფეხები უფრო ფართოდ გავშალე.ისევ მიმეძინა და ისევ მან გამაღვიძა. -მე წავედი. -კარგი.-უნებურად გავუღიმე,თვითონ თვალი ჩამიკრა და წავიდა.მე არ გავნძრეულვარ,ფარდა ნაწილობრივ გადაწეული იყო და ფანჯრიდან რაღაც უსასრულო სივრცეს მივაშტერდი,რამოდენიმე წუთში ბავშვის ტირილმა გამაღვიძა,გიჟივით წამოვხტი და მის ოთახში შევვარდი,რომ დამინახა დაწყნარდა,მაგრად მივეხუტე,რომ გამოფხიზლდა საჭმელი ვაჭამე,დავბანე და ჩავაცვი,მერე ანასტასია თავის ოთახში შევსვი,წინ ფურცელი და პასტა დავუდე დასახატად,კარები მივუხურე,თვითონ ჩემს ოთახში შევედი და მამაჩემის ნომერი ავკრიფე. -გისმენ ანა!. -მა,როგორ ხარ? -კარგად.შენ?როგორც ყოველთვის საღამოობით გახსენდები ხოლმე... -შეგიძლია მომაკითხო და წამიყვანო?ბარგით ვარ და.. -რა მოხდა? -გამომიარე რა. -10 წუთში მანდდ ვარ. -კარგი,მა.. მგონი კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ დავუკიდე.საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე.ნუთუ მართლა ვერასდროს ვერ მაპატიებს ჯეიკი?რა სულელი ვარ,პატარა წყენა ვერ ავიტანე მისგან და სხვასთან დავიწყე ფლირტაობა..მაშინ ანასტასიაც სიცხე ჰქონდა..განერვიულებული ვიყავი...2 წელ ნახევარია რაც ერთად ვცხოვორბთ და..ეს როგორ გავაკეთე,ხომ ვიცოდი რომ ყველაზე მეტად გააღიზიანებდა.ფიქრებიდან კარების კაკუნმა გამომიყვანა.ანასტასია ოთახიდან გამოვარდა და კარებთან ჩემზე ადრე მივიდა. -მამაა? საყვარლად ამომხედა. -არამგონია საყვარელო,ალბათ ბაბუა. კარებთან მივედი და ბრმად გასაღები გადავატრიალე,არ შევმცდარვარ. -ბაბუუ.. გახარებულმა დაიკივლა ბავშვმა. -ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალბატონი ამ ქვეყნად? რიჩარდი დაიხარა და ანასტასია ხელში აიტაცა. -მეეე. პატარამ გადაიხარხარა. -მამა,ვიჭვიანობ. ღიმილით ვუთხარი.მან ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და მისთვის საკმაოდ საინტერესო თემაზე რამოდენიმე კითხვა დამისვა. -რატომ უნდა წამოხვიდე სახლში,თანაც ბარგით? -არ მინდა მამა ამაზე საუბარი,კარგად იცი,არ მიყვარს პრობლემების გარჩევა.ანასტასიას საღამოთი წამოიყვანეს მეთი. -რა?? ოთახში შევედი,ბარგი ავიღე და სახლიდან გავედი,მამაჩემიც ბავშვით ხელში უკან გამომყვა,გასაღები გადავატრიალე და კარები ჩავკეტე. -ხო,სანამ მეთი სამუშაოზე იქნება ჩემთან იქნებახოლმე,მერე კი მეთთან. -ანა.. -აღარ გააგრძელო,გთხოვ.ვიცი რასაც ვაკეთებ. -როგორც ყოველთვის.. მე და ანასტასია მანქანის უკანა სავარძელზე მოვკალათდით,როგორც მზრუნველი ბაბუა რიჩარდი ბავშვსს სურვილს უსრულებდა და მანქანა სრწრაფად დაყავდა,ანასტასია ბოლო ხმაზე ხარხარებდა.სახლში საბედნიეროდ მშვიდობით მივედით.პატარამ კარები ჩემზე ადრე გააღო,5 კიბეზე გამართულად აირბინა(მშობლებს კერძო სახლი აქვთ) და უფროსებს დაელოდა(ზარს ვერ მიწვდებოდა).ჩვენს მივედით,დავაზარანუთ.კარები რა თქმა უნდა დედაჩემმა გაგვიღო. -ქმარს ველოდებოდი,მაგრამ თვქენ არა.როგორ მომენატრეთ.-ანასტასია ხელში აიყვანა და ბავშვი ბებიას მიეტკიპა.პატარას ჩამოუსმელად ჯენიფერმა(დედამ) მე გადამკოცნა. -ბარგი?რათ გინდა? ბავშვი გამოვართვი და მამაჩემს მივუბრუნდი. -რიჩარდ,უთხარი.ზედმეტი კითხვები არ დამისვა დედა. ბავშვითურთ და ბარგითურთ ჩემს ოთახში ავედი,მეორე სართულზე.კიბეებზე ამავალს დედაჩემის ხმა მომესმა. -უჟმური. რაც შემეძლო ხმამაღლა მხიარულად დავუყვირე. -ასეთი შენ გამზარდე დე. ოთახში შესვლისთანავე ბავშვი დავსვი,ჩემოდანი დავდე და ამოლაგება დავიწყე,მტვრიანი არაფერი ყოფილა,ოთახიც ყველანიარდ დალაგებული იყო,ლოგინიც გადაკრული.გამოვიცნობ,რიჩარდმა ჯენიფერს დაურეკა სანამ ჩემთან მოვიდოდა..ასეთუ ისე ოთახი ჩემს გემოზე მოვაწყვე და სამზარეულოში ბავშვიანად ჩავედი.მამაჩემი წასული დამხვდა სამსახურში,დედაჩემი მისაღებში იყო და ტელევიზორს უყურებდა. -დე,რძე გვაქ?ბავშვს საჭმელი უნდა გავუკეთო. -კი,თვალები გაახილე,მაცივარშია. -მაპატიე. ბავშვის საჭმელის გაკეთება დავიწყე,ანასტასია ბებოსთან გავუშვი.ისევ ფიქრებში წავედი..ტირილი მინდოდა.რომ ვაცნობიერებდი,რომ ჯეიკს ვეღარ ჩავეხუტებოდი,თუმცა 1 თვეა მისგან ის სითბო აღარ მიგვრძვნია რაც ადრე..ახლა კი..რაზე ვფიქრობდი მაინც რომ წამოვედი..ყოველთვის შეცდომებს რატომ უნდა ვუშვებდე..მოულოდნელად ქეითი გამახსენდა,კოვზი,რომლითაც საჭმლისთვის უნდა მომერია დავაგდე,ტელეფონი ავიღე და ქეითს მივწერე. „qeit,leqcia dagimtavrda?damaviwyda dges romelze gimtavrdeba.tu saxlshi xar gadmodi ra,aqve var dedachemtan saxlshi.cudad var.” საათს შევხედე 5ის 10 წუთი იყო,ზუსტად 5 წუთში ანასტასიას განწირული კივილი გავიგონე.როგორც ყოველთვის,გონიერებას გამოვიჩენ და მივხვდები რომ ქეითი ბავშვს მიწვალებს.ბავშვის საჭმელი გაზიდან გადმოვდგი და გიჟივით გავვარდი,არა იმიტომ რომ ჩემი შვილი მონსტრის კლანჭებიდან მეხსნა,არამედ იმიტომ რომ ის მონსტრი ამ წუთში ყველაზე მეტად მჭირდებოდა.ქეითმა დამინახა,ბავშვის წვალება შეწყვიტა და ხელში აიყვანა. -როგორ ხარ? -ჩამეხუტე რა.. საწყალი ხმით ვუთხარი. -მომშორდი ტკიპავ. ქეითმა ბავშვი დასვა,ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. რამოდნეიმე წამის შემდეგ ქეითი მოვიშირე,ხელი მოვკიდე და ოთახისკენ გავაქანე. -დე,გთხოვ ბავშვს აჭამე. პასუხს არც დავლოდებივარ ისე მივიკეტე ცემი ოთახის კარი.როგორც კი ბარგი დაინახა თვითონვე მიხვდა. -წამოხვედი? მხიარული ტონის შეუცვლელად მკითხა. -ხო. დივანში ჩავეხეთქე. -გაგიჟდი ხო?-გაბრაზებული ტონით მითხრა. -ნუ მეჩხუბები. -არ გეჩხუბები.-უფრო მეტად დამიძაბა. -გეტყობა.-მანაც გამატყუნა.ყველაფერი ერთად გამახსენდა და თავი ვეღარ შევიკავე..ხელები სახეზე ავიფარე,ფეხები დივანზე ავაწყვე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე. -ოღონდ ეგ არა.-ახლა უკვე საცოდავი ხმით თქვა ქეითმა,იცოდა რომ ჩემხეტებოდა უფრო მეტად ავტირდებოდი,ამიტომ გვერდით მომიჯდა და ხმაც არ ამოუღია ისე მისმენდა.-დაიწყე ლაპრაკი,თან იტირე. -გუშინ..-ყველაფერი ისე მოვუყევი როგორც იყო,არც ერთი ნიუანსი არ გამომიტოვებია.ნელ-ნელა გულზეც მომეშვა,თითქოს დიდი ლოდი მომხსნესო.აღარც ვტიროდი ხმამაღლა,ცრემელბი თავისით მოდიოდნენ,ისე რომ ყურადღებას არც ვაქცევდი. ქეითი ცოტახანი ფიქრობდა,ეძებდა შესაფერის სიტყვებს,მაგრამ მაინც ვერ იპოვა. -არ ვიცი.თუ ვერ გაპატიებდა აქამდე უნდა ეთქვა. -თავს ვიშტერებდი,ეს აქამდეც ვიცოდი.უბრალოდ არ ვაღიარებდი. -შეიძლება ერთ კითხვაზე მიპასუხო?რა მიზნით წამოხვედი? -არ ვიცი,უფრო იმიტომ რომ მეგონა გამომეკიდებოდა,თუმცა როგორც ვხედავ..არ ვიცი..ვფიქრობ რა გავაკეთო იმისთვის რომ მაპატიოს. -ჯანდაბა!სწორედ ეგაა შენი პრობლემა.ასე გულს გაიხეთქავ.უნდა მიხვდე ბოლოსდაბოლოს,რომ ვერაფერს ვერ იზამ იმისთვის რომ გაპატიოს.შენ უკვე ვეღარაფერს იზამ,გარდა იმისა რომ წესიერად მოიქცე.უნდა გააცნობიერო რომ შეიძლება ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნო.. -ნუ მეუბნები მაგას.ახლა მაგის თავი არ მაქვს. -არასდროს არ გაქვს ამის თავი,არასდროს არ გაქ სიმართლის მოსმენის თავი. -ცუდად ვარ,ჩამეხუტე გთხოვ. ყურადღება მოულოდნელად სხვა რაღაცაზე გადავიტანე.რა თქმა უნდა ქეითმაც აღარ დააყოვნა ოდნავ ჩემსკენ მოიწია,მეც ჩემს საყვარელ პოზაში მოვკალათდი,თავი ბარძაყებზე დავადე.რამოდენიმე ხნის შემდეგ სიმყუდროვე ანასტასიამ დაგვირღვია. -დეე.. კარებზე ბრახუნი დაიწყო.(სახელურს ვერ მისწვდა).ქეითი დაიფიქრებლად წამოხტა და ბავშვს კარები გაუღო. -მამა მოვიდა. საყვარელი ხმით თქვა და ისევ უკან სირბილით გაიქცა. -ნელა,წაიქცევი ქაჯო.-დაუყვირა ქეითმა,მერე ჩემკენ შემობრუნდა.-გინდა მე ჩავიდე? -ჰო,შენ ჩადი. ქეითი ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან,ეტყობოდა,რომ ჩასვლა არ უნდოდა..მაინტერესებდა მისი და ჯეიკის საუბარი,ამიტომაც ფეხზე ფეხსაცმელი გავიხადე,ჩუმად გავედი და კიბეებთან ფარულად დავჯექი. -ქეით!არ ვიცოდი აქ თუ იყავი. -ოდესმე გინახავს შენი..ანა ჩემს გარეშე,როცა ..-რაღაცას ამბობდა,მაგრამ შეწყვიტა,არც ჯეიკმა მიაქცია დიდი ყურადღება მის დაწყებულს.-ჰო,როგორ ხარ აბა? ჯეიკმა ხელები გაუშვირა კიბეებიდან მისკენ ჩამავალ ქეითს,ისიც მივიდა და ჩაეხუტა. -არამიშავს.ის როგორაა? -ნუ მეკითხები იმას,რაზეც პასუხი კარგად იცი.იქნებ დაელაპრაკო ჰა? -ქეით!.. -ჰო,ვიცი რასაც იტყვი.იტყვი რომ არ გინდა ტყულად მისცე იმედი. -ხო,დამიჯერე მასზე მეტად მე მინდა მასთან ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია. -მესმის.და აქ რა გინდა? -ბავშვის წასაყვანად მოვედი,არ გითხრა ანამ?ზემოთაა?? -ხო,ზემოთაა.მითხრა,უცბად დავიბენი და.. -კაი,მაშინ წავალთ ჩვენ.გადაეცი რომ მიყვარს. ისევ ერთმანეთს ჩაეხუტნენ,ანასტასიამ სამზარეულოში ბებოსთან შეირბინა,გამომემშვიდობა,მერე ქეითს ჩამოეკიდა კისერზე და შემდეგ ჯეიკი ბავშვთან ერთად სახლიდან გავიდა..ქეითი დაუყონებლივ ამოვიდა კიბეებზე,მე რომ დამინახა შეცბა. -აქ არ გელოდი. -ხო,რაღაც გადმოგცა არა? -რაღას ჩამომიყვანე მე თუ ისმენდი? -შეხვედრა არ მინდოდა მასთან.და მაინც რაღაც გადმოგცა არა?? -ხო.მიყვარსო. -რაო? -მიყვარსო,მიყვარსო,მიყვარსო... ღამის 10 საათამდე ქეითი ჩემთან ერთად იყო,უფრო მეტ ხანს გაჩერდებოდა ალბათ რომ არა ხვალინდელი ინსტიტუტის რეფერატი.თბილად გამოომშვედობა,მითხრა თუ რამეა მომწერეო და წავიდა...მეც ეგრევე დავწექი და დაძინება ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა.11 საათამდე თვალები დაწყეტილი მქონდა და ჯეიკზე ვფიქრობდი.ვეღარ გავძელი,უკვე აღარ შემეძლო,ტელეფონი ავიღე და ჯეიკს მხოლოდ ერთი სიტყვა მივწერე.ზუსტად ვიცოდი რომ მომწერდა,და ისიც ვიცოდი რასაც მომწერდა. Ann:"menatrebi” Jack:”mec,sigijemde” Ann:”davbrundebi” Jack:”ara ara…agar dabrundebi.shen xo ici chemi xasiati,guls gatken ana.iyavi mand.iqneb damiviwyo” Ann:”gaijdi?xom micnob,ras nishnavs dagiviwyo?” Jack:”kai,ar gvinda mag temaze lapraki.damemorchile.ar dabrundebi da mrocha.” Ann:”kargi,gemorchilebi.mara rom menatrebi?” Jack:”araushavs” Ann:”nu meuxeshebi.cudad var.” Jack:”ara,ar iyo cudad.me shentan var.xo ici yvelaze da yvelaferze metad miyvarxar patara.daidizne axla.” Ann:”miyvarxar :* sdznavs Anastasias?" Jack:”ho,gverdit miwevs,tvaeli daxuwuli aqvs da piri gia.Shennairi dzili icis,dzalain ggavs dzilshi.momentshi mgonia rom shen xar da..” Ann:”:d ram ear shegeshalos,mainc game gaxsovdes rom me ar var :d " Jack:”xval adre var asadgomi,cotati adre mogiyvan bavshvsac.dzilinebisa patara.miyvarxar.” Ann:”mec dzaalin miyvarxar,chemtvis haerze meti xar.” Jack:”tkbili dzili”
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1167 | დაამატა:Merder♥ | რეიტინგი:5.0/3