რეპერი სნუპ დოგი (ნამდვილი სახელი კალვინ ბროადუსი) მარიხუანის შენახვისთვის დააკავეს. 40 წლის მუსიკოსი პოლიციამ მექსიკის საზღვარზე ტეხასის დაბა ქალაქ სიერა ბლანკაში დააკავა. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები რეპერის საგასტროლო ავტობუსს ამოწმებდნენ, როდესაც მარიხუანის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ავტობუსის სალონში მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. სნუპ დოგმა აღიარა, რომ აღმოჩენილი მარიხუანა მას ეკუთვნოდა. რეპერი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მას ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი გაუშვეს. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 20 იანვრისთვის არის დანიშნული. კარიერის განმავლობაში რეპერი ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის გამო რამდენჯერმე იყო დაკავებული. მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.
|