GabbY♥
სკილეტი არის ამერიკული ქრისტიანული როკის შემსრულებელი ჯგუფი,რომელიც ჩამოყალიბდა მემფისში,ტენესის შტატში.გუნდის წევრები არიან: ჯონ კუპერი(მთავარი ვოკალისტი,ბასისტი) მისი ცოლი კორი კუპერი(რიტმ გიტარისტი,ვოკალისტი,ქიბორდისტი) ბენ კასიკა(მთავარი გიტარისტი) და ჯენ ლეჯერი(დრამერი,ვოკალისტი) თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს არ არის გუნდის პირველადი შემადგენლობა.
Skillet ♥
სკილეტი ჩამოყალიბდა 1996 წელს,სრულიად შემთხვევით. როდესაც ჯონის ყოფილი გუნდი სერაფი დაიშალა მისმა მამაომ ის გაამხნევა რათა ახალი გუნდი ჩამოეყალიბებინა.მალე მათით დაინტერესდა ქრისტიანული ჩამწერი სტუდია ForeFront Records,სკილეტმა გამოუშვა დებიუტი Skillet.პუბლიკამ მათი ნამუშევარი კარგად მიიღო და მათაც განაგრძეს სიმღერების ჩაწერა. მათ სულ შვიდი სტუდიური ალბომი და 2 ცოცხალი ალბომი აქვთ ჩაწერილი აქედან ორი Collide და Comatose გრემზე იყო ნომინირებული საუკეთესო როკ ალბომისთვის.ხოლო სიმღერა Comatose GMA Dove Awardsზე საუკეთესო როკ სიმღერისთვის. გუნდის არც ისე ხანგრძლივი არსებობის მანძილზე მათ ჰქონდათ არაერთი წარმატებული ტური მათ შორის კანადასა და ამერიკაში.
სიმღერა '' Comatose'' ტექსტით
სახელი Skillet ჯონ კუპერის განცხადებით თავდაპირველად სახუმაროდ დაერქვა გუნდს,რადგან თითოეული მათგანი ადრე მღეროდა სხვა გუნდში და ისინი გაერთიანდნენ რომ შეექმნათ რაღაც ახალი, ანუ - სკილეტი და მათ ეს გამოუვიდათ.
Skillet ♥
სკილეტის რიგით მეექვსე ალბომი Collide გამოვიდა 2003 წელს.ის ორჯერ იქნა ჩაწერილი სხვადასხვა სტუდიების მიერ.ამ ალბომის შესახებ ჯონ კუპერმა თქვა რომ ის არის ამ სიმღერების ერთ-ერთი ავტორი და ყველაფერი მისი სულის ნაწილია,აქ აღწერილია ის რაც მან პირადად განიცადა.
სკილეტის რიგით ბოლო ალბომი არის „Awake”,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.ის გამოვიდა 2009 წლის 25 აგვისტოს.”Hero” ჯგუფმა გამოუშვა როგორც სინგლი 2010 წლის მარტში.მათ დაგეგმილი აქვთ ტურები 2010 წლის შემოდგომისა და ზამთრისთვის.
Skillet ♥
სკილეტმა ამ წლების მანძილზე ბევრი ჟანრი სინჯა მათ შორის სიმფონიური როკი და მძიმე როკი.2010 წლის მარტის მონაცემებით მათ გაყიდეს 1.6 ალბომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება გუნდის დამაარსებელს და სოლისტს ჯონ კუპერს ის არის 35 წლის, მასა და მის ცოლს-ამავე გუნდის წევრს კორის ჰყავთ 2 შვილი ალექსანდრა და ხავიერი.
John Cooper ))
Korey and their child : )
Skillet საქართველოში ნაკლებად პოპულარული ჯგუფია…მათი სიმღერები გამოირჩევიან ტექსტებით.ჩემი აზრით უნდა გაიგო მათ ამით რისი თქმა სურთ,რადგან ბევრი ამას ვერ წვდება...ასე რომ კარგად დაუკვირდით ტექსტებს.ჩემი აზრით მათ მომავალში უფრო დააფასებენ როგორც ეს საერთოდ პუბლიკას ჩვევია. . : ))
ეს არის Skillet სიმღერა ''Whispers in the Dark''
ეს კი ''Monster'' !!!!!!! ტექსტით -
|