საიტის მენიუ |
|
|
გამოკითხვა 1 |
|
|
გამოკითხვა 2 |
|
|
გამოკითხვა 3 |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » სიტყვების განმარტება
5:23 PM სიტყვების განმარტება |
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.თქვენც გაიხსენეთ რამე...
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან
|
კატეგორია: ♥ სხვა |
ნანახია: 767 |
დაამატა: anibelieber:))
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 5 | |
| | |