მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » სისხლიანი მერი
8:01 PM
სისხლიანი მერი
სისხლიანი მერის ლეგენდა ეხება ამბავს, რომელიც დაახლოებით 60-70იან წლებში მოხდა. რა თქმა უნდა სანდრო წყარო არ არსებობს, ამ ისტორიას რამდენიმე ინტერპრეტაციით ყვებიან, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი ისტორიაა. 

1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა. 

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო. 

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა. 

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს "bloody mary i see you” ან "I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა. 

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა. 

2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე "mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე. 

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები. 
  სარკე მთავარ პორტალის როლს ასრულებს ამ ლეგენდაში, მერისა და რეალურ სამყაროს შორის. "თუ შენ დიდი ხანი უყურებ სარკეს, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ დაინახავ ეშმაკს” ინგლისური გამოთქმაა.  ერთი ბიჭი წერდა ამ ლეგენდის შესახებ:  ” ჩვენს ქალაქში სისხლიან მერიზე ლეგენდა ძალიან ცნობილია, ჰელოუვინზე ყველაზე ხშირად მერის კოსტიუმებს იცვამენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ჰელოუინის ღამეს საფლავებზე წავედით, ერთ-ერთ საფლავთან სანთლები დავანთეთ და მერის სახელს ვახსენებდით, მაგრამ არაფერი მომხდარა. ცოტა მოგვიანებით ყველანი ერთად სახლში დავბრუნდით, წვეულება გვქონდა ჰელოუინთან დაკავშირებით მოწყობილი. უცებ შუქები გაითიშა და მთელს სახლში სიბნელე ჩამოწვა. ჩვენ ისევ სანთლები ავანთეთ და მხიარულება გავაგრძელეთ. უცებ რაღაც ხმა მოგვესმა, თითქოს კარები ვიღაცამ შემოაღო. ყველანი გავჩუმდით. მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სარკეს მივაშტერდით, მართალია მერის ლეგენდაზე ყველანი ვიცინოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ გვჯეროდა კიდეც.  ჩემმა მეგობარმა ტომმა ჩვენს შეშინებულ სახეებს რომ შეხედა, გაიცინა  - თქვენ რა, მართლა გჯერათ ? – გვითხრა და სარკესთან მივიდა, მერე სამჯერ გაიმეორა ის სიტყვები.  საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და სანთლები ჩაქრა. ყველანი ვყვიროდით და ფანრებს ვეძებდით. როცა შუქი აინთო, ტომს სახე საშინლად ჰქონდა დაკაწრული და სისხლიანი, ყელზე კი ხელების ნაკვალევი ლურჯად ეტყობოდა. სარკე მთლიანად ჩალეწილი იყო. ტომი იატაკზე იჯდა გაშტერებული, ხმას არ იღებდა.  ჩემი მეგობრები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ტომმა თვითონ გააკეთა ჩვენს შესაშინებლად და ყურადღების მისაქცევად. ერთი რამე ზუსტად ვიცით – მერის სახელს სარკესთან არასდროს აღარ ვახსენებთ”  რა ძალა ჰქონდათ  ეს ლეგენდა ბევრ ფილმშია გამოყენებული, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლეგენდად ითვლება.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 764 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-01-15 Spam
meorejerac wavikitxav da mesamejerac..:D:D...vabshe araa sashishi da magitom..ar mjera egetebis...ise amaze kinocaa gadagebuli..