სისხლიანი გრაფინია 12 წლის ასაკში ძალით გაათხოვეს.მას ექვსი შვილი ჰყავდა ,ორი ბავშვობაშივე დაიღუპა.ელიზაბეტი სისხლს არა მარტო სვავდა, არამედ ბანაობდა კიდეც ქალწულების სისხლში, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა.
ამის შემდეგ, ის თითქოს შეპყრობილი გახდა სადისტური სურვილით, რომ შეენარჩუნებიბა ახალგაზრდობა ადგილობრივი გლეხი გოგოების წამებით. ის ჯერ აწამებდა მათ და შემდეგ მათ სისხლში ბანაობდა. მისი წამების იარაღები იყო: დანები, ცეცხლის საჩხრეკი, ნემსები, სამართებლები და გახურებული რკინა. მას, თავის საქმეში რამდენიმე მსახური ეხმარებოდა. მის შესახებ მითქმა-მოთქმის გამო, მეფემ მის დასაკითხად გააგზავნა თავისი ბიძაშვილი. მისი დამხმარეები სიკვდილით დასაჯეს, ის კი თავისივე სასახლესი დაამწყვდიეს.
ფანჯრები და კარებები დალუქეს და დატოვეს პატარა ადგილი, რომლიდანაც საჭმელს აწვდიდნენ. სამნახევარი წლის მერე გრაფინია ელიზაბეტ ბათორი, იგივე ლედი დარკულა მოკვდა.