მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » სიყვარულის ახსნა მათემატიკურად - ქიმიურად
3:19 PM
სიყვარულის ახსნა მათემატიკურად - ქიმიურად
სიყვარულის ახსნა მათემატიკურად

100%_ით დარწმუნებული ვარ რომ ჩემი წერილი მეტად გაკვირვებს რადგან მე შენთვის ორუცნობიანი განტოლების ერთ-ერთი უცნობი წევრი ვარ. მაგრამ რას ვვიზამ ასაკი მაიძულებს გამრავლებაზე ვიფიქრო მაგრამ მანამდე მიმატებაა საჭირო. ვშიშობ რომ არ იკადრებ ჩემთან გატოლებას მაგრამ ჩემი აზრით ეს ცდომილებაა რადგან ჩვენ ერთმანეთის პირდაპირპროპორციულები ვართ და რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო საქმეს, ადამიანის საკუთარიკუთხე აუცილებელია. ვიცი შესანიშნავ წრეში აღიზარდე და ყოველთვის იმ წრის ყურადღების ცენტრში იყავი მე კი გულით მინდა ჩემი წრის ცენტრში გადმოინაცვლო. ეს არ იქნება შენი ოჯახიდან ფესვის ამოღება, პირიქით ეს პროგრესიაა მითუმეტეს მე შეძლებისდაგვარად ხარისხში აგიყვან და თუ არ მოგეწონება ჩემი ოჯახის წევრების გაყოფას და გამოკლებას რა უნდა, როცა მოისურვებ ჩემი ოჯახი ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ. იცოდე სანამ პერპენდიკულარულად შეგვიძლია სიარული მანამ აქვს სიცოცხლეს ფასი. როცა ჩვენი დახრილობა დედამიწის მიმართ 45 გრადუსს მიაღწევს ეს უკვე ნიშნავს რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიაღწევს ეს უკვე ნიშნავს რომ ჰორიზონტალური მდგომარეობის მისაღებად ვემზადებით. შენს დადებით პასუხს შეუძლია ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოაბრუნოს და შენ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი გახდები.

ქიმიურად

ძვირფასი ხარ როგორც ოქრო
გიფრთხილდები როგორც მეთანს
ოხ, ნეტავი შენს ტუჩების,
ატომებთან შემაერთა.

ნახშირბადის ატომივით
უწყალბადოდ ვარ ბედკრული
მოდი ჩემთან დავიმუხტოთ
სიყვარულით სავსე გული

ალბათ მიხვდი რაც გითხარი
სულ ხომ ბავშვი არ იქნები
ვიცი როცა წაიკითხავ
ლაკმუსივით გაწითლდები

მაშინ ღვინოს ვერ ვარჩევდი
ქიმიურად სუფთა წყალში
თუ სიყვარულს არ შემფიცავ
ფოსფორივით ავფეთქდები

H2O ვერ ჩამაქრობს
მენდელეევს გეფიცები!

mainc ar girchevt es auxsnat vinmes siyvaruli:D:D:D:D
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 901 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-01-07 Spam
magariaa biggrin