-გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს!! - დამყვირა დედაჩემმა თავზე და თან სიმღერა დაიწყო, მე შავწყვეტინე, არ მიყვარს ეს ზედმეტი ზეიმი. -მადლობა, დედა ! სიმღერა არ არის საჭირო! - ვუთხარი და სააბაზონოშ შევედი. მოვწესრიგდი და მისაღებში ჩავედი. რაღათქმაუნდა მამაჩემი სახლში არ იყო, ჩემი პატარა დაიკო კი აქეთ-იქით დახტოდა და მგონი ჩემი დაბადების დღე ჩემზე მეტად უხაროდა. -ჩვენი ახლობლები მოვლენ დღეს, შენ არავის პატიჯებ? - მკითხა დედაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა. -თიკუნა მოვა ალბათ, მეტი არავინ. -დედა რა გჭირს? ხასიათზე არ ხარ? -არა მშვენიერ ხასიათზე ვარ! - ვუთხარი დაისევ ჩემს ოთახში ავბრუნდი, 5 წუთიც არ იყო გასული რომ ჩემი და შემომივარდა ოთახში. ჩემთან მოვიდა და მომაჩერდა, მერე ლაპარაკი დაიწყო: -ნატა შენ მგონი შეყვარებული ხარ. - ამას არ მოველოდი, გაოცებული შევხედე. დავიჯერო იმდენამ მემჩნევა ეს რომ ეს პატარა ლაწირაკიც ამჩნევს? გავიფიქრე და ჩემს დას გაბრაზებული სახით შევხედე -ანუკი ეგ შენი საქმე არაა, წადი შენს ტოჯინებს მიხედე - ვუთხარი მკაცრად, ისიც გაცუნცულდა ოთახიდან. მერე კი სანდრო გამახსენდა, გუშინდელი დღე. "ჩემი ხარ, მარტო მე მაქ უფლება რომ მოგეფერო" ეს სიტყვები არ იშლებოდა ჩემი გონებიდან. ვერ ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო ეს? როგორ შეეძლო ყოფილიყო ერთად უხეშიც და ამავდროულად თავისებურად თბილი. ამ ფიქრებშ ვიყავი როცა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, სანდროსგან იყო. "დღეს საღამოს 8-ზე დაჩაზე უნდა ამოხვიდე, მანქანა მოგაკითხავს, უარი არ მიიღება, მე დაგელოდები! გილოცავ! <3 <3" ** შავი სადა კაბა ჩავიცვი, უკან ამოღებული ზურგით. ვდგავარ სარკის წინ და ვტრიალებ. თიკუნა ოთახში შემოდის და გაოცებული მიყურებს: -ნუთუ ეს შენ ხარ? -კი, კი მე ვარ. აბა როგორ გამოვიყურები? -ფანტასტიკურად, აბა მიდიხარ დღეს სანდროსთან? -არვიცი, მართლა არვიცი. არ მეშინია, ვიცი რომ არაფერს დამიშავებს, მაგრამ.. -ჩემი აზრით უნდა წახვიდე, მერწმუნე ყველაფერი კარგად იქნება. - თიკუნას გავუღიმე და დაბლა სტუმრებთან ჩავედი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სტუმრბეს შორის ნიკა იყო. შემრცხვა ცოტა არ იყოს, თვალი ავარიდე მაგრამ ის მოვიდა ჩემთან და ლაპარაკი დაიწყო: -ულამაზესი ხარ, გილოცავ! -მადლობა ნიკა, მაგრამ ცოტა მიტყდება გუშინდელის შემდეგ ლაპარაკი შენთან. -შენი ბრალი არაა, მაგრამ მაინც მაინტერესებს ის ვინ იყო? -არ ვთვლი საჭიროდ რომ შენ ამ ბიჭზე გესაუბრო, ამიტომ მოდი სხვა რამეზე ვილარაკოთ. -კარგი როგორც გინდა. დალევ რამეს? - მკითხა მაგრამჩემ პასუხს არც დალეოდა, ისე მომაწოდა ღვინო. ცოტა მოვწრუპე და სხვა ხალხს შევერიე. ყველა მილოცავდა, კომპლიმენტებ მეუბნებოდა, ამასობაშ 8 საათიც მოვიდა. ფანჯრიდან გადავიხედე იქნ მართლა იდგა მანქანა და ორი აყლაყუდა კაცი. ავნერვიულდი რა უნდა მექნა არვიცოდი, მაგრამ ბოლო წუთს მაინც კარები გამოვაღე და გარეთ გავარდი. კაცების ფონზე მე ჯუჯა ვჩანდი, მალევე ჩავჯექი მანქანაში და ხელები ერთმანეთზე გადავაჭვდე. ** -მისმინე არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ მომისმინე. იტოკში, ჯერ ბოდიში რომ ბევრჯერ გაწყენინე, არ მინდა ჩამოთვლა რაა. იმედი მაქვს რომ მაპატიებ! ამდენი ხანი ვერ ვხვდებოდი შენს მიმართ რას ვგრძნობდი, მიყვარდი თუ უბრალოდ შენთან გართობა მინდოდა. ეხლაც ვერ ვხვდები , მაგრამ ის ვიცი რომ მინდა რომ მარტო ჩემი იყო, რომ ჩემი ქალი გერქვას, მინდა მარტო მე შემეძლოს შენი მოფერება, წყენინებაც კი. არაფერს დაგაძალებ, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ სუ ერთად ვიყოთ. სიჩუმე ჩამოვარდა, ის მიყურებდა მე კი გაშეშებული ვიდექი, რა უნდა მეთქვა? მის მიმართ ნდობა დაკარგული მქონდა, მეშინოდა რომ მომატყუებდა და გამომიყენებდა. გული სხვა რამეს ამბობდა გონება სხვას. -გულს დაუჯერე! - მითხრა სანდრომ და მე გაოცებული შევხედე. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა. -მეშინია! -რომ მოგატყუებ? გპირდები თუ ეს მოხდება თვალით აღარ დაგენახები! -იქნებ მიყენებ? -ნუ ხარ სულელი, მე შენთან ახლაც მოვახერხებ სე*ს რომ მინდოდეს. - ისე სიჩუმე, ისევ გულისა და გონების ჭიდილი. ხან გული წაიწევდა წინ, ხანაც გონება, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი იმარჯვებს! -გაიმარჯვა გულმა!- წარმოვთქვი და სანდროს ჩავეხუტე. ასე ვიყავით დიდი ხანი, მისი სითბო ვიგრძენი, ვიგრძენი ყველაფერი"მისი", მისი სურნელი მაგიჟებდა, ნუთი ისიც იმავე გრზნობდა? -ჩემი ხარ! - მითხრა სანდრომ და მაკოცა. -შენ ჩემი! ** ვიღვიძებ, ვუყურებ საათს და ვხვდები თუ რამდენი ხანი მიძინია. ოტახს თვალი მოვავლე, აშკარად არ ვარ ჩემს ოთახში. ცოტა ხანში შემოდის სანდრო საუზმით ხელში. მიჯდება საწოლზე და მკოცნის. -ჩემი მომზადებული სალათი და წვენი. -იმედია არ მოვიწამლები. -ნუ გეშინია! -ჩემები რას იტყვიან, ასე უცბათ რომ გავქრი? -არაფერს, რამეს მოვიფიქრებთ. -არა უნდა წავიდე. დარწმუნებული ახლა მეძებენ! კარგი ოტახიდან გადი უნდა გამოვიცვალო - სანდრო ოთახიდან გავიდა, მეც ავდექი და ჩავიცვი. მობილური ავიღე და გავედი ოთახიდან. სანდრო მოვიდა და მაკოცა. მალევე დავემშვიდობე და სახლში წავედი. #სანდრო -აქ რა გინდა? - ვეკითხები ჩემ წინ მდგარ ანას, ის ხმას არ მცემს პირდაპირ გახდას იწყებს, "არა მე ნატა მიყვარს" ვეუბნები ჩემ თავს, ის მიახლოვდება და ფეხებს მხვევს, მეფერება. ვეღარ გავუძელიც ცდუნებას და საწოლზე დავაგდე, და კოცნას ვიწყებ. -ასეთი მომწონხარ! - ამბობს ანა. -უმაგრესი იყავი! - მითხრა ანამ და ჩაცმა დაიწყო. -ფუ შენი, ეს რა გავაკეთე! ნატამ რომ გაიგოს. -გეთანხმები გაიგებს. -მითხრა და ჩემ წინ ჩვენი ფოტოები ააფრიალა. -შენ შიგ ხო არ გაქ გოგო? - ანა მალევე ოტახიდან გავიდა, როცა გარეთ გავედი ის უკვე მანქანას ქოქავდა. -ფუ ამის!.. - სახლში შევბრუნდი და თავი ხელებში ჩავრგე. ** ოთახში ვიყავი როცა კარებზე კაკუნი გაისმა, კარები გავაღე და გოგო დავინახე რომელსაც პირველად ვხედავდი: -ვინ გნებავთ? -ნატაშკა შენ ხარ? -კი მე ვარ, რა გნებავთ? -ეს აიღე და ნახე. - მომაწოდა კონვერტი და წავიდა. კონვერტი გავხსენი და იქიდან სურათები გადმოვარდა, სადაც სანდრო ერთობოდა ამ გოგოსთან. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, სურათები ვისროლე და საწოლზ დავემხე. -რატომ დავუჯერე? რა სულელი ვიყავი, როგორ მეგონა რომ ვუყვარდი!
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:880 | დაამატა:-Marrii | რეიტინგი:0.0/0
ეს დეგენერატი სანდრო არ იყო პირველ თავში ნატაშკაზე ძალადობა რო უნდოდა? მოვლენები არის სასწაული სისწრაფით განვითარებული მართლა, აი ვერ გავიგე სექსი ჰქონდათ თუ არა ნატას და სანდროს, ალბათ კი ხო მთელი ღამე რომ იმ სახლში გაატარეს? ნუ მე კიდევ ველოდები რომ იმ რომანტიკას დავინახავ ძალიან რომ მომწონს. ისე სანდროსნაირი 'ვუმენაიზერი' ძალიან ბევრია მართლა, მაგრამ ჯერ ის ანაც რაღაცნაირი იდიოტია, თან იმ სანდრომ როგორ დავიჯერო ის ფოტოები რომ ვერ აახია, ან ის ფოტოები სად ჯანდაბიდან გაჩნდა ასე მალე? ხო კიდევ ნატას მიმართ სიბრალულიც კი ვერ ვიგრძენი ბოლოში, რატომღაც მეჩვენება რომ განსაკუთრებულად ცივია ეს გოგო ყველას მიმართ, ერთადერთ დაქალთან არის შედარებით ახლოს.. ისე მომწონს სწრაფად რომ დებ ხოლმე შემდეგ თავებს