მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2015 » ივლისი » 15 » Simone Nobili
12:42 PM
Simone Nobili

გაიცანით სიმპატიური მოდელი, რომელსაც სურს ისწავლოს ფსიქოლოგია და გამოდის მოდის ჩვენებებსა და სხვადასხვა გაზეთების ყდებზე შტორმივით. გაიცანით საიმონ ნობილი, ახალგაზრდა, თავმდაბალი, შარმიანი და მისტიური მოდელი.

საიმონ ნობილი

დაიბადა 24 ივნისს, 1991 წელს იტალიაში
სიმაღლე – 1.88მ
თმის ფერი – ყავისფერი

თვალის ფერი – ყავისფერი
ფეხის ზომა – 44
მენეჯერი – Indepredent Men(მილანი)

საიმონმა თავისი კარიერა დაიწყო გვიან 2010 წელს, როდესაც იგი აღმოაჩინა ფოტოგრაფმა ჯონ იანელამ უნივერსიტეტის კლუბში, მილანში. იგი გადავიდა მილანში, აგვისტოს თვეში, რომ ესწავლა ფსიქოლოგია უნივერსიტეტში. მაგრამ მისი სწავლა შეჩერდა, როდესაც იგი გახდა Independent Model agency–ს წევრი, 2010 წლის ბოლოს.

მისი დებიუტი შედგა მილანის მოდის კვირეულზე 2011 წლის იანვარში, Alexander McQueen-ის მოდის ჩვენებაზე. მან გააფორმა ხელშეკრულება Byblos კომპანიაში 2011/2012 წლის ზამთრის სეზონისთვის.

იგი გამოჩნდა ჯორჯიო არმანის მოკლე ფილმში სახელად Black Diamond კაროლინა კურკოვასთან ერთად. იგი ასევე გამოჩნდა Dolce & Gabbana–ს Precious Passion-ში.

გაზაფხული/ზაფხულის 2012 წლის ჩვენებისთვის საიმონმა გაიარა მოდის ჩვენეაზე ქუჩის ხალხისთვისი (მან დახურა), ასევე მან გაიარა მოდის Dolce & Gabbana, D&G, Costume National(Milan), Thierry Mugler–ისთვის და Givenchy-თვის პარიზში.

შემოდგომა/ზამთრის 2012/2013 სეზონისთვის, მან გააფორმა კამპანია Givenchy, Givenchy Eyewear, Just Cavalli, Just Cavalli Eyewear, System, Moschino Underwear-თან. საიმონი ასევე გამოჩნდა Sisley's Menswear–ის ლუქბუქში.

ინტერვიუ საიმონ ნობილთან

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
- აგვისტოში ჩამოვედი მილანში სასწავლებლად. აქ შევხვდი კაცს, რომელმაც მიმიყვანა სააგენტოში. მათ მოვეწონე და ყველაფერმა დაიწყო უკეთესობისაკენ შეცვლა.

- მოგწონს მოდელობა? რა არის ამ საქმის უარყოფითი მხარეები?
- რათქმაუნდა მომწონს შოუები, კომპანიები, გადაღებები, მაგრამ არ მიყვარს მომზადება და საგამოფენო დარბაზები.

- აღწერე შენი თავი სამი სიტყვით
- საკუთარ თავში ჩაფიქრებული, მარტოსული, უცნაური.

- რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?
- სპორტი

- რომელი სპორტი გიზიდავს?
- მე ყოველთვის ვთამაშობდი ფეხბურთს, ასევე მიზიდავს სანაპიროს ხელბურთი.

- რას ფიქობენ უცნობები შენზე?
- რადგან არ ვხვდები მათ, არ ვლაპარაკობ ბევრს. დღეს გააჩნია, ზოგჯერ შემიძლია საათობით ვილაპარაკო, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ჩუმად ვზივარ.

- თავს გრძნობ მარტოხელად?
- ზოგჯერ ეს მსიამოვნებს.

- რა მოგწონს მარტოობაში?
- მე შემიძლია ვიფიქრო ყველაფერზე, გავაანალიზო რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

- მოგწონს შენს აზრებთან განმარტობება?
- დოახ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი.

- არ ფიქრობ, რომ ეს შენთვის ნეგატიურია?
- არა, მე  ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შემიძლია საკუთარი თავის გაუმჯობესება. ახლა ჩემი თვალები ცრემლიანდება. ეს მე არ მაწუხებს, მაგრამ იმედია შეჩერდება.

- რომელი კითხვის გამო?
- არა,არა, ეს მხოლოდ მაკიაჟის ბრალია.

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?
- როცა ოჯახთან ერთად ვარ.

- რატომ ფიქრობ, რომ ხარ უცნაური?
- ხალხი თვლის, რომ მე ვაკეთებ რაღაცეებს ნამდბვილი მიზნების გარეშე, რომ მე ვარ განსხვავებული, ვიქცევი უცნაურად. მაგრამ ვთვლი, როდესაც ადამიანი არ იქცევა სხვისგან განსხვავებულად, ის უბრალოდ ყალბია.

- რა მუსიკას უსმენ?
- მე ვუსმენ ჯაზს, ტექნოს, ცოტა როკსაც, მაგრამ ძალიან ცოტას. უმეტესად შავ მუსიკას.

- სკოლაში სწავლობ?
- არა, გასულ წელს დავამთავრე. მაგრამ მიყვარს კითხვა,

- რას კითხულობ?
- ფსიქოლოგიურ წიგნებს.

- ისწავლიდი ფსიქოლოგიას?
- ამაზე ვფიქრობ. ალბათ, ვაპირებ.

- როგორ ისვენებ?
- ვუსმენ წყნარ მუსიკას.

- ვინ არის შენი გმირი?
- მე არ მჯერა გმირების. ზოგი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში იმისთვისაა, რომ რაღაც გვასწავლოს და არა გადაგვარჩინოს.

- რომ გქონოდა პრობლემები სააგენტოსთან, რას იზამდი?
- იმედია, ამ ინტერვიუს ჩემი სააგენტო არ ნახავს. არ ვიცი, მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. 

- ფიქრობ, რომ ხარ ქედმაღალი?
- საეროდ არა.

- ბევრი მეგობარი გყავს?
- ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ვხვდები რამოდენიმეს.


 

StillBelieber & -Pucca♡

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 962 | დაამატა: Lara♡Croft | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2015-07-15
დედა რა კაი ბიჭიიია happy დავდნი პირდაპირ hearts
კარგი სიახლეა, ბევრი გიწვალია happy <3