მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » სიკვდილი / death
8:49 PM
სიკვდილი / death

სიკვდილი ეს ის თემაა, რაზეც ადამიანი ყველაზე ხშირად უნდა ფიქრობდეს. თუმცა, ასე არ ხდება. ადამიანებმა არ იციან, რა არის სიკვდილი, არ იციან მისი მნიშვნელობა. სიკვდილი არ არის უბრალოდ ტრაგედია ან შვება, ის გაცილებით მეტია… 
რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რასაც არ უნდა მიაღწიოს, რამდენიც არ უნდა შეიმეცნოს, სიკვდილი მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადამიანებმა სიკვდილზე ძალიან ცოტა რამ იციან. იმდენად ცოტა, რომ უჭირთ იმის გააზრება, თუ რატომ არსებობს ის. მრავალ ადამიანს უკვირს, რატომ არ ვართ უკვდავები, რატომ ვასრულებთ სიცოცხლეს. ის ხედავს, როგორ იხოცებიან ადამიანები მის გარშემო, იცის, რომ თვითონაც მოკვდება, მაგრამ დასკვნებს მაინც ვერ აკეთებს.

 

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად უაზროა ჩვენი ცხოვრება, რამდენად პრიმიტიულია ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ. ვიბადებით, შევდივართ სკოლაში, შემდეგ ვიწყებთ მუშაობას, ვქმნით ოჯახს, გვიჩნდება შვილები, შემდეგ ვუყურებთ როგორ გადიან ისინი იმავე გზას… რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრება ბევრს აზრიანად ეჩვენება, რადგან იგი უამრავი სიხარულის, მწუხარების, სილამაზის, სიმახინჯის, უამრავი სასიამოვნო, უსიამოვნო, დიდი, პატარა, საინტერესო მოვლენისა და დეტალისაგან შედგება. მაგრამ, როცა სიკვდილის დრო დაგვიდგება, მთელი ჩვენი ცხოვრება, თავისი შთაბეჭდილებებით, თვალწინ ერთ წამში ჩაგვირბენს. და შეიძლება, მაშინ აღმოვაჩინოთ, როგორი ფუჭი იყო ჩვენი მოქმედებები, სიტყვები, განცდები, მხოლოდ მაშინ ვუფიქრდებით, რა რჩება ჩვენგან. 
ტრაგედია სიკვდილი არ არის. ტრაგედია ისაა, რომ ადამიანს არ ესმის მისი დანიშნულება. ხშირ შემთხვევაში მისთვის ის უბრალოდ ცხოვრების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ რატომ არსებობს ის? რაღატომ ვცხოვრობთ, თუ მაინც უნდა დავიხოცოთ? ამაზე ადამიანი იშვიათად ფიქრობს.

 

საოცარი ისაა, რომ ჩვენ სიკვდილს უბედურებად აღვიქვამთ, მაგრამ როცა ვხედავთ, როგორ კვდებიან ადამიანები, ეს ჩვენში სულ მცირე ემოციასაც არ აღძრავს. არასდროს ვეკითხებით ჩვენს თავს, რატომ მოხდა ეს, ან რა იქნებოდა, მის ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით. სამაგიეროდ, ღმერთს ვადანაშაულებთ ყველაფერში. განა უსამართლობა არ არის, ამდენი ადამიანი ნაადრევად რომ იხოცება? განა უსამართლობა არ არის, როცა ჩვილი ბავშვი ჯერ კიდევ იქამდე ასრულებს სიცოცხლეს, სანამ დაიბადება? თუმცა, ამავე დროს, შეგვიძლია, უემოციოდ შევხვდეთ სხვა ადამიანის სიკვდილს, რომელიც შეიძლება, არ მოგვწონდა ან ღრმად მოხუცებულმა დაამთავრა სიცოცხლე. ჩვენ სიკვდილის ტრაგიზმს არასწორად აღვიქვამთ.

ამიანმა ვერ გაითავისა, რომ სიკვდილი უდიდესი კანონზომიერებაა. ჩვენთვის ეს რთული აღსაქმელია, მაგრამ, როცა ადამიანი კვდება, ეს იმას ნიშნავს, რო ასე იყო საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ახალგაზრდა იყო, თუ მოხუცი, ყველას უყვარდა, თუ ყველას სძულდა. ჩვენთვის რთულად გადასტანია საყვარელი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ ამაში ღმერთის დადანაშაულება, უმეცრებაა და მეტი არაფერი. სამყაროში უამრავი რამ ხდება, უამრავი მოვლენა ერთმანეთს ენაცვლება, თითოეული ადამიანის სიკვდილი ამ კანონზომიერების ნაწილია. სამყაროში, სადაც ერთი მოვლენა უამრავ სხვა მოვლენას იწვევს, ადამიანის სიკვდილი განუყუფელი ნაწილია ამ უსასრულო ჯაჭვში.ამიანი სიკვდილს მაშინ ასრულებს, როცა მისი ამქვეყნიური მისია ამოწურულია.თუმცა, ყველაფერთად ერთად, გესმოდეს სიკვდილის დანიშნულება, არ ნიშნავს, ვერ ხედავდე მასში ტრაგიზმს და უემოციოდ შეხვდე მას. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად. ჩვენ სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ იმის მიუხედავად, როგორი გაუმართლებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, როგორი აუხსნელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის იმ სიცოცხლის მნიშვნელობა, რომელიც თუნდაც პატარა თაგვში არსებობს. ჩვენ მას მაინც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან პატარა თაგვის სიკვდილიც კი ტრაგედიაა. ტრაგედიაა არა იმიტომ, რომ უბედურებაა, არამედ იმიტომ, რომ ის სიცოცხლის დასასრულია. ადამიანის სიცოცხლეც ხომ ისევე სრულდება, როგორც პატარა თაგვისა, სრულდება მთელი მისი ცხოვრება და იწყება ახალი ცხოვრება. სიკვდილი დასასრულია იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ამ სამყაროში აღვიქვამთ. ამიტომ, როგორიც არ უნდა ჩანდეს სიკვდილი ჩვენს თვალში, ის მაინც სამყაროს ყველაზე გამორჩეული მოვლენაა.

„დიახ, ადამიანი ამ აზრს უცბად გაიგებს ხოლმე- რავინ იცის, რატიმ და რა საბაბის გამო და ამის შემდეგ ცხოვრებაში ყველაფერს ფერი და იერი ეცვლება . უკვე 15 წელიწადია, რაც ჩემს თავზე სიკვდილიმატლივით მუშაობს. ვგრძნობდი , რომთვედათვე,საათობითაც კი, დანგრეული სახლივით დავბლდებოდი და ამ ხნის განმავლობასი ისე დავმახინჯდი , რომ ცემს თავს თვითონაც ვეღარა ვცნობ, აღარაფერი დარჩა ჩემი ნამდვილი „მე"_სგან, იმ მხიარული , ცოცხალი და ძალოვანი კაცისგან, რომელიც ოდსღაც 30 წლისა იყო. მე თვალყურს ვადევნებდი სიკვდილს , რომელიც საოცარი გონიერებიტ და ბოროტი სიდინჯითათეთრებდა ჩემს შავ თმას. მან წამართვა მოქნილი კანი, კუნთები , კბილები და მთელი ტანი,რომელიც ოდესღაც მე მეკუთვნოდა. სასოწარკვეთილი სულის გარდა არაფერი აღარ დამიტოვა და საცაა ამასაც წარიტაცებს. დიახ , იმ საძაგელმა ჩემი არსის დანგრევაზე განუწყვწტლივიმუშავა და ნელნელა საშინლად დამღრღნა , ამჟამად კი , რასაც უნდა ვაკეთებდე ან სადაც უნდა ვიყო , ყველგან და მუდამ ჩემს სიკვდილს ვხედავ ხოლმე. ყოველ ნაბიჯზე მას ვუახლოვდები და ყოველი ჩემი ამონასუნთქი და მოძრაობა სიკვდილის საზარელ საქმეს აჩქარებს . სუნთქვა , ძილი , ჭამა , სმა , მუშაობა , ოცნება და უკლებრივ ყველაფერი , რასაც კი ვაკეთებთ, სიკვდილისთვის კეთდება და მასვე ემსახურება. თვითონ სიცოცხლეც მხოლოდ სიკვდილია და მეტი არაფერი, მოიცათ, თქვენც გაიგებთ ამას. 15 წუტი იფიქრეთ ამაზე და თქვენც ყველაფერს აშკარად დაინახავთ. ახლა რას ეებთ? რაღას ელით? სიყვარულს ?: კიდევ რამდენჯერმე აკოცებთ და ძალაც დაგელევა. 
კიდევ რა გნებავთ? ფული? რისთვის გინდათ/ ქალების საყიდლად ? ეა ბედენაა! ან იმისთვის , რომ ბევრი წამოთ, გასუქდეთ და ნიკრისის ქარის წყალობით დაღამებამდე იკვნესოტ ? 
კიდევ რა გსურ? კიდევ აღას ელოდებით? სახელი ? დიდება? რისთვის გინდათ , უკეტუ სიყვარული უკვე გაფრინდა !! 
მეე ? დასასრული ? მხოლოდ სიკვდილი. 
მე ახლა ისე ახლო მეცვენაბა ის , რომ ხშირად სურვილი მებადება , ხელი ვკარა და მოვიშორო. იგი დედამიწას ფარავს და ირგვლივ მთელ სივრცეს ავსებს. მე ყველგან ვპოულობ მას: გზაზე გასრესილი მწერი , ჩამოცვენილი ფოთოლი და მეგობრის წვერში გახვეული ჭაღარა - ყველაფერი გულს მიკლავს და მიკისის: „ აჰა, აი, სიკვდილი" 
იგი მიწამლავს ნამუშევარს და ყველაფერს , რასაც კი ვხედავ, ვჭამ , ვსვამ და რაც მიყვარს : მთვარის შუქიც, მზის ამოსვლაც, დიადი ზრვაც , მშვენიერი მდინარეც და ზაფხულის საღამოს ჰაერიც, რომელსაც ასე ტკბილად ვისუნტქავთ ხოლმე. 
http://a.pix.ge/c/7ptn6.jpg 
და, არასოდეს , არასოდეს არც ერთი არსება აღარ ბრუნდება .. შეიძლება ძეგლების ცამოსასხმელი ყალიბი შევინახოთ , რომელიც მუდამ ერთნაირ ნივთს იძლევა , მაგრამ ჩემი სხეული, ჩემი სახე,ჩემი აზრები და ჩემი სურვილი არასოდეს აღარ გამოჩნდება. მართალია , მილიონი და მილიარდი სულიერი იბადება , რომელტაც ჩემისთანა ცხვირი, ჩემისთანა თვალები, შუბლი , ლოყები, პირი და სულიც კი ჩემისთანა ექნებატ, მაგრამ მე ,- მე აღარ დავბრუნდები და არც ერთი ისეთი წვრილმანი რამეც აღარ განჩდება , რომ ჩემი თავი იმ ნიშნით მაინც ვიცნო. აღარ გამოჩნდება იმ უთვალავ ქმნილებათა შორის , დაუსრულებლივ სხვანაირთა შორის , რომელნიც ასე ჰგვენან ერთმანეთს , მაგრამ ყოველი მათგანი მაინც სავსებით დამოუკიდებელი და განუმეორებელი . 

რას მოვჭიდო ხელი ? ვის მივმართო ჩემი ურვის კივილი? ვის დავუჯერო და ვირწმუნო? ყველა რელიგია , მათი მორალი და მათი ეგოისტური დაპირებანიც სულელურია, შესაზარად უხამსურია. მხოლოდ სიკვდილია ცხადი და უეჭველი. 
ამაზე იფიქრეტ , იფიქრეთ მტელი დრეობიტ , თვეობით , წლობით და სიცოცხლეც სულ სხვანაირად მოგეჩვენებათ. სცადეთ მოიშოროთ ყველაფერი , რაც კი ირგვლივ გარტყიათ. ზეკაცური ძალიტ ცოცხლადვე ამოვარდით თქვენივე სხეულიდან და ს~დაივიწყეთ თქვენი ინტერესებიც , აზრებიც და მთელი კაცობრიობაც. მერე უკან მიიხედეთ და მიხვდებით, თუ რამდენად უმნიშვნელოა რომანტიკოსებისა და ნატურალისტების დავა ან ხარჯთაღრიცხვის განხილვა და ანგარიშბის ქექვა. 
და , გარდა ამისა სასოწარკვეთილების საშინელ ძალასაც იგრძნობტ. დაიკარგებით , დაიღუპებიტ და ეჭვით გაიწეწებიტ . ოთხივე მხრივ იკივლებთ : „მიშველეთ" - და არსაიდან პასუხს არ მიიებთ .ხელებს გაიშვერტ , მშველელს დაუძახებთ და სიყვარულს ნუგეშსა და გადარჩენას მოითხოვს , მაგრამ ამაოდ , არავინ გამოჩნდება. 
რა გაწვალებს ? რად იტანჯებით? იმიტომ , რომ სულირი ცხოვრებისტვის კი არ ვართ გაჩენილი , არამედ ხორციელისთვის მაგრამ ბუნების მიერ ნაჩუქარმა აზროვნებამ განვითარებულ ჭკუასა და ცხოვრების უცვლელ პირობათა შორის გარდაუვალი ხრამი ამოთხარა „ - გი დე მოპასანი „ ლამაზი მეგობარი „
სიკდილის შიში ყოველთვის იქედან იწყება, როდესაც ადამიანებს ეუფლებათ შიში ფიზიკურ სიცოცხლეში თავისი თავის ანუ თავისი "მე"ს დაკარგვა..ყველაფერი იმის რაც მისთვის ძვირფასია ამ სამყაროში..მას თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს "აქ" 
მე მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. 
ყოველი მისი ქმედება მოიცავს ამ არჩევანს"

სტატუსები სიკვდილზე:
"ხდება ისე ,რომ გბეზრდება ცხოვრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ სიცოცხლე აღარ გინდა"
"სიკვდილი - ეს სწრაფი და ადვილია, ცხოვრება კი ბევრად უფრო რთულია"

"სიკვდილის ფუნქცია, იმაში მდგომარეობს, რომ გახადოს ცხოვრება უფრო რთული"
"სიკვდილზე ფიქრი უფრო, სასტიკი და მტკივნულია, ვიდრე თვითონ სიკვდლი"
"ჩვენ არასროს არ ვცოცხლობთ. ჩვენ უბრალოდ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ვიცოცხლებთ"

"სიკვდილზე ფიქრს შეცდომაში შევყავართ, იმიტომ რომ ის გვაიძულებს დავივიწყოთ ცხოვრება"
"ჩვენ როგორ გვეცოდინება, რა არის სიკვდილი, როდესაც არ ვიცით რა არის ცხოვრება"
"ცხოვრების სიყვარული, სიკვდილის შიშის განუყოფელი ნაწილია"
"ხშირად იმისათვის რომ იცხოვრო უფრო მეტი ვაჟკაცობაა საჭირო ვიდრე იმისათვის, რომ მოკვდე"
"ცხოვრება - არის საკარანტინო შესასვლელი სამოთხეში.

"სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ჩერდება, თვითონ სიკვდილიც კი"
"ყველაფერი, რასაც არ აქვს დასასრული, არ აქვს აზრი"
"პოეტმა უნდა იფიქროს სიკვდილზე, რომ თავი აარიდოს მწარე ცხოვრებას


ისე იცხოვრე, რომ სიკვდილმა მოუმზადებელს არასოდეს მოგისწროს


დაამოწმა :
Smiler_Cancar

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1342 | დაამატა: nb | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-11-24 Spam
საინტერესო იყო<3