*ეშტონ კაჩერმა დემი მურთან განქორწინებაზე განცხადება შეიტანა!
*დენიელი ქრეიგი ჟურნალ GQ-ს მიხედვით ყველაზე
ელეგანტურ მამაკაცად დასახელდა!
+სრული სია
*„ვამპირების აკადემიის" გადაღებისთვის მზადება
სრული სვლით მიმდინარეობს!
*ზაკ ეფრონი ოფიციალურად ხვდება იმოჯენ პუტსს?!
ეშტონ კაჩერმა დემი მურთან განქორწინებაზე განცხადება შეიტანა!
ეშტონ კაჩერმა დემი მურთან დაშორების იურიდიულად გაფორმება გადაწყვიტა. როგორც გამომცემლობა People იტყობინება, მსახიობმა გაყრაზე ოფიციალური მოთხოვნა შეიტანა.
მიზეზის სახით „მოუგვარებელი შეუთანხმებლობა" სახელდება. შეგახსენებთ,რომ მური და კაჩერი 2011 წლის ნოემბერში დაშორდნენ, მაგრამ დღევანდელ დღემდე არც ერთს თავიანთ ქორწინებაზე იურიდიული წერტილის დასმა არ უცდია. დასტურდება, რომ კაჩერი ქონების გაყოფას არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მურთან დაშორების შემდეგ მსახიობმა მილა კუნისთან შეხვედრა დაიწყო.
დენიელი ქრეიგი ჟურნალ GQ-ს მიხედვით ყველაზე ელეგანტურ მამაკაცად დასახელდა!
პოპულარულმა ჟურნალმა GQ-მ მიმავალი 2012 წლის ყველაზე ელეგანტური მამაკაცების სია გამოაქვეყნა. მის სათავეში მოხდენილობის მაგალითი დენიელ ქრეიგი დგას.
გამარჯვებული ათეულის სია კი ასე გამოიყურება:
1.დენიელ ქრეიგი
2.ზაკ ეფრონი
3.დევიდ ბექჰემი
4.ბრუნო მარსი
5.ევან მაქგრეგორი
6.რობერტ პატინსონი
7.ჯოზეფ გორდონ-ლევითი
8.ტაისონ ჩენდლერი
9.ჯასტინ ტერუა
10.ნიკ ჯონასი
„ვამპირების აკადემიის" გადაღებისთვის მზადება სრული სვლით მიმდინარეობს!
დღეს ცნობილი გახდა, რომ მარკ უოტერსი რეიჩელ მიდის წიგნების სერიის „ვამპირების აკადემია" ეკრანიზაციის რეჟისორად დანიშნეს.
ამის გარდა, პროდუსერმა დონ მერფიმ(„ტრანსფორმერები") გამოაცხადა, რომ დენიელ უოტერსმა( „ბეტმენის დაბრუნება") სცენარის წერა წინამდებარე პროექტზე უკვე დაამთავრა.
შეგახსენებთ ,რომ სიუჟეტის ცენტრში 17 წლის როუზ ჰეთუვეი, ნახვრად ვამპირი ნახევრად ადამიანი, იმყოფება. ვამპირების აკადემიაში , რომელიც ამერიკაში მონტანას შტატში მდებარეობს, მას მოუწევს მშვიდობიანი ვამპირები სისხლისმსლეთაგან ,რომლებიც ადამიანების მოკვლას არჩევენ, დაიცვას.
ზაკ ეფრონი ოფიციალურად ხვდება იმოჯენ პუტსს?!
ზაკ ეფრონი და იმოჯენ პუტსი (Iმოგენ Pოოტს) ოფიციალურად ხვდებიან ერთმანეთს.. თუ არა?! მსახიობებმა თვითონაც არ იციან ზუსტად. ეს ყველაფერი ხელოვნებისთვის ხდება: წყვილს აქვს რომანტიკული კომედიის გადაღებები ნიუ იორკში ფილმისთვის 'ჩვენ ოფიციალურად ვხვდებით ერთმანეთს?'
ფილმი მოგვითხრობს სამ მეგობარზე ნიუ იორკიდან, რომლებიც ფიცს დებენ არავისთან არ გააბან სერიოზული ურთიერთობები - და უეცრად სიყვარული სამივეს ეწვევა. ეს იქნება ჩვეულებრივი ისტორია ჩვეულებრივ ადამიანებზე...