მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 3 » სიახლე ნამდვილი გურმანებისათვის
6:18 PM
სიახლე ნამდვილი გურმანებისათვის
იტალიური პიცა
როგორ მოვამზადოთ ქათამი ლიმნით და ზეთის ხილით
როგორ მოვამზადოთ ქათამი მაყვლის წვენში
როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით
ვეგეტარიანული ჰამბურგერი
როგორ მოვამზადოთ "სპაგეტი"
როგორ მოვამზადოთ სალათი ცეზარი
როგორ მოვამზადოთ ნაყინი (ტუტი–ფურტი)
შოკოლადის ტორტი "კაპუჩინო”
 
ცივი ყავა ნაყინით

იტალიური პიცა

ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი 2ჭიქა
წყალი 150მლ(ჭიქის 2/3)
მარილი 1ჩ/კ(4გრ)
შაქარი 1ჩ/კ (5გრ)
კვერცხი 1ც
საფუარი ნახევარი ჩაის კოვზი
ზეთი 1ჩ/კ (5გრ)

გულსართი:
პომიდვრის სოუსი 70გრ
ყველი 110გრ
ლორი 50გრ
პომიდორი 50გრ
ზეთის ხილი 20გრ
სოკო 30გრ
ზეთი 20გრ
პომიდვრის სოუსი:
პომიდვრები თავის წვენში 100გრ(თუ იყენებთ კონსერვს, თუ არადა ცოცხალი)
ზეთი 20გრ
შაქარი 10გრ
დაფქული ხმელი რეჰანი 2გრ
მარილი 2გრ

მოვამზადოთ სოუსი
ზეთში მოვთუშოთ პომიდორი+შაქარი+რეჰანი+მარილი, როცა მასა შესქელდება გამოვრთოთ და გავაგრილოთ.

ცომის მომზადება:
თბილ წყალში გავხსნათ შაქარი, მარილი, საფუარი. დავამატოთ ფქვილის ნახევარი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ, დავამატოთ ფქვილის მეორე ნახევარი და ისევ მოვზილოთ. დავამატოთ ზეთი და კიდევ მოვზილოთ. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. გამოდის ორი პიცა 30სმ დიამეტრით.გავაბრტყელოთ ცომი თხელი მრგვალი ბლინივით, თან მოვაფრქვიოთ ზედ ფქვილი რომ ცომი ხელებზე და მაგიდაზე არ ეკრობოდეს.

მოვასხათ ზედ ტომატის სოუსი.
დავაწყოთ ზედ გულსართი, გულსართი შეგიზლიათ ცვალოთ თქვენი სურვილისამებრ.გამოაცხეთ პიცა 220გრადუსზე 8-15წუთის მანზილზე, მთავარია ცომი ძალიან არ გამოგიშრეთ

როგორ მოვამზადოთ ქათამი ლიმნით და ზეთის ხილით
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
  • 3 ქათმის ნაჭერი (ფრთა ან ბარკალი)
  • 1 ლიმონი, შუაზე გაჭრილი
  • 1 ნივრის თავი,რამდენიმე კბილად გაჭრილი
  • 16 მწვანე ზეთის ხილი
  • 500 გრ ახალგაზრდა კარტოფილი (გავთალოთ და გავჭრათ შუაზე)

საფეხურები
  • 1 გავაცხელოთ გაზქურა 200 გრადუსამდე.
  • 2 დავაწყოთ ქათმის ნაჭრები ფორმაში. დავაწუროთ ზემოდან ლიმონი, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ქათმის ნახევარი.
  • 3 ჩავამატოთ ფორმაში ნიორი, ზეთის ხილი და კარტოფილი.
  • 4 ზემოდან დავასხათ ზეითუნის ზეთი და შევკაზმოთ.
  • 5 შევდგათ გაზქურაში და დავტოვოთ 30-35 წუთით.
  • 6 მივართვათ სალათასთან და ბოსტნეულთან ერთად.
გაფრთხილებები
ცნობისთვის: მწვანე ზეთის ხილი იყიდება სხვადასხვა სახის : უკურკო, კურკიანი, დაჭრილი, დატენილი ან მწნილის სახით. დაუმატეთ ის მაკარონს, სალათას ან პიცას. დაჭრილი ზეთის ხილი ან უკურკო ისეთი არომატული არ არის, როგორც მთლიანი.

როგორ მოვამზადოთ ქათამი მაყვლის წვენში

საჭირო მასალები
  • ქათამი 1 ცალი (1 კგ.)
  • მაყვალი (ცოცხალი ან გაყინული) 300 გრ.
  • ნიორი 3 კბილი.
  • ისრიმი 1 მტევანი, ლიმნის წვენი 1 ჩ.კ.
  • ცოცხალი ქინძი 15 გრ.
  • კამა 10 გრ.
  • ომბალო 5 გრ.
  • ზეთი 50 მლ.გრ.
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
საფეხურები
  • 1 ''ისრიმი'' არის დაუმწიფებელი ყურძენი. ეს პროდუქტი არის სეზონური და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის ლიმნის წვენით. რა თქმა უნდა, საწებლის გემო გამოდის ერთობ განსხვავებული, მაგრამ კერძი გამოდის გემრიელი.
  • 2 მაყვლის საწებელი შეგვიძლია მოვამზადოთ წვენით, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მაყვლის მეტი რაოდენობა.
  • 3 ამიტომ გირჩევთ მაყვალი მოთუთქოთ ცხელი წყლით და მერე გაატაროთ ის საცხაურში. მიღებულ მასას დაუმატოთ ლიმნის არ ისრიმის წვენი, დანაყული მწვანილები და ნიორი, შეგიძლიათ ოდნავ გააცხელოთ საწებელი, რათა კარგად გაიხსნას.
  • 4 შეცხელებულ საწებელში ჩააწყვეთ შემწვარი ქათამის ნაჭრები და მირთმევამდე გააჩერეთ რამოდენიმე ხნის განმავლობაში.
  • 5 კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ მაყვლით და დაჭრილი ქინძით.

როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით
 
საჭირო მასალები:
  • ქათამი 1 კგ.
  • ქამა სოკო 300 გრ.
  • ხახვი 150 გრ.
  • ნიორი 6 ან 7 კბილი.
  • ბულგარული წითელი და მწვანე წიწაკა 50 გრამი თითოეული.
  • ტკბილი პაპარიკა ან ტკბილი წითელი წიწაკის ფხვნილი 1 ს.კ.
  • პომიდორი 200 გრ.
  • ღვინო 50 მლლ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ზეთი 30 მლ.
  • ბაჰარი 3-4 კაკალი.
  • დაფნა 1 ფოთოლი.
  • ქინძი 10 გრ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

საფეხურები
  • 1 ქათამი დაჭერით და შეწვით ზეთში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. შემწვარი ქათმის ნაჭრები გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და იმავე ტაფაში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბულგარული.
  • 2 შემდეგ დაასხით ღვინო და თუშეთ ღვინის აორთქლებამდე.
  • 3 მოაყარეთ პაპრიკა და ტაფაში მოათავსეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი. თუშეთ ხუთი წუთის განმავლობაში და დაამატეთ დაჭრილი სოკო.
  • 4 სოკოს მომზადებისთანავე მოაყარეთ კერძს მარილი, პილპილი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნა და ბაჰარი.
  • 5 ბოლოს კერძში მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში.
  • 6 კერძი მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

ვეგეტარიანული ჰამბურგერი
ვეგეტარიანული ჰამბურგერის მოსამზადებლად დაგვჭირდება მინიმუმი ძალისხმევა და შემდეგი პროდუქტები:
  1. ყველი
  2. ბადრიჯანი
  3. პომიდორი
  4. ჰამბურგერის ბულკები
  5. მწვანე სალათი, ქინძი, პეტრუშკა
  6. სნური მარილი

მომზადების წესი:
პირველ რიგში უნდა დავჭრათ ბადრიჯანი რგოლებად მოვაყაროთ სვანური მარილი ორივე მხრიდან და შევწვათ. ასევე შევწვათ ყველი. თუ ჰამბურგერის ბულკი არ არის გაჭრილი, გავჭრათ შუაზე.
დავჭრათ მწვანილი ძალიან წვრილად და შევურიოთ არაჟანს ან მაწონს. და სქლად წავუსვათ ეს მასა ორივე ნაწილს.(თუ მწვანილი არ გაქვთ შეგიძლიათ მხოლოდ არაჟანი გამოიყენოთ, თუმცა მწვანილით უფრო გემრიელია)
შემდეგ დავადოთ სალათის ფურცლები და მრგვლად დაჭრილი პომიდორი.
შემდეგ შემწვარი ყველი.
შემდეგ ბადრიჯანი.
და ისევ პომიდორი.
დავაფაროთ ზევიდან ჰამბურგერის ბულკის მეორე ნაწილი და ვეგეტარიანული ჰამბურგერი მზად არის.

როგორ მოვამზადოთ "სპაგეტი"
სპაგეტი იტალიური წარმოშობის წვრილი მაკარონია, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში.
 
საჭირო მასალები:
  • სპაგეტი - 450-500 გრამი.
  • მცენარეული ზეთი - გემოვნებით.
  • მარილი - გემოვნებით.
  • 1 ქვაბშში ავადუღოთ წყალი (450გ. სპაგეტზე 2 ლ. წყალი) და დავუმატოთ 1 ს/კ მარილი.
  • 2 შემდეგ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სპაგეტი და ვხარშოთ 7-8 წუთი. ხშირათ მოურიეთ, რომ სპაგეტი არ მიიკრას ქვაბზე.
  • 3 მოხარშული სპაგეტი გადმოვიღოთ საწურზე და მოვათავსოთ სპაგეტი დიდ თეფშზე, მოვასხათ მცენარეული ზეთი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ამოურიოთ.

როგორ მოვამზადოთ სალათი ცეზარი
 
საჭირო მასალები:
  1. ტოსტერის პური - ერთი შეკვრა
  2. სალათის ფურცლები 2-3 კონა
  3. მაიონეზი - 1
  4. ქამა სოკო - 7 თავი
  5. პილპილი
  6. მარილი
  7. ზეითუნის ზეთი
  8. ქათმის ხორცი - მოხარშული ან შებოლილი(1 ბარკალი)
  9. ლორი - რამოდენიმე ნაჭერი
  10. ქამა სოკო - 7 თავი
  11. ნიორი 2-3 კბილი, (დაჭყლეტილი)
  12. პომიდორი - 1-2 ცალი
  13. მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
საფეხურები
  • 1 აიღეთ ტოსტერის პური და დაჭერით კუბიკებად. დაჭყლიტეთ ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და ორეგანო. ეს ყველაფერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე, შევდგათ ღუმელში, ჯერ დავბრაწოთ და შემდეგ გავაგრილოთ.
  • 2 მოხარშეთ ქათამი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭერით საშუალო ნაჭრებად, ასევე დამდუღრული სოკო.
  • 3 გადაიტანეთ მაიონეზი ჭურჭელში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მდოგმვი გემოვნებით, კამა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამავე რაოდენობის მდოგვი. ეს ყველაფერი აურიეთ კარგად.
  • 4 აიღეთ პომიდორი, მოათავსეთ დიდ გაშლილი თეფშზე, დაჭერით თხელ ნაჭრებად. ძირი მოუფინეთ სოკოთი. ჯერ დაანაკუწეთ და შემდეგ მოაყარეთ სალათის ფურცლები.
  • 5 ლორი და ქათმის ნაჭრები სიმეტრიულად დადეთ თეფშზე, მოასხით მაიონეზი. ეს ყველაფერი გააკეთეთ რამოდენიმე ფენად და გარშემო, გვერდებზე შემოუწყყვეთ გახუხული პური.

და ბოლოს დადგა დრო მოვამზადოთ დესერტი 
როგორ მოვამზადოთ ნაყინი (ტუტი–ფურტი)
რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თითოეულ ნაყინს თავისი მომზადების წესი აქვს. ის ხომ ერთგვარი ხელოვნებაა, თავისი დამზადებით და მორთვით. ყველა სახეობის ნაყინს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ნაყინს ერთმანეთისგან მისი წარმოშობა, დამზადების წესი და ინგრედიენტები განასხვავებს.
 
საჭირო მასალები:
  1. 3 ცალი კვერცხი
  2. 1.5 ჭიქა შაქარი
  3. 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღები
  4. 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ცუკატები ან ცოცხალი ხილი და ნიგოზი
  5. ვანილი – გემოვნებით
საფეხურები
  • 1 ავიღოთ ჯამი და შიგნით კვერცხის გულთან ერთად შაქარი ავთქვიფოთ, სანამ გოგლიმოგლს არ დაემსგავსება. დავუმატოთ რძე და ვანილი. დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება თან ვურიოთ.
  • 2 მომზადებული კვერცხის მასა კარგად გავაგრილოთ. შევათქვიფოთ ათქვეფილი ნაღები, ავურიოთ ხილი ან ცუკატები და ნიგოზი, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. 4 საათის განმავლობაში 2–3 ჯერ გამოვიღოთ ნაყინი და გავთქვიფოთ, შემდეგ კი შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.

შოკოლადის ტორტი "კაპუჩინო”
ინგრედიენტები 
ბისკვიტისთვის:
  • შოკოლადი 200გრ
  • კარაქი 175გრ
  • კვერცხი 4ც
  • შაქარი 125გრ
  • ვანილინი 1 პაკეტი
  • ფქვილი 125გრ
  • გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
  • ხსნადი კაპუჩინო 25გრ

ინგრედიენტები 
გულსართისთვის:
  • 10გრ ხსნადი კაპუჩინო
  • 150გრ ცხელი წყალი
  • 200გრ შოკოლადი

ინგრედიენტები 
კრემისთვის:
  • მასკაპონე 500გრ
  • შაქრის პუდრი 70გრ
  • უცხიმო ხაჭო 250გრ

ინგრედიენტები 
გლაზურისთვის:
  • ნაღები 35%-იანი 200გრ
  • შოკოლადი 200გრ

ბისკვიტის მომზადების წესი:
დავამტვრიოთ შოკოლადი ნატეხებად, დავამატოთ ნაღების კარაქი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, გავალღოთ და გავაციოთ.
დავაშოროთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთს, ცილები გავთქვიფოთ ცალკე ნახევარ შაქართან ერთად, სანამ მასა არ დაიწყებს პიკების გაკეთებას. შემდეგ კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქრის დარჩენილ ნახევართან ერთად.
შევაერთოთ ცილიანი და კვერცხის გულიანი მასები 
და ამოვურიოთ.
ფქვილი შევურიოთ გამაფხვიერებელს, ვანილინს და ხსნად კაპუჩინოს 
და ჩავაცრათ კვერცხიან მასაში.
შემდეგ კი ავთქვიფოთ მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე,
რის შემდეგაც ფრთხილად უნდა დავამატოთ შოკოლადიანი მასა
და კვლავ ამოვურიოთ.
ჩავასხათ ცომი 24 ან 26 სმ დიამეტრიან ფორმაში, რომელსაც ძირზე და გვერდებზე დაფენილი აქვს ცხიმმოსმული პერგამენტის ქაღალდი.
შევდგათ და გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და 
ვაცხოთ 30-35 წთ.
გავხსნათ ფორმა, ამოვიღოთ გამომცხვარი ბისკვიტი, ფრთხილად მოვხსნათ პერგამენტის ქაღალდი და გავაციოთ.
ბისკვიტი გავჭრად ჰორიზონტალურად.

გულსართის მომზადების წესი:
გავხსნათ კაპუჩინო ცხელ წყალში.
მსხვილად დავტეხოთ შოკოლადი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავალღოთ.
სქელი პრიალა გულსართი გავანაწილოთ ბისკვიტის ორივე ნაწილზე თანაბრად.

კრემის მომზადების წესი:
მიქსერით ავთქვიფოთ მასკაპონე, შაქრის პუდრი და ხაჭო. სანამ არ მივიღებთ პრიალა, ერთგვაროვან მასას. ხაჭო თუ ათქვეფილი არ არის უნდა გაატაროთ საცერში ორჯერ.
წავუსვათ ტორტის ბისკვიტს ზედაპირზე და კიდეებზე კრემი.
შევდგათ ტორტი მაცივარში 1 საათით.

გლაზურის მომზადების წესი:
გავათბოთ ნაღები და გამოვრთოთ გაზი. დავტეხოთ შოკოლადი ჩავყაროთ ნაღებში და გავალღოთ, თან ვურიოთ, უნდა მივიღოთ პრიალა მასა. გავაციოთ გლაზური.
ტორტს მოვასხათ გლაზური ისე რომ კიდეებზე ჩამოვიდეს. შევდგათ მაცივარში..
მეორე დღეს ტორტი მეტად გემრიელია.

ცივი ყავა ნაყინით
შემადგენლობა
  • უნალექო ყავა  - 1 ჩ/კ.
  • შაქარი  - 2 ჩ/კ.
  • წყალი  - საჭიროებისამებრ
  • ნაყინი  - 1 ს/კ.

მომზადება
შაქარი და უნალექო ყავა ჩავყაროთ მაღალ ჭიქაში, დავუმატოთ ცოტა წყალი.კარგად ავთქვიფოთ ყავის სათქვეფით.დავამატოთ ცივი წყალი.
სულ ბოლოს დავუმატოთ ვანილის ნაყინი. (სურვილისამებრ შესაძლებელია მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი, ცოცხალი მარწყვი, ჟოლო და ა.შ.)

იმედი მაქვს მოგეწონათ ნიუსი!♥ ბევრი ვიწვალე მინდოდა ანიმაციებიც დამედო მაგრამ აღარ დამეტია:დ
კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 1232 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 9
2013-03-03 Spam
აუუ რა გემრიეილ სიახლე იყოოო :SSSS