მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » შუაღამის მზე
3:12 PM
შუაღამის მზე
ვიცი გზააბნეული ვამპირისგან დარიგება და ჭკუის სწავლება არცერთ თქვენგანს არ სურს და არ უნდა, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ ერთი რამ, ბავშვებო არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავი და წუთიერი სიამოვნების გამო არ მიაყენოთ ტკივილი იმ ადამიანს რომელიც გიყვართ, თორემ დამიჯერეთ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე შეგახსენებთ თავს და გაიძულებთ რომ მუდამ სინანულში იცხოვროთ.....
 
 რადგან ამას ვამბობ მაქვს საფუძველი, მუდმივი ტკივილის მიუხედვად ჩემს ცხოვრებაშიც იყო სიყვარული, რომელიც მე ჩემი ხელითვე დავასამარე....... როცა ყველაზე მეტან მიჭირდა, და დაბნეული, არეული ვიყავი. გარდაქმნამ იმდენი ტკივილი მომაყენა რომ მიჭირდა ამაზე არ მეფიქრა თუნდაც ერთი წუთი... ამ გაუსაძლის დღეებში მე სრულიად შემთხვევით გავიცანი ბიჭი რომელმაც გამახსენა ჩემი ადამიანურობა და თავი მართლაც ნორმალურად მაგრძნობინა......  
დიახ მე ის შემიყვარდა მთელი ჩემი არსებით, მთელი ჩემი ვამპირული თუ ადამიანური გრძნობებით, აქამდე მეგონა რომ ეს არაადამიანისთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ რეალობამ სულ სხვა კუთხით დამანახა ყოველივე............მან მიმიღო ისეთი როგორიც ვიყავი, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო ამ ადამიანისთვის მომეყოლა ჩემი თავგადასავალი და გამემხილა ის საიდუმლო რომელიც ბოლოს მიღებდა.....
 
არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში, მან მასწავლა დღევანდელი დღით ცხოვრება.......ის იყო ჩემი ცხოვრების ნაპერწკალი........შუაღამის მზე....
 
 მან შეძლო და მე სიყვარულის გრძნობა კვლავ გამოღვიძა გაყინულ გულში, არ ვიცოდი რომ ეს იყო შესაძლებელი.............მაგრამ როცა მასთან ვიყავი თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მე რამხელა დაბრკოლებების გადალახვა მიწევდა..ვებრძოდი მისი მოკვლის სურვილ, მე არა ეს ჩემს მეორე ნაწილს სურდა,,,ვგრძნობდი როგორ ჩქეფდა მასში სისხლი. როცა მას ჩავეხუტებოდი, სახე მეძაბებოდა და მისი მოკვლის სურვილი მიჩნდებოდა, ამას, ამ ბოროტებას მე მასთან ყოფნის ყოველ წამს ვებრძოდი, არ ვიცოდი სადამდე შევძლებდი თავის დაჭერას, მაგრამ ერთს ვხვდებოდი რომ ის ჩემი სისუსტის გამო მომეკლა, საკუთარ თავს ამას ვერ ვაპატიებდი, როგორც კი ამ ბიჭს მოვშორდებოდი ვცდილობდი ჩემი სურვილი სხვათა მოკვლით დამეკმაყოფილებინა,  
 რამდენ ადამიანსაც მოვკლავდი იმდენი მის სახეს წარმოვიდგენ თუ როგორი ზიზღით მიყურებდა, და ტირილს ვიწყებდი, მაგრამ რეალობის შეცვლას მე ვერ შევძლებდი...რამდენჯერმე ვცადე მასთან მესაუბრა ვამპირებზე, მაგრამ იგი ამ არსებებს ზიზღით იხსენებდა, ვერ ვხვდებოდი ამას, მართალია ჩვენ შეგვიძლია ადამიანების გრძნობებით თამაში და მათით მანიპულირევა, შემეძლო მე მისთვის თვალებში ჩამეხედა და შთამეგონებინა რომ ჩემთის სიმართლე ეთქვა, მაგრამ მინდოდა ყველაფერი ბუნებრივი და ადამიანური ყოფილიყო, მას ტკივილს ვერ მივაყენებდი.....  
 ერთხელაც სრულიად მოულოდნელად მან დაიწყო ვამპირებსზე საუბარი, ეს გამიკვირდა მაგრამ მაინც ყურადღებით ვუსმენდი. მისი ყოველი სიტყვა ახლაც კი ჩამესმის ყურში და მტანჯავს:-"მე მჯერა მათი არსებობის, რადგან რამდენიმე წლის წინ მათ მშობლები მომიკლეს, მახსოვს ის იყო გოგონა, მე ყველაფერს სახლის ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს, დავინახე თუ როგორ უკბინა ჯერ დედას შემდეგ კი მამას.......ისინი ჩემს თვალწინ სისხლისგან იცლებოდნენ. სამწუხაროა ამ მკვლელი გოგონას სახე ვერ დავინახე მაგრამ სადაც კი გადამეყრება მას იქვე მოვკლავ"  
 და მე თვალწინ დამიდგა ის სცენა როცა მისი მშობლები წყურვილის გამო მოვკალი...დიახ იმ ადამიანს ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ახლა, მშობლები და მთელი ოჯახი ამოვუწყვიტე და ვისმენდი მის მუქარას რომელიც მე მეხებოდა, არაფერი შევიმჩნიე მასთან ყოფნის დროს, მაგრამ როცა ჩემს სახლში დავბრუნდი, ყოველივე ნათლად გამახსენდა როცა ჩემს დას ბოლო მოვუღე მეორე დღეს იმდენად გამწარებული ვიყავი წინა დღის საქციელით, რომ საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულიმა ბავშვს თვალწინ მშობლები დავიხოცე..... მისთვის სიმართლის თქმა გადავწყვიტე, იგი ყოველთვის მთხოვდა ამეხსნა ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ დღისით რატომ არ შეგვეძლო შეხვედრა, იმდენ კითხვას მაყრიდა რომ თავგზა მქონდა არეული, მაგრამ მივიჩნიე ერთადერთი გამოსავალი სიმართლის თქმა იყო........გადავყვიტე ასეც მოვქცეულიყავი.  
მეორე დღეს საღამოს მე ის ჩემს ქოხში წავიყვანე.....რომ ყოველივე დაწვრილებით ამეხსნა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დასრულდა, ამის გახსენება არ მინდა...მაგრამ გეტყვით რომ ჩემი აღსარების დასკვნით ნაწილთან სულ ახლოს ვართ.....................
______________________________________________________________________________________________
ერთი თავი და ეს მოთხრობაც დასრულდება ბოდიშის გიხდით,რომ ამდენი გალოდინეთ ♥

დაამოწმა თათიმ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 653 | დაამატა: Ann | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-09-06 Spam
:(vaimeee