მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
10:50 PM
შუაღამის მზე..
– ასეც ვფიქრობდი. – სიტუაცია საკმაოდ აბსურდული და სულელური იყო. 
– ეს როგორ... – ხმა ჩაუწყდა, ქუთუთოები აუთრთოლდა. – როგორ აღმოჩნდი აქ, 
ასე სწრაფად. 
შეგრძნება, რომელსაც აქამდე განვიცდიდი, მაშინვე გაქრა, საკმაოდ ბევრი
შენიშნა. 
ახლა, როდესაც მივხვდი, რომ გოგონა უსაფრთხოდ იყო, ჩემი ოჯახის შესახებ
ნერვიულობა გაძლიერდა. 
– ზუსტად შენს გვერდით ვიდექი, ბელა, – პირადი გამოცდილებით ვიცოდი,
რომ თუ კი დამაჯერებლად მოვიტყუებოდი, თანამოსაუბრე აუცილებლად
დაეჭვდებოდა საკუთარ სიმართლეში. 
შეეცადა ემოძრავა. ამჯერად მივეცი ამის გაკეთების შესაძლებლობა. ჩემთვის
აუცილებელი იყო მესუნთქა, რათა თამაში გამეგრძელებინა. საღი გონების
შესანარჩუნებლად მისი სხეულის სითბოსგან უნდა განვთავისუფლებულიყავი, რათა
მისი სისხლის არომატს არ ემოქმედა. იმდენად შორს გავიწიე მისგან, რამდენადაც ეს
შესაძლებელი იყო. 
შემომხედა, მისი მზერისთვის თვალის არიდება შეცდომა იქნებოდა, რომელსაც
მხოლოდ გამოუცდელი მატყუარები უშვებდნენ, მე კი ასეთი არ ვიყავი. ჩემი სახის
გამომეტყველება წყნარი, შთამაგონებლად დამაჯერებელი იყო... როგორც ჩანს ამან
იმოქმედა, შეცბა. კარგია. 
შემთხვევის ადგილზე ხალხი შეგროვდა. ძირითადად სტუდენტები, რომლებიც
ცდილობდნენ მასის გარღვევას, რათა დაენახათ რა მოხდა. მესმოდა მათი ლაპარაკი
და წამოძახილები, ასევე შეშინებული ფიქრები. აზრებს ვუკვირდებოდი, რადგან
დავრწმუნებულიყავი რამე ეჭვი ხომ არ არსებობდა. შემდეგ კი შევეცადე გამომერთო
ჩემი შესაძლებლობა და მთლიანად გოგონაზე ვყოფილიყავი მობილიზებული.
მისი ყურადღება ჩვენს გარშემო ატეხილი ალიაქოთისკენ იყო მიპყრობილი,
თუმცა სახეზე ჯერ კიდევ მომხდარისგან გამოწვეული შოკი ჩანდა და ცდილობდა
ფეხზე წამომდგარიყო.
მსუბუქად შევეხე მის მხარს რათა შემეჩერებინა. – ჯერ არ გაინძრე. – როგორც ჩანდა თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ რამდენად
შეიძლებოდა მისთვის კისრის ამოძრავება, არ ვიცოდი. ისევ გამიჩნდა სურვილი, რომ
კარლაილი გვერდით მყოლოდა. მედიცინის მრავალწლიანი თეორიული ცოდნა, 
არაფერ იყო მის ასწლეულების გამოცდილებასთან შედარებით. 
– მაგრამ აქ ცივა. – ამიხსნა.
ორჯერ ძლივს გადარჩა სიკვდილს, დაშავდა, სიცივე კი – ერთადერთი იყო, რაც
მას ახლა აწუხებდა. მანმადე გამეცინა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ სიტუაცია
სრულებით არ იყო სასაცილო.
თვალები დაახამხამა და შემომხედა.
– შენ იქ იდექი.
სამხრეთისკენ გაიხედა, თუმცა იქ მხოლოდ დამტვრეული ფურგონი ჩანდა. 
– შენს მანქანასთან იდექი.
– არა, არ ვყოფილვარ.
– დაგინახე, – დაიჟინა, პატარა ჭირვეული ბავშვივით ლაპარაკობდა.
ამაყად ასწია ნიკაპი. 
– ბელა, მე შენს გვერდით ვიდექი და ხელი გკარი, რათა ფურგონი არ
დაგჯახებოდა. 
გაფართოებულ თვალებში ჩავხედე, ვცდილობდი ჩემი ვერსია ერწმუნა –
ერთადერთი ვერსია, ყველა სხვა არსებულებიდან.
კბილები გააღრჭიალა.
– არა.
შევეცადე ტაქტიანი ვყოფილიყვი და შიშს არ შევეპყარი. რომ შემძლებოდა, მისი
თუნდაც ერთი წუთით დამშვიდება, რათა მტკიცებულებები გამენადგურებინა... 
გადამეთქმევინებინა, მისი თეორია თავის ტრამვისთვის დამებრალებინა.
მომიწევდა, უბრალოდ მეიძულებინა ეს წყნარი გოგონა გაჩუმებულიყო. 
ოღონდაც დაეჯერებინა ჩემთვის, თუნდაც ცოტა ხნით. – გთხოვ, ბელა, – ვუთხარი, მაგრამ ჩემი ხმა ზედმეტად დაძაბულად ჟღერდა, 
რადგანაც მოულოდნელად მომინდა, რომ ჩემთვის დაეჯერებინა. საშინლად
მომინდა, რომ ეს ნდობა გაგრძელებულიყო, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში. 
სულელური სურვილი. რამ უნდა აღუძრას ჩემს მიმართ ნდობა?
– რატომ? – შემეკითხა.
– მენდე. – ვთხოვე მე.
– მპირდები, რომ მოგვიანებით ყველაფერს ამიხსნი?
მაცოფებდა, რომ ისევ ტყუილის თქმა მიწევდა, სწორედ მაშინ, როცა ასე ძალიან
მინდოდა მისი ნდობის მოპოვება. ამიტომ ჩემი პასუხი უხეშად აჟღერდა.
– კარგი.
– კარგი, – გაიმეორა იგივე ტონით.
ამ დროს ჩვენს ირგვლივ ხალხი შეგროვდა, უფროსები მოვიდნენ, სასწრაფო
დახმარების მანქანა გამოიძახეს, შორიდან უკვე მათი ხმაც მესმოდა.
ვცდილობდი გოგონაზე აღარ მეფიქრა და აზრები დამელაგებინა. ყურადღებით
ვსწავლობდი გარშემო შემოხვეული ხალხის აზრებს, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე
ისეთი, რომელიც ყურადსაღები იქნებოდა. ბევრი მათგანი გაოცებული იყო ჩემი იქ, 
ბელას გვერდით ყოფნით, მაგრამ ერთზე შეთანხმდნენ, თუმცა სხვა ახსნას ვერც
პოულობდნენ, უბრალოდ ვერ შემნიშნეს გოგონას გვერდით მდგარი შემთხვევის
მომენტამდე.
ბელა ერთადერთი იყო, ვისაც ამის დაჯერება არ უნდოდა, მაგრამ ის საიმედო
მოწმედ არ გამოდგებოდა, რადგან შეშინებული და დაშავებული იყო. შეიძლება არც
კი ახსოვდა, რომ თავი დაარტყა, ასევე შესაძლებელი იყო შოკურ მდგომარეობაში
ყოფილიყო განცდილის შემდეგ, ეს ფაქტები კი მის თეორიას გააქარწყლებდნენ. 
არავინ მიაქცევდა ყურადღებას მის ნათქვამს სხვა მოწმეების შემდეგ. 
შევხტი, როცა როზალის, ემეტის და ჯასპერის აზრები გავიგონე, რომლებიც
შემთხვევის ადგილს მოუახლოვდნენ. დღევანდელი დღე ძვირად დამიჯდებოდა.
მინდოდა გვერდით მდგარ მანქანაზე ის ჩაღრმავება გამესწორებინა, რომელიც
ჩემმა მხარმა დატოვა, მაგრამ გოგონა საკმაოდ ახლოს იყო. მოცდა მომიწევდა, სანამ
ყურადღებას მოადუნებდა.ლოდინი ძალიან მოსაბეზრებელი იყო. საკმაოდ ბევრი ადამიანი გვეხვეოდა
გარს, ცდილობდნენ ფურგონი გადაეადგილებინათ. შემეძლო დავხმარებოდი, რათა
უბრალოდ პროცესი დამეჩქარებინა, მაგრამ ისედაც საკმარისი პრობლემები მქონდა, 
გოგონას კი – მახვილი თვალი. ბოლოსდაბოლოს მოახერხეს მანქანის გადაწევა, რათა
ექიმებს ჩვენთან მოახლოება შეძლებოდათ.
ნაცნობი სახე შემფასებლური მზერით მათვალიერებდა.
– გამარჯობა ედვარდ, – მითხრა ბრეთ უორენმა.
ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მუშაობდა და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. 
ეს წმინდა წყლის გამართლება იყო – ერთადერთი წარმატება დღევანდელ დღეს, რომ
ის იყო პირველი, ვინც მოგვიახლოვდა. მის აზრებში საკუთარი დამშვიდებული და
ენერგიული სახე დავინახე.
– თავს როგორ გრძნობ ყმაწვილო?
– ყველაფერი არაჩვეულებრივადაა ბრეთ, არაფერი მიჭირს, მაგრამ ვშიშობ, რომ
ბელაზე იგივეს თქმა არ შემიძლია, საკმაოდ ძლიერად დაარტყა თავი, როცა ხელი
ვკარი.
ბრეთმა მთელი ყურადღება გოგონაზე გადაიტანა, რომელმაც გამბურღველი
მზერით დამაჯილდოვა, რადგან გავეცი. ოჰ, ზუსტად. ის წამებულივით ჩუმად
ტანჯვას ამჯობინებდა.
ჩემს სიტყვებს არ შეეწინააღმდეგა და ვიგრძენი როგორ მომეშვა გულზე.
სხვა თანამშრომლები ცდილობდნენ ჩემს გასინჯვას, მაგრამ მათი თავიდან
მოშორება ადვილი იყო. შევპირდი, რომ მამაჩემი გამსინჯავდა და თავი დამანებეს. 
ადამიანების უმრავლესობისთვის უბრალოდ დამაჯერებელი ტონი საკმარისი იყო
დასარწმუნებლად, მაგრამ არა ამ გოგონასთვის. ნუთუ რომელიმე ადამიანურ
სტანდარტში ჯდება? 
ექიმებმა კისერზე არტახი დაადეს და უხერხულობისგან წამოწითლდა. დრო
ვიხელთე და ფეხით ფრთხილად გავასწორე მანქანის ჩაჭეჭყილი ადგილი. ეს
მოქმედება მხოლოდ ჩემმა ნათესავებმა შენიშნეს და გავიგონე როგორ შემპირდა
ემეტი ყველაფრის გამოსწორებას, რასაც ვერ მოვასწრებდი. მის დახმარების იმედით და უფრო მეტად მადლობელი, რადგან ჩემს სახიფათო
საქციელზე აღარ ფიქრობდა, მოვდუნდი და სასწრაფო დახმარების მანქანაში ბრეთის
გვერდით მოვთავსდი.
შერიფი მანამდე მოვიდა, ვიდრე ბელას მანქანაში ჩასვამდნენ.
თუმცა ბელას მამის ფიქრებში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისმოდა, შიში და
ნერვიულობა მისი გონებიდან მოდიოდნენ და ირგვლივ არსებულ ყველა ხმას
ახშობდა.
უსიტყვო ღელვის და დანაშაულის შეგრძნების ძლიერმა ნაკადმა გაუარა, როცა
თავისი შვილი სასწრაფოს მანქანაში დაინახა.
მისგან წამოსულმა ნერვიულობის ტალღამ, რომელიც ყოველ წამს
ძლიერდებოდა  თითქოს ტანში გამიარა. როცა ელისმა გამაფრთხილა, რომ შვილის
სიკვდილი ჩარლი სვონსაც მოკლავდა, არ გადაუჭარბებია.
მის შეშინებულ ხმას ვუსმენდი და დანაშაულის შეგრძნებისგან თავი ჩავკიდე.
– ბელა! – დაიყვირა.
– ყველაფერი რიგზეა ჩარ.. მამა. – მოისუნთქა. – ცუდი არაფერი მომხდარა.
მისი ხმის გაგონებისთანავე დარდი შეუმსუბუქდა და მაშინვე მიმართა ყველაზე
ახლოს მდგომ ექიმს, რათა დაწვრილებით გაეგო მომხდარის შესახებ.
გავიგონე როგორ ლაპარაკობდა, შიშის მიუხედავად ძალიან მკაფიოდ
წარმოთქვამდა წინადადებებს. მაშინ მივხვდი, რომ მისი ღელვა სულაც არ იყო უხმო, 
მე უბრალოდ... არ შემეძლო განსაზღვრული სიტყვების გაგონება.
ჰმმ... ჩარლი სვონის ფიქრები არ იყო ისეთივე ჩუმი, როგორც მისი შვილის, 
მაგრამ მივხვდი საიდან ქონდა მას ეს. საინტერესოა.
არასოდეს გამიტარებია დიდი დრო პილიციის შეფის გვერდით, რადგან მას
ყოველთვის ისეთ ადამიანად ვთვლიდი, რომელიც ძალიან ნელა ფიქრობდა. ახლა კი
ვხვდები, რომ ამ მხრივ შევცდი.
მისი აზრები ნაწილობრივ იმალებოდა, მაგრამ არ იკარგებოდა, მხოლოდ მისი
სიხშირის და განწყობილების ამოცნობა შემეძლო. მინდოდა უკეთესად მომესმინა, გამეგო შევძლებდი თუ არა, ამ შედარებით
იოლი თავსატეხის ამოხსნას რათა შემდეგ გოგონას საიდუმლო ამომეცნო. მაგრამ
ბელა უკვე მანქანაში ჩაესვათ და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან დაიძრა. 
რთული იყო თავის შეკავება ამ საიდუმლოს ამოხსნის ხელიდან გამსხლტარი
შესაძლებლობის შემდეგ, რომელმაც მთლიანად შემიპყრო, მაგრამ მომიწია
დავფიქრებულიყავი და დღევანდელი შემთხვევა ყველა მხრივ შემეფასებინა. 
აუცილებელი გახდა მომესმინა, რათა დავრწმუნებულიყავი იმ საფრთხის არ
არსებობაში, რომლის გამოც დამალვა მოგვიწევდა. ყურადღება უნდა მომეკრიბა. 
სასწრაფოს ექიმების აზრებში არაფერი იყო ისეთი, რაც გამანერვიულებდა. 
რამდენადაც მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ გოგონას ყველაფერი წესრიგში ქონდა. 
ბელაც იმ ისტორიას იზიარებდა, რომელიც ვუთხარი.
როგორც კი საავადმყოფოში მივედით, პირველი რაც უნდა გამეკეთებინა, 
მამაჩემი უნდა მენახა. სწრაფად გავიარე კარებში, თუმცა არც ბელა დამიტოვებია
უყურადღებოდ, ექიმების ფიქრებიდან ვადევნებდი თვალს.
საკმაოდ ადვილი იყო მამას ესოდენ ნაცნობი აზრების დაჭერა. ის პატარა
კაბინეტში იმყოფებოდა, მარტო – ეს კიდევ ერთი ბედის გამონათება იყო ამ უიღბლო
დღეს.
– კარლაილ!
ჩემი შეძახილი გაიგონა და შეშფოთდა. როცა სახეზე შემომხედა, ფეხზე წამოხტა
და სახეზე მკვდრისფერი დაედო.  არაჩვეულებრივ ნამუშევარ, წითელი ხის
მაგიდაზე გადმოიხარა.
– ედვარდ, ეს შენ...
– არა, არა. ეს ის არ არის.
ღრმად ამოისუნთქა.
– რა თქმა უნდა არა, მაპატიე, რომ ასე ვიფიქრე. შენი თვალები, რასაკვირველია, 
უნდა მივმხვდარიყავი.
შენიშნა, რომ ჩემი თვალები ჯერ კიდევ ოქროსფერი იყო.
– მაგრამ ის დაშავდა კარლაილ, შეიძლება ძალიან არა, მაგრამ მაინც... 
– რა მოხდა? – სულელური საგზაო შემთხვევა, შეუფერებელ დროს შეუფერებელ ადგილზე
აღმოჩნდა. არ შემეძლო უბრალოდ ვმდგარიყავი და მისი სიკვდილი დამეშვა...
– დაიწყე თავიდან. ვერ ვხვდები, შენ რა შუაში ხარ? 
– მანქანა ყინულზე მოცურდა. – დავიწყე მე.
ლაპარაკისას კედელს ვუყრებდი, რომელზეც უამრავ სხვადასხვა ჩარჩოში
ჩასმულ დიპლომთან ერთად, მისი საყვარელი სურათიც ეკიდა. – ელისმა დაინახა, 
რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ დრო აღარ რჩებოდა საიმისოდ რომ მემოქმედა... გარდა
იმისა, რომ ხალხი გამერღვია და გზიდან გადამეგდო. არავის შეუმჩნევია... მის
გარდა. ფურგონის გაჩერებას მომიწია, მაგრამ ამჯერადაც მის გარდა ეს არავის
შეუმჩნევია... მე.. მე ძალიან ვწუხვარ კარლაილ, არ მინდოდა საფრთხის ქვეშ
აღმოვჩენილიყავით. 
მაგიდას შემოუარა და მხარზე დამადო ხელი. 
– შენ სწორად მოიქეცი. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ მე შენით ვამაყობ, ედვარდ. 
ახლა უკვე შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა. 
– მან იცის, რომ ჩემს თავს რაღაცა ვერ არის კარგად.
– ეს არ არის მნიშვნელოვანი, თუ წასვლა მოგვიწევს, აუცილებლად წავალთ. რა
თქვა? 
საგონებელში ჩავარდნილმა თავი გადავაქნიე. 
– ჯერ–ჯერობით არაფერი.
– ჯერ? 
– ის დაეთანხმა ჩემეულ ვერსიას, მაგრამ ახლა ჩემგან ყველაფრის ახსნას
ელოდება. 
მოიღუშა და დაფიქრდა. 
– მან თავი დაარტყა, ნუ კარგი, მე დავარტყი – გავაგრძელე სწრაფად. –
საკმარისად ძლიერად ვკარი ხელი და მიწაზე დაეცა. ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ
ვფიქრობ რთული იქნება მისი თეორიის დაჯერება. 
ასეთი ლაპარაკის გამო, თავს ნაძირალად ვგრძნობდი. კარლაილმა ჩემს ხმაში არსებული ზიზღი შეამჩნია.
– იმედი მაქვს ასე არ მოხდება. ვნახოთ რა გამოვა ამისგან. კარგი? ვფიქრობ
პაციენტი მყავს, რომლის მონახულებაც ღირს.
– კარგი. – დავეთანხმე. – ისე ვნერვიულობ, რომ ტკივილი მივაყენე.
კარლაილს სახე გაუნათდა. თმები შეისწორა, რომელიც სულ რამდენიმე ტონით
ღია იყო მის თვალებთან შედარებით და გაიცინა.
– დღევანდელი დღე საინტერესო იყო შენთვის, ასეა? – მის აზრებში ირონია
ამოვიკითხე, ეს მას ამხიარულებდა. კარდინალური ცვლილება როლების. მეასედი
წამი დამჭირდა, რათა მკვლელიდან მხსნელად გადავქცეულიყავი. 
მასთან ერთად გავიცინე. გამახსენდა როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბელას
ჩემს გარდა არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. ჩემს სიცილს მიზეზი ქონდა. 
ფურგონის მიუხედავად, ეს წმინდა წყლის სიმართლე იყო. 
მარტო ველოდი კარლაილს მისსავე კაბინეტში, ეს იყო ყველაზე გრძელი საათი
ჩემი არსებობის მანძილზე. აზრებს ვუსმენდი, რომლებიც საავადმყოფოს ავსებდნენ. 
ტაილერ ქროული, ფურგონის მფლობელი, როგორც ჩანს, ბელაზე მეტად
დაზარალდა და ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. კარლაილი სადღაც
შეჩერებულიყო და სხვა ექიმების მიერ გასინჯვის შედეგებს ამოწმებდა. 
გოგონას ტრამვა, როგორც ჩანს უმნიშვნელო იყო, რამაც ამაღელვა, მაგრამ
ვიცოდი, რომ ის მართალი იყო. ერთადერთი შეხედვა მისთვის, გოგონას ჩემს  
შესახებ შეახსენებს, რომ მე და ჩემს ოჯახს, რაღაც ისე არ გვაქვს, რაც მას
აალაპარაკებს.
სიტუაცია დაიძაბა, როცა ტაილერმა მას კითხა, როგორ მოასწრო შებრუნება.
გოგონა ყოყმანობდა, მე კი სუნთქვა შეკრული ველოდი.
– მმმ... – წარმოთქვა, მაგრამ ტაილერი ვერ მიხვდა როგორ შეაშფოთა მისმა
შეკითხვამ გოგონა. ბოლოს და ბოლოს დაასრულა. – ედვარდმა ხელი მკრა.
ამოვისუნთქე. შემდეგ კი სუნთქვა გამიხშირდა. აქამდე არასოდეს გამეგონა, 
როგორ წარმოთქვამდა ბელა ჩემს სახელს. ტაილერის ფიქრებში გაგონილიც კი
ძალიან მომეწონა, მაგრამ მინდოდა თვითონ მომესმინა.– ედვარდ ქალენი. – დააზუსტა მან, რადგან შენიშნა, რომ ტაილერი ვერ მიხვდა
ვის ეხებოდა საუბარი. გავაცნობიერე, რომ კარებთან ვიდექი და ხელი ურდულზე
მეკიდა. მისი ნახვის სურვილი თანდათან ძლიერდებოდა. მომიწია საკუთარი
თავისთვის შემეხსენებინა, რომ სიფრთხილე მმართებდა.
– ის ჩემს გვერდით იდგა.
– ქალენი? ჰმმ, უცნაურია, არ დამინახავს. შემიძლია დავიფიცო რომ... მაგარია, 
როგორც ჩანს სწრაფად იმოქმედა. როგორ არის?
– ვფიქრობ კარგად. სადღაც აქავეა.
მისი ჩაფიქრებული სახე დავინახე, თვალები დაუვიწროვდა, მაგრამ ეს
ცვლილება, ტაილერმა ვერ შენიშნა. 
– სიმპატიურია. – ფიქრობდა გაკვირვებული ტაილერი. ამდენი რამის
გადატანის მერეც. მართალია ჩემს გემოვნებაში არ ჯდება მაგრამ... სადმე უნდა
დავპატიჟო... იქნებ ამ საღამოს...
არც კი დავფიქრებულვარ რას ვაკეთებდი, უკვე ჰოლში ვიყავი და მისაღებისკენ
მივიწევდი. საბედნიეროდ, მედდა ერთი წამით ადრე შევიდა ოთახში. ბელა
რენტგენის გადასაღებად შეეყვანათ.
კუთხეში კედელს ამოვეფარე და ვეცადე თავის ხელში აყვანას. მაშინ როცა ის
სადღაც აქავე იყო. 
არ მაღელვებდა რომ ტაილერმა სიმპატიური უწოდა. ამას ყველა შენიშნავდა. არ
მქონდა მიზეზი, რომ თავი ასე მეგრძნო... და როგორ ვგრძნობდი თავს? ნაწყენი? თუ
უფრო მეტად გაღიზიანებული? მნიშვნელობა არ ქონდა.
იმდენ ხანს ვიდექი, რამდენიც შემეძლო, მაგრამ მოუთმენლობამ შემიპყრო და
მიმღებისაკენ წავედი. მინდოდა ოდნავ მაინც დამენახა, სანამ რენტგენს უღებდნენ, 
მედდა კი შემობრუნდა.
უკეთესად ვიგრძენი თავი, როცა დავინახე. ყველაფერი კარგად იყო. როგორც
ჩანს არაფერი დამიშავებია მისთვის.
კარლაილმა დამინახა.
– უკეთესად გამოიყურები. – შენიშნა.შევხედე, მარტონი არ ვიყავით, დერეფანში უამრავი სანიტარი და მნახველი
იმყოფებოდა.
– აჰ, ჰო. – და სინათლეზე გახედა ბელას სურათს, არ მჭირდებოდა მისი მეორედ
ნახვა – ვხედავ სრულიად ჯანმრთელია. ყოჩაღ ედვარდ.
მამის კეთილგანწყობამ, ჩემში სხვადასხვა გრძნობები გამოიწვია. რომ
მცოდნოდა, რომ არ მომიწონებდა იმ საქციელს, რის ჩადენასაც ვაპირებდი, უკეთესად
ვიგრძნობდი თავს. უფრო სწორად, არ მოეწონებოდა ის, რასაც აუცილებლად
გავაკეთებდი.
– მანამდე ვაპირებ მასთან დალაპარაკებას, სანამ შენ შეგხვდება. – ერთი
ამოსუნთქვით ჩავილაპარაკე. – ვეცდები ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა. 
შევეცდები ყველა შესაძლო არგუმენტის მოყვანას.
კარლაილი ჯერ კიდევ მის სურათებს უყურებდა ჩაფიქრებული და უგულოდ
დამიქნია თავი. 
– არ არის ცუდი იდეა. ჰმმ...
ყურადღებით შევხედე იმას, რამაც მისი დაინტერესება გამოიწვია.
– შეხედე მის გადატანილ ტრამვებს. რამდენჯერ დაუვარდა დედამისს? 
საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა.
– ნელნელა ვრწმუნდები, რომ ეს გოგო მოსიარულე უბედურებაა. ყოველთვის
არასწორ ადგილზე, არასაჭირო დროს.
– ფორქსი ნამდვილად არაშესაფერისი ადგილია მისთვის, რადგან შენ ხარ აქ.
შევეცადე პასუხისთვის თავი ამერიდებინა.
– წადი ყველაფერი მოაგვარე, მალე შემოგიერთდები.
სასწრაოდ შევბრუნდი და უკან მიმღებისკენ წავედი. როგორც ჩანს ტყუილის
თქმა კარგად გამომდიოდა, რადგან კარლაილის შეცდომაში შეყვანა მოვახერხე.
მიმღებში შესულმა დავინახე, რომ ტაილერი ჯერ კიდევ ბოდიშს იხდიდა, 
გოგონა კი ცდილობდა თავი მოეჩვენებინა, ვითომ ეძინა. თვალები დახუჭული
ქონდა, მაგრამ მის სუნთქვაში ნერვიულობა იგრძნობოდა, ხანდახან კი თითები
უთამაშებდა მოუთმენლობისგან.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 648 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-27 Spam
maleee gogoo maleee