მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
6:11 PM
შუაღამის მზე))
ნეტა ელისი სადაა? ვკითხე საკუთარ თავს. ნუთუ არ დაინახა როგორ
ვუსწორდები სუონის შვილს? რატომ არ მოვიდა, რათა შევეჩერებინე, ან მკვლელობის
მერე კვალის დაფარვაში დამხმარებოდა? იქნებ ძალიან იყო დაკავებული ჯასპერის
თვალთვალით და უბრალოდ მხედველობიდან გამორჩა ეს ყველაფერი? იქნებ
ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე წარმომიდგენია? და გოგონასთვის არაფერი
დამეშავებინა? არა.  მე ვიცოდი, რომ ეს მართალი არ იყო.  ელისი უბრალოდ ძალიან
იყო დაკავებული ჯასპერზე ზრუნვით. 
იმ მხარეს გავიხედე საიდანაც ის უნდა გამოსულიყო. პატარა შენობა, სადაც
ინგლისურის გაკვეთილები ტარდებოდა. დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია რათა
ნაცნობი ხმა მეპოვნა. მართალი აღმოვჩნდი, მისი ფიქრები მთლიანად ჯასპერის
მხარეს იყო მიმართული, ცდილობდა მისი სულიერი მდგომარეობა ამოეცნო. 
ვწუხვარ, რომ არ შემიძლია დახმარება ვთხოვო. მაგრამ ამასთანავე კმაყოფილი
ვიყავი, რომ არ იცოდა რისი  გამკეთებელი ვიყავი, რომ ვერ დაინახა, როგორი
სასაკლაოს მოწყობას ვაპირებდი გაკვეთილზე. ისევ ვიგრძენი როგორ შემომენთო ცეცხლი, მაგრამ ამჯერად სირცხვილის. არ
მინდოდა ამის შესახებ ვინმეს ცოდნოდა. 
თუ შემიძლია, რომ როგორმე ბელა სუონისგან თავი შორს დავიჭირო, ვმართო
ჩემი სურვილი, რათა არ მოვკლა – თუნდაც ურჩხული ამ ყველაფრის გამო
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო და კბილები ეღრჭიალებინა – მაშინ არავის არ
იქნებოდა აუცილებელი ამის გაგება. მთავარია, ბელასგან შორს ვიყო. 
ბოლოს და ბოლოს რატომ არ უნდა მეცადა? გამეკეთებინა სწორი არჩევანი, 
მეცადა ვყოფილიყავი ისეთი, როგორადაც კარლაილი მთვლიდა. 
ბოლო გაკვეთილი თითქმის დამთავრებულიყო. გადავწყვიტე ჩემი გეგმა
განმეხორციელებინა. ეს რა თქმა უნდა უკეთესი იყო, ვიდრე მანქანაში ჯდომა და
ლოდინი, მაშინ როცა შეიძლებოდა მას ნებისმიერ დროს გაევლო გვერდით და ჩემი
მცდელობა წყალში ჩაეყარა. მაშინვე ვიგრძენი გაუმართლებელი სიძულვილი
გოგონას მიმართ. ვბრაზობდი, რადგან ჩემზე ასე მოქმედებდა. რომ შეეძლო ისეთი
გავეხადე, როგორადაც არ მინდოდა ყოფნა. 
სწრაფად გავემართე სკოლის ადმინისტრაციული კორპუსისკენ – უფრო სწორად
ძალიან სწრაფად, რადგან გარშემო ვერავინ მხედავდა. ყველანაირი საშუალება უნდა
მოვსპო რათა შემთხვევით არ შევხვდე ბელა სუონს, ამის მერე  მე მას ჭირიანივით
უნდა ვერიდო. 
ადმინისტრაციული კორპუსი ცარიელი იყო, თუ რა თქმა უნდა იმ
ადმინისტრატორს არ ჩავთვლიდით, ვისი ნახვაც მინდოდა. 
– მისის კოუპ? 
წითურ თმიანმა ქალმა გაოცებით შემომხედა. ჩვენ მას ყოველთვის ვაოცებდით: 
პატარა ოინი, რომელსაც ვერაფით ხვდებოდნენ, იმის მიუხედავად რომ ხშირად
გვხედავდნენ. 
– ოჰ. – პირი გააღო და ზედატანზე არსებულ ნაკეცებს დახედა. სულელო –
გაიფიქრა საკუთარ თავზე – ის თითქმის შვილად გერგება. ძალიან ახალგაზრდაა
საიმისოდ რომ იფიქრო.... – გამარჯობა ედვარდ. რითი შემიძლია დაგეხმარო? –
მსუბუქად აწია წარბები სათვალის მიღმა. არასაიამოვნოა, მაგრამ ვიცოდი რამდენად მომხიბვლელი შემეძლო
ვყოფილიყავი, როცა მინდოდა, მას მერე, რაც გავაცნობიერე, ნებისმიერი ჟესტი და
ხმის ინტონაცია როგორ მოქმედებდა სხვებზე. 
წინ გადავიხარე, მის პატარა მუქი თვალების მზერას შევხვდი. მისი აზრები უკვე
ჩემთვის ნაცნობი იყო. ადვილი იქნება
– ვიმედოვნებ შეძლებთ ჩემს დახმარებას. – რბილი ხმით ვთქვი და
წარმატებისთვის განვეწყე. 
გავიგონე როგორ აუჩქარდა გულისცემა. 
– რა თქმა უნდა ედვარდ, რამე პრობლემაა? – ძალიან ახალგაზრდაა, ძალიან
ახალგაზრდაა, არწმუნებდა თავს. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება მცდარი იყო. მე
შეიძლება მის ბაბუაზე უფროსი ვყოფილიყავი, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა
თარიღი ეწერა ჩემს მართვის მოწმობაში, რა თქმა სწორი იყო. 
– მსურდა გამეგო თუ შეიძლება რომ ბიოლოგია რამე სხვა საგნით ჩავანაცვლო? 
მაგალითად ფიზიკა. 
– რამე პრობლემაა მისტერ ბენერთან ედვარდ? 
– არა, ყევლაფერი კარგადაა, უბრალოდ მე უკვე ნასწავლი მაქვს ეს საგანი. 
– დაჩქარებული პროგრამით გადიოდით ამ საგანს იმ სკოლაში სადაც მანამადე
სწავობდი? – მოიღუშა. ისინი კოლეჯში უნდა სწავლობდნენ. გამიგია როგორ წუხს
ყველა მასწავლებელი, რადგან მათ ყველაფერი იციან, არასოდეს ფიქრდებიან
პასუხისთვის. არანაირი შეცდომა ტესტებში, თითქოს მათ იციან როგორ გადაიწერონ
ნებისმიერი საგანი. მისტერ ვენერს შეუძლია დაიჯეროს რომ მოსწავლე იწერს, ვიდრე
აღიაროს რომ მათზე ნაკლები იცის. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ მათზე ალბათ დედა
ზრუნავს. – საერთოდ ედვარდ, ფიზიკაზე ძალიან ბევრი მოსწავლეა, მისტერ ბენერს
კი არ უყვარს როცა კლასში ოცდახუთზე მეტი ადამიანია. 
– არანაირ პრობლემას არ შევუქმნი. 
რა თქმა უნდა არა. 
– ვიცი ედვარდ, მაგრამ იქ უბრალოდ არ არის საკმარისი ადგილი. 
– იქნებ უბრალოდ გავაცდინო გაკვეთილები? თავისუფალ დროს სხვა საქმით
დავკავდები. – გააცდინო ბილოგია? – სახე მოეღრიცა. ნუთუ ასეთი რთულია უბრალოდ
იჯდე გაკვეთილზე და უსმინო, მაშინაც კი თუ ყველაფერი იცი. თორემ მისტერ
ბენერთან პრობლემები შეგვექმნება. ბობს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. –
მაშინ საკმარისი საგნები არ დაგიგროვდება, რათა კოლეჯში ჩააბარო. 
– მომავალ წელს ჩავაბარებ. 
– იქნებ ეს ყველაფერი თავდაპირველად მშობლებთან შეათანხმო? 
ჩემს უკან კარი გაიღო, მაგრამ შემოსული ჩემზე არ ფიქრობდა და ყურადღება არ
მივაქციე. მთელი ყურადღება მისის კოუპისკენ მქონდა მიმართული. მისკენ მეტად
გადავიხარე და თვალები ფართოდ გავახილე. ეს ყველაფერი უკეთესად
იმოქმედებდა, ისინი თაფლისფერები რომ ყოფილიყვნენ და არა შავი, შავი თვალები
ადამიანებს აშინებდა. 
- გთხოვთ მისის კოუპ – რამდენადაც შესაძლებელი იყო ხმა სანდომიანი და
შეუპოვარი მქონდა –
ნუთუ არ შეიძლება სადმე გადამიყვანოთ? დარწმუნებული ვარ სადმე
აუცილებლად იქნება ადგილი. ბილოგიის მეექსვე გაკვეთილი სულაც არ იქნება
ერთადერთი შესაძლებლობა.
ფრთხილად გავუღიმე, რომ კბილები არ გამომჩენოდა და არ შემეშინებინა. 
ვეცადე სახისთვის რბილი გამომეტყველება მიმეცა. 
– ნუ, ვეცდები დაველაპარაკო ბობს... მინდოდა მეთქვა მისტერ ბენერს. 
მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო ჩემს ირგვლივ: 
ოთახის ატმოსფერო, ჩემი მიზანი, მიზეზი, რის გამოც წითურ თმიან ქალს
ველაპარაკებოდი. ყველაფერი, რასაც ადრე ერთი მიზნისთვის ვაკეთებდი, ახლა
შეიცვალა. 
მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა სამანტა უელსს, რომ კარები გაეღო, რაღაც
ფურცლები ჩაეყარა კარებთან მდგარ ყუთში და სწრაფად გასულიყო. მხოლოდ ერთი
წამი დასჭირდა, რომ ღია კარიდან შემოსული ჰაერი დამჯახებოდა. მხოლოდ ერთი
წამი დამჭირდა რომ მივმხვდარიყავი, რატომ იყო რომ მანამდე შემოსული ადამიანი
არ მაწუხებდა თავისი ფიქრებით. 
შემოვბრუნდი, თუმცა უკვე ვიცოდი რომ მართალი ვიყავი. ნელა შემოვბრუნდი
და ვცდილობდი მებრძოლა ჩემს დაჭიმულ კუნთებთან.ბელა სვონი ჩემს უკან იდგა, კედელს მიყრდნობოდა და ხელში რაღაცა
ფურცლები ეჭირა. თვალები უფრო გაუფართოვდა, როცა ჩემს მკაცრ გამოხედვას
წააწყდა. 
მისი სისხლის სუნმა მთელი ოთახი აავსო და ყელში ცეცხლი დაანთო. 
ჩემში არსებული მონსტრი, ისევ აირეკლა მის თვალებში. 
ხელი მაგიდის ზედაპირზე გამეყინა. არ მინდოდა უკან შევბრუნებულიყავი და
მისის კოუპი ერთი ძლიერი დარტყმით მომეკლა. ორი მსხვერპლი უკეთესია ვიდრე
ოცი.
ურჩხული ხარბად ელოდებოდა როდის გავაკეთებდი ამას.  
მაგრამ მე არჩევანი გამაჩნდა, ის ყოველთვის არის. 
სუნთქვა შევწყვიტე და წარმოვიდგინე კარლაილის სახე. ისევ მივბრუნდი მისის
კოუპისკენ, რომელსაც ჩემი ხასიათის უეცარი ცვლილების გამო უკან დაიხია.
ათწლეულების მანძილზე გამომუშავებული თვითკონტროლის მეშვეობით
შევძელი ჩემს ხმას გულგრილი ტონი მიეღო. ფილტვებში საკმარისი ჰაერი
დარჩენილიყო რათა მთლიანი ფრაზა მეთქვა: – რას ვიზამთ, დარჩეს ყველაფერი
როგორც არის, მაპატიეთ რომ საქმეებს მოგწყვიტეთ. 
შევტრიალდი და სასწრაფოდ დავტოვე ოთახი. ვცდილობდი ყურადღება არ
მიმექცია გოგონას ცხელი სისხლისთვის, რომელიც მის გვერდით ჩავლისას
ვიგრძენი. სანამ საკუთარ მანქანაში არ აღმოვჩნდი, არ შევჩერებულვარ. იმაზე
სწრაფად ვმოძრაობდი, ვიდრე საჭირო იყო, საბედნიეროდ მოსწავლეების უმეტესობა
უკვე სახლებში წასულიყვნენ, და ბევრი მაყურებელი არ მეყოლებოდა. 
მივხვდი, რომ მეორკლასელმა, დი ჯეი გარეტმა შემაჩნია, მაგრამ ყურადღება არ
მომაქცია. 
კალენი აქ საიდან გაჩნდა? თითქოს ციდან ჩამოფრინდა... ოჰ, ალბათ მომეჩვენა, 
დედა ხშირად მეუბნება... 
ვოლვოში ჩავჯექი და აღმოვაჩინე რომ დანარჩენები უკვე იქ მელოდნენ. 
ვცდილობდი სუნთქვა მეკონტროლებინა, მაგრამ სუფთა ჰაერს ხარბად
ვისუნთქავდი. 
– ედვარდ? – შიშნარევი ხმით დამიძახა ელისმა.თავი გადავაქნიე. 
– ეშმაკმა წაიღოს რა დაგემართა?  – ემეტის კითხვაში მომთხოვნი ტონი ისმოდა. 
ყურადღება ჩემზე გადამოიტანა. 
პასუხის ნაცვლად მოტორი ჩავრთე. აუცილებლად მანამდე უნდა დამეტოვებინა
ავტოსადგომი, ვიდრე ბელა სვონი გამოვიდოდა. მოვტრიალდი და სიჩქარის
სატერფულს ბოლომდე დავაჭირე. სანამ გზაზე გამოვიდოდი სიჩქარე საათში ორმოც
მილამდე გავზარდე. 
არც კი შევტრიალებულვარ, ვიცოდი, რომ ემეტიც, როზალიც და ჯასპერიც
ელისს უყურებდნენ. მან კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა, რადგან არ შეეძლო წარსულის
დანახვა – მხოლოდ მომავალს ხედავდა. 
შემდეგ მე შემომხედა. ორივემ გავაცნობიერეთ ის რაც მან დაინახა და
გაოცებულები დავრჩით, იმით რაც დაინახა. 
– შენ მიდიხარ? – ჩაილაპარაკა მან.
დანარჩენებმა მაშინვე შემომხედეს.
– ნუთუ? –  კბილებსშორის გამოვცერი. 
შემდეგ მან დაინახა ჩემი ყოყმანი და მომავალი მაშინვე შეიცვალა უარესის
მხრივ.
– ოჰ. 
ბელა სვონი მკვდარია. წყურვილით ანთებული ჩემი თვალები. ნადირობა
ჩვენზე. დიდი დრო, სანამ დამალვა გვჭირდება, ვიდრე ისევ მოგვეცემა
შესაძლებლობა ყველაფრის თავიდან დაწყების. 
სურათი ნელნელა კონკრეტული ხდებოდა, ვხედავდი ჩარლის სვონის სახლს
შიგნიდან, სამზარეულოს ყვითელ კარადასთან მდგარ ბელას, რომელიც ჩემგან
ზურგშექცევით იდგა, სანამ მე მას ჩუმად ვეპარებოდი... საკუთარ თავს მივეცი იმის
საშუალება რომ მისი არომატი მეგრძნო... 
– საკმარისია! – დავიყვირე მე, რადგან მეტის ატანა აღარ შემეძლო. 
– მაპატიე. –  მიპასუხა და თვალები გაუფართოვდა. 
ურჩხული ხარობდა. და სურათი ისევ შეიცვალა. ცარიელი გზატკეცილი, ღამე, ავტომობილის
ფარებით განათებული დათოვლილი ხეები. სიჩქარე დაახლოებით  ორასი მილი
საათში. 
- მომენატრები. –  ჩაილაპარაკა მან –
იმის მიუხედავად თუ რამდენად სწრაფად დაგვიბრუნდები. 
როზალიმ და ემეტმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს. 
თითქმის სახლის გადასახვევთან ვიყავით მისულები. 
– ჩვენ აქ დაგვტოვე! –  მიბრძანა ელისმა – ეს ყველაფერი შენ უნდა მოუყვე
კარლაილს. 
დავეთანხმე და ავტომობილი დავამუხრუჭე. 
ემეტი, როზალი და ჯასპერი ჩუმად გადავიდნენ მანქანიდან, ისინი ყველაფერს
გამოკითხავენ ელისს, როცა მე წავალ. ელისი მხარზე შემეხო. 
– შენ სწორ არჩევან გააკეთებ. –  მითხრა. ეს უკვე ბრძანება იყო და არა ხედვა – ის
ერთადერთი ყავს ჩარლი სვონს, ამით შენ მასაც მოკლავ. 
– ხო. – ბოლო ნაწილზე დავეთანხმე. ნერვიულობისგან წარბები შეეჭმუხნა,
დანარჩენებს შეუერთდა და მანამდე მიიმალნენ ტყეში, სანამ  ავტომობილს
მოვაბრუნებდი. 
უკან დავბრუნდი. დანამდვილებით ვიცოდი რომ ახლა ბნელი და ნათელი
სურათები მონაცვლეობით გამოჩნდებოდა ელისის ხედვებში, თითქოს ვიღაც დენის
ჩამრთველს აწვალებდა. ახლა მეც არ ვიცოდი რისთვის ვბრუნდებოდი ფორკსში
საათში ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით, იმისთვის რომ მამას გამოვმშვიდობებოდი? 
თუ მონსტრს გავანთავისუფლებდი? ხრეში კი მანქანის საბურავებ ქვეშ ხმაურობდა... 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 729 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
2011-12-24 Spam
this is really cool book....belasas jobia memgoni..yoveltvis mainteresebda edvardis tvalit danaxulii es wignii da martla sainteresoaa