მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
5:35 PM
შუაღამის მზე))
1 თავი
პირველი შეხვედრა
ამ წუთას ძალიან მაწუხებდა, რომ ძილი არ შემეძლო. საშუალო სკოლა, 
თუმცა მე მას ალბათ განსაწმენდელს უფრო დავარქმევდი.... თუ რა თქმა უნდა
არსებობს რაიმე საშუალება ჩემი ცოდვების გამოსასყიდად, სკოლა ამ
ჩამონათვალში აუცილებლად იქნება. მონოტონური ცხოვრება ჩემთვის არ არის, 
მაგრამ აქ ყოველი მომდევნო დღე, წინაზე მეტად მოსაწყენია. ხანდახან ვფიქრობ, რომ
ალბათ ეს არის ჩემი ძილი –  თუ კი ძილად ჩავთვლით ასეთ ინერტულ
მდგომარეობაში ყოფნას, აქტიურ პერიოდებს შორის. 
ვცდილობდი, იმ ხმებისგან, რომლებიც ჩემს თავში ხმაურიანი მდინარესავით
ისმოდა, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, ჩუმად ვათვალიერებდი კაფეტერიის
მობათქაშებულ კედლებზე გაჩენილ ბზარებს და მათში სხვადასხვა ფიგურების
ამოცნობას ვლამობდი. 
საერთოდ ვცდილობ ამ ყველაფერს იგნორირება გავუკეთო, რადგანაც ის, რაც
შეიძლება ადამიანმა იფიქროს, მე ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ მქონდა გაგონილი. 
დღეს, მაგალითად ყველას ფიქრი უმნიშვნელო მოვლენის –  ჩვენი სკოლის ახალი
წევრის ირგვლივ ტრიალებდა. კაფეტერიაში მყოფი, თითოეული ადამიანის ფიქრში,
ახალ სახეს ვხედავდი.  ეს იყო ჩვეულებრივი გოგონა, ადამიანი. მისი ჩამოსვლით
გამოწვეული ნერვიულობა ძალიან მაგონებდა პატარა ბავშვების ახალი სათამაშოთი
აღტაცებას. ბიჭების ნახევარმა უკვე მის შეყვარებულად წარმოიდგინა თავი და ეს
მხოლოდ იმიტომ, რომ ის უცნობი იყო. მობილიზებას ვცდილობდი რომ უცხო
აზრები არ გამეგონა. მხოლოდ ოთხ ხმას ვბლოკავდი ზრდილობის და არა ზიზღის
გამო: ეს იყო ჩემი ოჯახის, ორი ძმის და ორი დის აზრები, რომლებმაც იცოდნენ თუ
რამდენად რთული იყო ჩემგან რაიმეს დამალვა და თითქმის არც ფიქრობდნენ ამაზე. 
ვცდილობ არ მოვუსმინო, თუ კი ეს შესაძლებელია, ან უზრუნველვყო მათი
საიდუმლოებების შენახვა. რა თქმა უნდა ვიცი, რომ ეს მხოლოდ მცდელობაა.... 
როზალი, როგორც ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობდა. მან შეამჩნია საკუთარი
ანარეკლი რაღაც შუშის ზედაპირზე, ახლა კი ტკბებოდა თავისი სრულყოფილებით. როზალის ფიქრები პატარა ტბორს მაგონებდა, რომელის შიგნით არაფერი არ იყო
დამალული. ემეტი ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო, რადგანაც წინა ღამით ჯასპერთან
შეჯიბრში დამარცხდა, ახლა კი ნებისყოფის მოკრებას ცდილობდა რათა
გაკვეთილების დამთავრების მერე რევანში აეღო. არასოდეს ვცდილობდი ემეტის
ფიქრების წაკითხვას, რადგან ვიცი, რომ არ იფიქრებს ისეთ რამეს, რასაც მერე
ხმამაღლა არ იტყვის ან არ გააკეთებს. მხოლოდ უცხოთა აზრების გაგებას
ვცდილობდი, რადგან ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო არსებულიყო ისეთი რაღაცა, 
რასაც ჩემგან საიდუმლოდ შეინახავდნენ. თუ კი როზალის ფიქრები პატარა გუბურას
გავდა, ემეტის ფიქრები შეიძლება ტბისთვის შემედარებინა, გამჭვირვალე და სუფთა
წყლით. ჯასპერი ... შეწუხებული იყო. ჩუმად ამოვისუნთქე. ედვარდ, – აზრებში
დამიძახა ელისმა და მაშინვე ჩემი ყურადღება მიიპყრო. ეს ჩემთვის იგივე იყო
თითქოს ხმამაღლა მოემართოს. მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ჩემი
სახელი მოდიდან გადავიდა – ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ვინმეს აზრებში
ჩემი სახელის გაგონებისას შევტრიალდებოდი და აღმოვაჩენდი რომ სხვა ედვარდზე
ფიქრობდა. ამჯერად არ შევბრუნებულვარ, მე და ელისი მივეჩვიეთ ასეთი სახით
საუბარს და იშვიათად რომ ვინმეს გამოვეჭირეთ. ძველებურად ვათვალიერებდი
ბზარებს ბათქაშიან კედლებზე. – როგორ გრძნობს თავს? – მკითხა.
მოვიღუშე – მსუბუქად შემეცვალა ტუჩის კუთხეები, რომელსაც ვერავინ
შეამჩნევდა, ბოლოს და ბოლოს შემეძლო მოწყენილობისგან მოვღუშულიყავი. 
ელისს ხმის ტონზე ეტყობოდა აღელვება. დავინახე, რომ თვალის კუთხიდან
აკვირდებოდა ჯასპერს. რამე საშიშროებაა? – და უახლოეს მომავალში გაიხედა, რათა
გაეგო რატომ მოვიღუშე. ნელა მივატრიალე თავი მარცხნივ, თითქოს კედელს
შევხედე, ამოვისუნთქე და ისევ მარჯვნივ შევტრიალდი. მხოლოდ ელისი მიხვდა
რომ თავი გავაქნიე.
მოდუნდა. მაცნობე თუ საქმე ცუდად წავა.
მაღლა ავიხედე, შემდეგ კი ისევ დავხარე თვალები.
გმადლობთ, რომ ამას აკეთებ. 
მოხარული ვარ რომ ხმამაღლა არ მომიწია პასუხის გაცემა, ან რას ვეტყოდი? 
"არაფერს”? შესაძლებელია. არ მომწონს ჯასპერის ტანჯვის ყურება, ნუთუ ასეთი
ექსპერიმენტები აუცილებელია? ნუთუ არ არსებობს ნაკლებად სახიფათო გზა იმის
მისახვედრად, რომ მას არ შეუძლია თავისი წყურვილის კონტროლი ისევე კარგად, 
როგორც ჩვენ. რატომ ვთამაშობთ ცეცხლთან?ორი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო ნადირობიდან. დანარჩენებისთვის ეს დიდი
დრო არ იყო. შეიძლება ცოტათი არასასიავნოდ ვგრძნობდით თავს როცა ადამიანები
ძალიან გვიახლოვდნებოდნენ, ან ქარი ჩვენს მხარეს უბერავდა, მაგრამ ისინი
ნაკლებად მოდიოდნენ ახლოს. ინსტიქტურად გრძნობდნენ იმას, რასაც მათი ტვინი
ვერ აღიქვამდა: ჩვენ სახიფათონი ვიყავით. 
ამ დროს ჩვენგან ცოტათი მოშორებით, მაგიდასთან პატარა გოგონა გაჩერდა და
მეგობრებთან ლაპარაკი განაგრძო. ხელით აიჩეჩა მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, 
ვენტილიატორმა კი მისი სურნელი ჩვენს მხარეს წამოიღო. მისი სუნით გამოწვეული
ნაცნობი ნიშნები ვიცანი –  მშრალი ტკივილი ყელში, მუცელმა ხმა გამოსცა, კუნთები
ავტომატურად დამეჭიმა, პირი კი შხამიანი ნერწყვით ამევსო. 
თავს ნორმალურად ვგრძნობდი, თუმცა საერთოდ უფრო ნაკლებად
ვრეაგირებდი. ამ წამს ჩემთვის შედარებით რთული იყო, რადგან ჯასპერის რეაქციის
კონტროლიც მიწევდა. არა მარტო ჩემსას, მის ნაცვლადაც განვიცდიდი წყურვილს. 
მოულოდნელად ჯასპერმა გასაქანი მისცა თავის ფანტაზიებს. წარმოიდგინა
როგორ წამოდგებოდა ელისთან ერთად მაგიდიდან და გოგონას მიუახლოვდებოდა. 
შემდეგ თითქოს მისთვის ყურში აპირებდა რამის თქმას, დაიხრებოდა და თავისი
ტუჩებით შეეხებოდა გოგონას ყელს...
მის სკამს ფეხი ვკარი.
მომდევნო წუთს ჩემი დაჟინებული მზერა დაიჭირა და თვალები დახარა. შეცბა.
– მაპატიე. – ჩაილაპარაკა ჯასპერმა.
მხრები ავიჩეჩე.
– არაფერს არ აპირებდი. – დაამშვიდა ელისმა. –  აუცილებლად დავინახავდი. 
ვეცადე მისი ტყუილით გამოწვეული ღიმილი დამემალა. მე და ელისი
ვცდილობდით ერთად გვემოქმედა. ადვილი არ იყო აზრების კითხვა და მომავლის
ჭვრეტა. ორი საზიზღარი, სხვა საძაგლებს შორის. ჩვენ უცხო ადამიანების
საიდუმლოებს ვინახავდით. 
– შედარებით ადვილი იქნება, თუ კი მათ როგორც ადამიანებს ისე შეხედავ. –
განაგრძო ელისმა. ეს სიტყვები თავისი მაღალი და მუსიკალური ხმით იმდენად
სწრაფად წარმოთქვა რომ რაც არ უნდა ახლოს ყოფილიყო ადამიანი, მისი ყური ამასვერ აღიქვამდა – მას უიტნი ქვია, უმცროსი და ყავს რომელსაც აღმერთებს.
დედამისმა ერთხელ ესმე დაპატიჟა ბაღში გამართულ წვეულებაზე. გახსოვს? 
– ვიცი ვინც არის. –  მოკლედ ჩაილაპარაკა ჯასპერმა და ფანჯრისკენ
შეტრიალდა. მისი ხმის ტონით მიხვდებოდით, რომ არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი.
მისთვის აუცილებელი იყო ამ საღამოსვე სანადიროდ წასვლა, სისულელე
იქნებოდა გარისკვა, რათა საკუთარ ძალებში და გამძლეობაში დარწმუნებულიყო. 
ჯასპერს უნდა მიეღო თავისი შესაძლებლობები და ზღვარს არ უნდა გადასულიყო, 
რადგან მისი უწინდელი ჩვევები, თანხვედრაში არ მოდიოდა ჩვენი ცხოვრების
სტილთან.
ელისმა ჩუმად ამოისუნთქა, საჭმლით სავსე ლანგარი აიღო და გასასვლელისკენ
წავიდა. განსხვავებით როზალისგან და ემეტისგან, რომლებიც სახალხოდ
ამჟღავნებდნენ თავიანთ დამოკიდებულებას, ყოველთვის იცოდა როდის არ
საჭიროებდა ჯასპერი მის დახმარებას. ისინი საკუთარივით კარგად იცნობდნენ
ერთმანეთის განწყობას. 
ედვარდ ქალენი. 
ავტომატურად შევტრიალდი იქით, საიდანაც ჩემი სახელი გავიგონე, რომელიც
აზრებში წარმოთქვეს. 
ჩემი თვალები წამიერად შეხვდნენ ადამიანის მუქ ყავისფერ თვალებს და
ფერმკრთალ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ მინახავს, მე ის ვიცანი. 
დღევანდელი დღის გმირი, ახალი მოსწავლე იზაბელა სუონი. პოლიციის უფროსის
გოგონა – ახლახანს გადმოვიდა მამასთან საცხოვრებლად. ბელა – ის ყველას
უსწორებდა, ვინც კი მას სრული სახელით მიმართავდა. 
მოწყენილი შევბრუნდი. ერთი წამი დამჭირდა საიმისოდ რომ მივმხვდარიყავი, 
მას არ წარმოუთქვამს ჩემი სახელი გონებაში. 
რა თქმა უნდა, ქალენებმა მისი დაინტერესება გამოიწვიეს. – გავიგონე აზრის
გაგრძელება. 
ამჯერად ხმა ვიცანი. ჯესიკა სტენლი. იყო დრო, როცა თავისი აზრებით
მანერვიულებდა. თავისუფლად ვიგრძენი თავი, როცა მისი დაინტერესება ჩემს
მიმართ გაქრა. ფაქტიურად შეუძლებელი იყო მისი მუდმივი სულელური აზრებისგან
გაქცევა. ხანდახან მსურდა ამეხსნა მისთვის რა მოხდებოდა, თუ კი ჩემი ტუჩები დაამასთანავე კბილები მისი ყელის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა. ის მაშინვე
დაივიწყებდა თავის სასაცილო ოცნებებს. აზრმა, მისი რეაქციის შესახებ, გამაღიმა. 
უკეთესად უნდა იკვებოს. –  განაგრძობდა ფიქრს ჯესიკა. არც ისეთი კარგია, არც
კი ვიცი რატომ ევლება თავს ერიკი... და ასევე მაიკი. 
ბოლო აზრების გამო გააჟრჟოლა.  მისი ახალი გატაცება, მაიკ ნიუტონი, 
საერთოდ ვერ ამჩნევდა. სამაგიეროდ ახალ მოსწავლეს, როგორც ეტყობა ყურადღება
მიაქცია. სწორედ ამიტომ, ჯესიკა თავიდან ბოლომდე აკრიტიკებდა გონებაში
გოგონას, თუმცა ლაპარაკისას, როცა ჩვენს შესახებ უყვებოდა, საკმაოდ მეგობრული
ტონი ჰქონდა. 
მასთან ერთად დღეს ყველა მიყურებდა. – კმაყოფილმა გაიფიქრა ჯესიკამ. –
კარგია, რომ მე და ბელას ორი საგანი გვემთხვევა. შემიძლია ნიძლავი დავდო, რომ
მაიკი ჩემგან მოინდომებს მის შესახებ ყველაფრის გაგებას. 
სანამ მისი სიცარიელე და უნამუსობა ჭკუიდან შემშლიდა, ვეცადე, მისი
აზრებიდან თავის დამეღწია.
– ჯესიკა სტენლი, ახალ მოსწავლეს, სუონს უყვება ყველა ჭორს ქალენების
კლანის შესახებ. – ვუჩურჩულე ემეტს, რომ ყურადღება გადამეტანა. 
ჩუმად ჩაიცინა. 
– იმედი მაქვს, თავს კარგად გაართმევს. – გაიფიქრა მან. 
– ის საერთოდ მოკლებულია წარმოდგენებს. მხოლოდ პატარა სკანდალი და
არანაირი შიში. ცოტათი გაოცებული ვარ. 
– ახალი მოსწავლე? იმედგაცრუებულია მოსმენილი შემდეგ? 
ვეცადე ყურადღების მოკრებას, რათა გამეგონა რას ფიქრობდა ბელა ჯესიკას
ნაამბობის შემდეგ, რას ფიქრობდა, როცა ჩვენს მხარეს იყურებოდა, ჩვენს ფერმკრთალ
სახეებს ხედავდა, რომლის გამოც ადამიანები ჩვენთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. 
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ რას ფიქრობდა ის. სიფხიზლე მმართებდა, 
რათა ჩემი ოჯახი დამეცვა. როცა ვინმე ჩვენს შესახებ რამეს მიხვდებოდა, ყოველთვის
ვაფრთხილებდი დანარჩენებს და ვქრებოდით. ასეთი შემთხვევებიც ხდებოდა –
მდიდარი ფანტაზიის ადამიანები ხშირად გვადარებდნენ რომელიმე ფილმის ან
წიგნის პერსონაჟებს. როგორც ყოველთვის ისინი ცდებოდნენ, მაგრამ გარისკვა არღირდა და ჩვენც ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს. მხოლოდ ძალიან იშვიათად
შეეძლო ადამიანს სიმართლის მიხვედრა, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევდით ამ ჰიპოთეზის
დაჯერების საშუალებას. უბრალოდ ვტოვებდით იქაურობას და ჩვენს შესახებ
მხოლოდ საშიში მოგონებები რჩებოდა. 
მიუხედავად იმისა, რომ ბელა შედარებით ახლოს იჯდა ჩვენთან, ვიდრე ჯესიკა, 
მისი ფიქრები არ მესმოდა. თითქოს მის გვერდით თავისუფალი ადგილი
ყოფილიყოს. რა უცნაურია? იქნებ შეუმჩნევლად გავიდა? მაგრამ ეს შეუძლებელი
იყო, რადგან ჯესიკა ისევ განაგრძობდა ლაპარაკს. მსურდა შემემოწმებინა ის, რაც
ჩემმა მეექვსე გრძნობამ მიკარნახა და ამჯერადაც მის მუქი ფერის თვალებს
გადავაწყდი. ის წყნარად იჯდა, ჩვენ გვიყურებდა და უსმენდა რას ელაპარაკებოდა
კლასელი. 
რა თქმა უნდა ჩვენზე ფიქრობდა. 
მაგრამ მე არ შემელო მისი აზრების წაკითხვა. 
დაბნეულმა იმით რომ უცხო ადამიანების თვალთვალზე წაასწრეს, ლოყები
შეუვარდისფრდა და თვალები დაბლა დახარა. კარგია რომ ჯასპერი უწინდებურად
ფანჯარაში იყურებოდა, წარმოდგენისაც მეშინოდა რა დაემართებოდა მის
თვითკონტროლს, გოგონას აწითლებული სახის დანახვისას. 
ემოციები მის სახეზე ისევე მკვეთრად აღიბეჭდა, თითქოს შუბლზე
ამომეკითხოს: გაკვირვება იმის გამო, თუ რამდენად განვსხვავდებით სხვა
ადამიანებისგან, ჯესიკას მონაყოლით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა და კიდევ
რაღაც... აღტაცება? ეს ჩემთვის ნაცნობი იყო. ადამიანებისთვის, ჩვენს პოტენციურ
მსხვერპლთათვის, ჩვენ მშვენიერები ვიყავით. და ბოლოს შეცბუნება, რომელიც ჩემი
აზრით იმით იყო გამოწვეული, რომ მისი ჩემსკენ მომართული მზერა შევამჩნიე. 
მისი ფიქრები მისსავე უცნაურ თვალებში აღბეჭდილიყო – უცნაურად ღრმა
თვალებში. იმ ადგილიდან, სადაც ის იჯდა, მხოლოდ სიჩუმე მესმოდა. 
საფრთხე ვიგრძენი. 
ეს შემთხვევა არც ერთ მანამდე ნანახს არ გავდა. იქნებ ჩემში იყო პრობლემა? 
თუმცა თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი....  შეცბუნებულმა კიდევ ერთხელ ვცადე. 
ყველა ხმა, რომელსაც აქამდე ვბლოკავდი, ერთად გაისმა ჩემს თავში. .... საინტერესოა როგორ მუსიკას უსმენს?... იქნებ მასთან საუბრისას ახალი
კომპაქტ დისკი ვახსენო? ... ფიქრობდა ორი მაგიდის მოშორებით მჯდარი მაიკ
ნიუტონი. 
... შეხედეთ როგორ უყურებს, თითქოს ის არაა საკმარისი, რომ სკოლის
გოგონების ნახევარი მის გამო გიჟდება. ... ერიკ იორკის ფიქრებიც ბელას გარშემო
ტრიალებდა. 
... საშინელებაა, თითქოს ცნობილი ადამიანი იყოს ან რაიმე ამის მსგავსი. თვით
ედვარდ ქალენიც კი მას უყურებს... ლორენ მელორის სახეზე ეჭვიანობა
აღბეჭდილიყო. ჯესიკაც ყველას აცნობს თავის ახალ მეგობარს, სასაცილოა...
... ნიძლავს დავდებ რომ ამის შესახებ მას უკვე კითხეს, მაგრამ მასთან
დალაპარაკება მსურს და აუცილებლად უნდა მოვიფიქრო რამდენიმე ორიგინალური
კითხვა....  გეგმებს აწყობდა ეშლი დოულინგი. 
... იქნებ ერთად მოვხვდეთ ესპანურზე ...  იმედოვნებდა ჯონ რიჩარდსონი. 
...  დღეს საღამოს ბევრი მაქვს სამეცადინო, ტრიგონომეტრია და ტესტი
ინგისურში, იმედი მაქვს რომ დედა... – ანჯელა ვებერი, წყნარი გოგონა, ერთადერთი
იყო, რომლის აზრებიც ბელას არ ეხებოდა.  
ყველა მათგანის აზრები მესმოდა, ყველაზე პატარა დეტალიც კი, რაც მათ
ტვინში ტრიალებდა, არ მესმოდა მხოლოდ ასეთი მეტყველი და ცოცხალი თვალების
მქონე ახალი სტუდენტის.
რა თქმა უნდა შემეძლო გამეგონა მისი ლაპარაკი, როცა ჯესიკას მიმართავდა. არ
იყო საჭირო აზრების ამოკითხვა, რათა მისი დაბალი და წყნარი ხმა გაგეგონა, 
კაფეტერიის მეორე ბოლოდან. 
– რა ჰქვია წითურ თმიან ბიჭს? – იკითხა მან და თვალით ჩემსკენ ანიშნა, შემდეგ
კი სწრაფად შეტრიალდა, როცა დაინახა, რომ მას ვუყურებდი. 
თუ კი აქამდე ვფიქრობდი, რომ მისი ხმის გაგონება დამეხმარებოდა, რათა მისი
აზრები ამომეკითხა, ახლა გაოცებული დავრჩი. როგორც წესი, ადამიანების აზრები
მათი ჩვეულებრივი ხმით მესმოდა, მაგრამ ეს წყნარი ხმა ჩემთვის უცხო იყო. ის არ
ეკუთვნოდა არცერთ იმ ხმას, რომელიც ამ წუთშიც ისმოდა ჩემს თავში. ის ჩემთვის
ახალი იყო. 
ოჰ.. წარმატებებს გისურვებ სულელო.. გაიფიქრა ჯესიკამ ვიდრე უპასუხებდა. – ეს ედვარდ ქალენია, რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია, მაგრამ გირჩევ დრო არ
დაკარგო. ეს ამაყი, არავის არ ხვდება, აშკარაა, რომ ჩვენი გოგოები მისთვის
არასაკმარისად კარგები არიან. – ჩაიფხუკუნა. 
შევტრიალდი, რათა სიცილი დამემალა. ჯესიკა და მისი მეგობრები ვერ
ხვდებოდნენ რამდენად გაუმართლათ რომ არც ერთი მათგანი არ მიზიდავდა.
ისევ დავსერიზულდი და საკმაოდ უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რომელსაც ვერ
ვხვდებოდი. ეს გამოწვეული იყო იმისგან, რომ გოგონა ვერ ხვდებოდა ჯესიკას
ბოროტ აზრებს... უცნაურმა სურვილმა შემიპყრო, მათ შორის ჩავმდგარიყავი და
ჯესიკას აზრებისგან დამეცვა ბელა. რა უცნაურია. ვცდილობდი ამის მიზეზს
მივმხვდარიყავი და გოგონას ვაკვირდებოდი. 
შესაძლებელია ეს ინსტიქტი იყო – დამეცვა შედარებით სუსტი არსება. ეს
გოგონა ბევრად უფრო სათუთი იყო, ვიდრე მისი ახალი თანაკლასელები. მისი კანი
იმდენად ნაზი იყო, გასაკვირია როგორ შეეძლო მისი დაცვა ამ სამყაროს
ქარტეხილებისგან. ვხედავდი მის ვენებში მოძრავ სისხლს ფერმკრთალი კანის
ქვეშიდან... თუმცა არ იყო საჭირო, რომ ამაზე აქცენტი გამეკეთებინა. მომწონდა ის
ცხოვრების წესი, როგორც ვცხოვრობდი, თუმცა ამჟერად მეც ჯასპერის მსგავსად
წყურვილისგან ვიყავი დაუძლურებული, და ვცდილობდი ცდუნებას გავქცეოდი. 
მის შუბლზე ნაკეცი გაჩენილიყო, რის გამოც ნაკლებად თავდაჯერებულად
გამოიყურებოდა. 
ვხვდებოდი, რომ მისთვის არა სასიამოვნო იყო უცხო ადამიანების წრეში
ჯდომს, მათთან ლაპარაკი და ყურადღება, რომელსაც იქცევდა. მისი მთრთოლვარე
მხრები მეტყველებდნენ, რომ ის უარს ელოდა... ჩვეულებრივი გოგონას აზრებიდან
კი არაფრის გაგება არ შემეძლო. რატომ? 
– ედვარდ – როზალის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. 
შემოვბრუნდი. აღარ მსურდა ბელას აზრების წაკითხვის უშედეგო მცდელობა
გამეგრძელებინა – ეს მაცბუნებდა. ფიქრიც კი არ მსურდა იმაზე, რომ მისი აზრები
მხოლოდ იმიტომ იყო ჩემთვის საინტერესო, რომ მათი მოსმენა არ შემეძლო. ალბათ
როცა მის ამოხსნას შევძლებ – რასაც აუცილებლად გავაკეთებ – ისინი ისეთივე
ჩვეულებრივი აღმოჩნდებიან, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის აზრები, 
რომლებიც ამდენი ძალის დახარჯვად არ ეღირებოდნენ. – რას იტყვი, ეშინია ჩვენი? –  მკითხა ემეტმა, რომელიც ისევ ელოდებოდა თავის
კითხვაზე პასუხს. 
მხრები ავიჩეჩე, როგორც ეტყობოდა, არც თუ იმდენად იყო დაინტერესებული, 
რომ თემა განევრცო. არც ჩემთვის არ იყო საჭირო ასე ჩავციკლულიყავი. 
წამოვდექით და კაფეტერიიდან გავედით. 
როზალი, ემეტი და ჯასპერი უფროსების როლს თამაშობდნენ. მე იძულებული
ვიყავი, მეჩვენებინა რომ მათზე პატარა ვიყავი. ბიოლოგიის გაკვეთილზე წავედი. 
წინასწარ მოვემზადე მოსაწყენი ლექციისთვის. თუმცა, მისტერ ბანერი, 
მასწავლებელი რომელიც თავისი ინტელექტით გამოირჩეოდა, აუცილებლად
იტყოდა რამეს, რაც ადამიანის გაკვირვებას გამოიწვევდა. 
აუდიტორიაში შესული ჩემს მაგიდასთან დავჯექი და წიგნები დავალაგე –
რომლებიც უსაფრთხოებისთვის მჭირდებოდა, რადგანაც არც ერთ მათგანში არ ეწერა
ისეთი რამე, რაც მე უკვე არ ვიცოდი. ერთადერთი ვიყავი, ვინც მარტო იჯდა
მაგიდასთან. ადამიანები საკმარისად ჭკვიანები არ იყვნენ, რათა მიმხვდარიყვნენ
რატომ ეშინოდათ ჩემი, თუმცა ინსტიქტურად გრძნობდნენ, რომ თავი შორს უნდა
დაეჭირათ. 
აუდიტორია შევსებულიყო იმ სტუდენტებით, ვისაც უკვე ესადილა. სკამს
მივეყრდენი და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ ძილი არ შემეძლო. 
ანჯელა ვებერმა ახალი გოგონა შემოიყვანა კლასში. 
ბელა ისევე მორიდებულად გამოიყურებოდა, როგორც მე. შემეძლო მეკამათა, 
რომ დღეს ცუდი დღე ქონდა. ვწუხვარ რომ არაფრის თქმა არ შემიძლია მისთვის... 
თუმცა ეს სულელური საქციელი იქნება ... 
ხო! – გაიფიქრა მაიკ ნიუტონმა და შემოტრიალდა, რათა დაენახა, როგორ
შემოდიოდა გოგონა ოთახში. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2011-12-24 Spam
arc me ar maqvs mtlianad wakitxuli da aq wavikitxav....ise rac wavikitxe dzaan magaria