ბევრი ჩვენგანი მაღაზიებში სიარულს უამრავ დროს ვუთმობთ. უფრო ნაყოფიერად რომ დავხარჯოთ ეს დრო, მოდით შოფინგის ,,ოქროს წესებს'' გავეცნოთ
1.აირჩიე მაღაზიაში ან ბაზრობაზე წასასვლელად ისეთი დრო, როცა იქ ნაკლები ხალხი იქნება. ბევრ ხალხში ნერვებიც უფრო მალე გეშლება და ნივთების დათვალიერებასაც წესიერად ვერ ახერხებ
2.შოფინგს მაქსიმუმ 4 საათი დაუთმე
3.შოფინგის დროს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ძნელად გასახდელ ტანსაცმელს ნუ ჩაიცვამ(ტანსაცმლის მოსინჯვა რომ არ გაგიჭირდეს)
4.მარტო ნუ წახვალ. იდეალური ვარიანტია შოფინგზე მშვიდი ნერვების მქონე მეგობარი ბიჭის წაყვანა - ის ხომ შესანიშნავად შეაფასებს შენს არჩევანს. თუ დაქალს გაიყოლებ, ცოტა ფრთხილად იყავი. გახსოვდეს, არცერთ გოგოს არ უნდა მისი დაქალი მასზე უკეთ გამოიყურებოდეს.
5.შეადგინე იმ ნივთების სია, რომლების ყიდვასაც აპირებ. აუცილებლად მიიჩნიე ისეთი ნივთების ყიდვა, რომლებსაც კარგი დანამატი ექნება შენს გარდერობში და მთლიანად არ შეცვლის შენს სტილს
6.შეზღუდე ბიუჯეტი - განსაზღვრე რა თანხის დახარჯვას აპირებ და ერთი თეთრით მეტიც კი არ წაიღო თან
7.შეიძინე მხოლოდ ძალიან მაგარი ნივთი. თუ ფიქრობ, რომ შენს მიერ არჩეულ მაისურს არა უშავს, არაფრით არ ატრიალო დიდხანს ხელში, მაშინვე ადგილზე დააბრუნე
8.ნუ მოგერიდება ბევრი რაღაცის მორგება
9.თუ ფული არ გყოფნის რამე სერიოზულის შესაძენად, იყიდე რამე ძალიან მაგარი აქსესუარი(მაგ.: ქამარი, კაშნე ან ბიჟუტერია). ის აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას და ელეგანტურს გაგხდის