მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » შოკოლადის ტორტი ყავით
6:12 PM
შოკოლადის ტორტი ყავით


საჭირო მასალა

ცომი

125 გრ დარბილებული კარაქი
250 გრ შაქარი
225 გრ ფქვილი
2 კვერცხი
50 გრ კაკაო
250 მლ მდუღარე წყალი
მწიკვი მარილი
1 შეკვრა (10 გრ) გამაფხვიერებელი
ვანილი
კრემი
300 გრ შავი შოკოლადი
175 გრ კარაქი
100 მლ წყალი
30 გრ შაქარი

დასანამად

1 ჭიქა მაგარი ყავა
2 ჩ.კ. კონიაკი

მოსართავად
200 მლ ნაღები (35-38%), ათქვეფილი

მომზადება
 
ამ ტორტის კრემი, სჯობს, რამდენიმე საათით ადრე ან სულაც წინა საღამოს მოვამზადოთ, რადგან გასაცივებლად დრო სჭირდება. კრემის ინგრედიენტები მოვათავსოთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. ამისთვის უნდა ავიღოთ ქვაბი, ჩავასხათ მასში ცოტაოდენი წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე.

ქვაბს ზემოდან დავადგათ თასი, რომელშიც ინგრედიენტებია მოთავსებული. წყალი ოდნავ უნდა დუღდეს, ოღონდ თასს არ უნდა ეხებოდეს. ინგრედიენტები ორთქლზე უნდა გადნეს. მიღებული მასა თავიდან თხელია, მაგრამ გაცივების შემდეგ გასქელდება. ამიტომ არ გეგონოთ, რომ კრემი არ გამოგივიდათ.

ადუღებულ წყალში გავხსნათ 100 გრ შაქარი და 50 გრ კაკაო, კარგად მოვურიოთ და დროებით გადავდოთ.

თასში ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და დარჩენილი შაქარი (150 გრ). სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავუმატოთ ვანილი, მარილი. გამაფხვიერებელი შევურიოთ ფქვილს და ნელ-ნელა შევაზილოთ ცომს. ბოლოს დავასხათ კაკაოს მასა და კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ მუქი ყავისფერი, თხელი ცომი.

საცხობ ფორმას წავუსვათ ცოტაოდენი კარაქი, მოვაფრქვიოთ ფქვილი და გადავიტანოთ ცომი. ბისკვიტი გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 35-40 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტს ვაცადოთ კარგად გაცივება და შუაზე გავჭრათ.

ორივე ფენა დავნამოთ კონიაკიანი ყავით, შუაში წავუსვათ კრემის ნახევარი

-Nini Ko


კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 844 | დაამატა: missyou | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-03-31 Spam
aaww ♥ ra simgemrielea ♥