მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 10 » შოკოლადის დღე ☺
9:11 PM
შოკოლადის დღე ☺
შოკოლადის დღე ☺
ფაქტები შოკოლადზე ♥
დანარცენი სრულიადში







შოკოლადის დღე

დღეს, 11 ივლისს ტკბილეულის მოყვარულები აღნიშნავენ შოკოლოადის საერთაშორისო დღეს (World Chocolate Day-ს). ეს დღე პირველად საფრანგეთში აღნიშნეს 1995 წელს. არსებობს ცნობები, იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო პირველად შოკოლადის დამზადება:ესენი იყვნენ აცტეკები. ისინი შოკოლადს "ღმერთის საზრდოს" უწოდებდნენ. ესპანელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პირველად წაიღეს ეს პროდუქტი ევროპაში, მეტსახელად "შავი ოქრო" უწოდეს და მისი გამოყენება დაიწყეს, რათა უზრუნველყოთ ფიზიკური ძალა და გამძლეობა. ცოტა მოგვიანებით შოკოლადის მოხმარება შეზღუდული გახდა არისტოკრატთა წრეებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს "ძვირფასი" პროდუქტი







თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შოკოლადში არის ისეთი ელემნტები, რომლებიც ხელს უწყობენ დასვენებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მას შესწევს ძალა გააუმჯობესოს განწყობა. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც შოკოლადს შეუძლია დაბერების პროცესი შეანელოს. ცნობილია, რომ შოკოლადი შეიცავს ნუტრიენტებს, მათ შორის ცხიმებს, ამიტომ ის ძალიან კალორიულია



1."Madeleine”-ყველაზე ძვირი შოკოლადია მსოფლიოში..იგი კონეკტიკუტში მცხოვრებმა კულინარმა ფრიც კნიპშილდტომმა შექმნა 
2. პორტუგალიელი პოეტი ფერნანდო პესოა წერდა : "შეხედეთ,სამყაროში არსად არ არის ისეთი მეტაფიზიკა როგორც შოკოლადს აქვს ” 
3.Hershey’s ყოველდღიურად უშვებს 8O მილიონზე მეტ შოკოლად «Kisses». 6 ივლისს (კოცნის საერთაშორისო დღეს) ეს რიცხვი ორმაგდება smile
4. ინგლისური შოკოლადის ფაბრიკა Cadbury-მ 1842 წელს გამოუშვა პირველი შოკოლადის ფილა მსოფლიოში. 
5.ფილმში «Psycho», ალფრედ ჰიჩკოკმა გამოიყენა შოკოლადის სიროფი "Bosco” ყველასთვის ცნობილი სცენის "საშხაპის” გადაღებისას.ეს ყოველივე სისხლის გაძიერებული მუშაობისთვის გააკეთა 
6. მიუხედავად იმისა, რომ კაკაო პირველად გამოიყენეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში 4 000 წლის წინათ , თითქმის 70 % მსოფლიო კაკაოსი აფრიკაზე მოდის .კოტ’დივუარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილია კაკაოს მოყვანისა .. იქ მსოფლიო კაკას 40 % მოჰყავთ 
7.შოკოლადს ტრადიციულად მიაწერენ ჯადოსნურ ,მისტიკურ და სამკურნალო თვისებებს . მაგალითად ლათინურად კაკაოს ხე არის «Theobroma Cacao» რაც ნიშნავს საჭმელების ღმერთს 
8.შამპანური და ცქრიალა ღვინო ითვლება ძალიან მჟავედ შავ შოკოლადთან მიმართებაში.. წითელი ღვინო შავ შოკოლადთან ძალიან გემრიელია .. smile
9.პირველი ადამიანები,რომლებმაც გასინჯეს კაკაო იყვნენ მოკაია და ომელკი სამხრეთ მექსიკიდან (დაახ.1000 წლის წინ ქრისტეშობამდე)..სიტყვა შოკოლადი მოდის მაიას ცივილიზაციიდან -”xocolatl” ნიშნავს მწარე წყალს 
10.თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ ნამდვილი შავი შოკოლადი ამისთვის საჭიროა გაეცნოთ მის ეტიკეტს. მის ეტიკეტზე პირველ რიგში მითითებული უნდა იყოს ორი ინგრედიენტი : კაკაო და შოკოლადის ლიქიორი. არ უნდა ერიოს შაქარი .. :)
11.ივლისი შოკოლადის დღეა. პირველად შოკოლადის დღე ფრანგების მიერ იყო მოგონილი 1995წელს. 
12.შოკოლადი ყველაზე საყვარელი საჭმელია მთელს მსოფლიოში. ის არის არაჩვეულებრივი საშუალება სწრაფად ენერგიის აღდგენისთვის. 
13.კაკაოს მარცვლები და მისგან დამზადებული პროდუქტები (მწარე შავი შოკოლადი) სასარგებლოა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ძლიერ ანტიოქსიდანტებს. 
14.მომხმარებლები წელიწადში 20 მილიარდ დოლარს ხარჯავენ შოკოლადზე. 
15.შოკოლადის მწარმოებლები იყენებენ მსოფლიოს ბაზრის 40% ნუშს და 20% მიწის თხილს. 
16.თეთრ შოკოლადს არ აქვს კოფეინი. სინამდვილეში თეთრი შოკოლადი არ არის შოკოლადი იმ გაგებით, როგორც ის პირველად იყო შექმნილი. თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს მყარი შემადგენლის გარეშე კაკაოს ცხიმით, შაქრით, რძის ცხიმისა და რძის პროდუქტების დამატებით. 
17.კაკაოს ხეს რგავენ მაღალი ხეების გვერდით, რომლის ფოთლებიც იცავს მათ მზის სხივებისგან და ძლიერი ქარისგან. 
18.ბელგიაში 17000 ადამინი მუშაობს შოკოლადის ინდუსტრიაში . 
19.ვალენტინის დღესთან დაკავშირებით იაპონიაში ქალები მამაკაცებს ჩუქნიან შოკოლადს. 
20.კაკაოს ნაყოფი პატარა ნესვს ჰგავს, ხოლო შიგთავსში 20-დან 40-მდე კაკაოს მარცვალია. 
21.ერთი კილოგრამი შოკოლადის დასამზადებლად აუცილებელია თითქმის 900 კაკაოს მარცვალი. 
22.კაკაოს ბოტანიკური სახელწოდება „Theobramba Cacao" ლათინურად „ღმერთების საჭმელს" ნიშნავს. 
23.შოკოლადის ყველაზე დიდი მომხმარებელი შვეიცარელები არიან. შვეიცარიაში წელიწადში ერთი ადამიანი 11კგ-ზე ცოტა ნაკლებ შოკოლადს მიირთმევს.
ახლა კი გადაყლაპეთ ნერწყვი და დაწერეთ კომენტარები :)))
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1243 | დაამატა: smiler-belieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2013-07-17 Spam
haimeeeeeeeeee -________________________________-
dietaze var she gaxarebulo dzlivs 6 kilo davikeli da aa -____-